ფედერერი ნადალს: გეგონოს!

Home აქეთურ-იქითური ფედერერი ნადალს: გეგონოს!
ფედერერი ნადალს: გეგონოს!

სამხრეთ აფრიკის ქეიფთაუნმა საქველმოქმედო მატჩს უმასპინძლა და იმთავითვე ცხადი იყო, რომ დაპირისპირება ჩოგბურთისთვის სარეკორდო აუდიტორიას მოუყრიდა თავს. მეტი რა უნდა ეხილა ჩოგბურთის გურმანს – როჯერ ფედერერი რაფაელ ნადალის პირისპირ. რეალობამ მოლოდინს გადააჭაება. მატჩს თითქმის 52 ათასი მაყურებელი დაესწრო და ეს ახალი რეკორდია. აქამდე რეკორდი ფედერერი-ზვერევის მატჩს ეკუთვნოდა, რომელმაც 42 ათასზე ცოტა მეტი ქომაგი მიიზიდა.

ქეიფთაუნის მატჩიდან მიღებული მთელი შემოსავალი ფედერერის საქველმოქმედო ფონდში წავიდა. მოსალოდნელი 1 მილიონის ნაცვლად, შემოსავალმა 3 მილიონ დოლარს გადააჭარბა. მატჩის ერთერთ თანაორგანიზატორ ბილ გეიტსისთვის ეს თანხა სასაცილოა, მაგრამ როჯერის საქველმოქმედო აქციებს გაცილებით მეტს რეგულარულად სწირავს.

ერთი სახალისო დეტალიც: ქეიფთაუნში საფარი ჰარდი კი იყო, მაგრამ ორგანიზატორებმა ნარინჯისდრად შეღებეს. როჯერმა დააკომენტარა:

– ძალიან კარგი. ეგონოს რაფას, რომ მის საყვარელ თიხაზე ვთამაშობთ.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".