სამხრეთ აფრიკის ქეიფთაუნმა საქველმოქმედო მატჩს უმასპინძლა და იმთავითვე ცხადი იყო, რომ დაპირისპირება ჩოგბურთისთვის სარეკორდო აუდიტორიას მოუყრიდა თავს. მეტი რა უნდა ეხილა ჩოგბურთის გურმანს – როჯერ ფედერერი რაფაელ ნადალის პირისპირ. რეალობამ მოლოდინს გადააჭაება. მატჩს თითქმის 52 ათასი მაყურებელი დაესწრო და ეს ახალი რეკორდია. აქამდე რეკორდი ფედერერი-ზვერევის მატჩს ეკუთვნოდა, რომელმაც 42 ათასზე ცოტა მეტი ქომაგი მიიზიდა. ქეიფთაუნის...
