წელი: 2020

Home 2020
ვან დაიკი: წლები და ფულები
ჩანაწერი

ვან დაიკი: წლები და ფულები

ლივერპულის ნიდერლანდელი მცველი ვირჯილ ვან დაიკი მალე კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს და პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთეთლთა მარაქაში გაერევა. ახალი პირობებით, რომელიც 2024 წლამდე იქნება გათვალისწინებული და მხარეებს ერთმანეთთან ბოლომდე ჯერ კიდევ არ შეუთანხმებიათ, 28 წლის ფეხბურთელი 50 მილიონ გირვანქას მიიღებს, კვირაში 150-ზე მეტს…თუმც სულ ეს არ არის, მსუყე ბონუსებიც იქნება გათვალისწინებული. ვან დაიკი, რომელიც დღესდღეობით...

კიკეს ფავორიტი
ჩანაწერი

კიკეს ფავორიტი

„ბარსელონას“ ახალი თავკაცი კიკე სეტიენი ორი ფეხბურთელის მიმართ ნდობას განსაკუთრებით ამჟღავნებს – ლეო მესისა და სერხი ბუსკეტსისადმი. ბუსკეტსი ერნესტო ვალვერდესთან იმდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არ იყო, როგორც მანამდე და ახლა. კიკე სეტიენის ხელში, მან 7 თამაშიდან 6 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 90 წუთი დაჰყო. სათადარიგოთა სკამზე ის მხოლოდ, კოპა დელ რეიზე, „იბიცას“ წინააღმდეგ შეხვედრაში იჯდა. ვალვერდეს...

უტრუხუნესი არ იყოს…
ჩანაწერი

უტრუხუნესი არ იყოს…

როტერდამში  დაწყებულმა უპრესტიჟულესმა ტურნირმა ჩვენთვის ინტერესი უკვე დაკარგა. ის, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასტარტო მატჩში ანდრეი რუბლევთან ითამაშა ანტი ჩოგბურთის გარდა, უამრავი გულშემატკივრის შეურაცხყოფაც იყო. კორტზე ასე უგერგილოდ და უნიათოდ ყოფნას, ნამდვილად ჯობდა ტრავმა ან სხვა რამ მოემიზეზებინა და საერთოდ არ გასულიყო. პროფესიულ მოვალეობა რომ არა, დიდი სიამოვნებით ავარიდებდით თავს ჩვენებურის მხრიდან უმარილო თამაშზე წერას თავს....

მარტის თვეა ჩვენი…
ჩანაწერი

მარტის თვეა ჩვენი…

მარტი, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებელი ქართული სპორტისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვე იქნება და ვიმედოვნებთ, თბილისის ქუჩებს მოზეიმე ხალხის მორევი წალეკავს. მარტისადმი კი ქომაგის მოლოდინი უპირველესად, რა თქმა უნდა, ფეხბურთს უკავშირდება. ბელარუსთან, ერთა ლიგის ნახევარფინალით, რომელიც „დინამო არენაზე“ 26 მარტს შედგება, ქომაგები, რა ხანია ცხოვრობენ. მანამდე კი საქართველოს ნაკრებს არანაკლებ მნიშვნელოვანი ბრძოლების გადატანა მოუწევთ, ოღონდ...

თოკო, ესპანეთის საუკეთესო!
ჩანაწერი

თოკო, ესპანეთის საუკეთესო!

დაფასება ამას ჰქვია: „ბასკონიას” ქართველი ლიდერი და კაპიტანი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის წლის საუკეთესოდ დაასახელეს. ლიგა ენდესას 32 ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია მადრიდში წუხელ გაიმართა და რაოდენ საამაყოა, რომ ეს საპატიო ტიტული ქართველ მძიმე ფორვარდს ერგო, რაც ცხადია დიდი აღიარებაა. თორნიკეს სპეციალური პრიზი ლიგა ენდესას გენერალურმა დირექტორმა იგნასიო ხიმენეს სოლერმა გადასცა. მიმდინარე სეზონში თორნიკე ლიგა ენდესაში საშუალოდ 33...

გვარდიოლა იუვეშიო
ჩანაწერი

გვარდიოლა იუვეშიო

„სიტის“ მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ, შესაძლოა, „იუვენტუსი“ ჩაიბაროს.  ბრიტანელები წერენ, ბებერი ქალბატონის პრეზიდენტ ანდრეა ანიელის სჯერა, რომ 49 წლის ესპანელს კლუბის ახალ, უფრო მაღალ დონეზე აყვანა შეუძლია. გასათვალისწინებელია, რომ პეპი იტალიურად შესანიშნავად საუბრობს და სერია A-ში, ბრეშაში, ნათამაშები აქვს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „იუვემ“ გვარდიოლას კონტრაქტი 2019 წელსაც შესთავაზა, მაგრამ მაშინ მან წინადადება არ მიიღო. ტურინელებმა იტალიის ჩემპიონატში ბოლო შეხვედრა „ვერონასთან“ (1:2) წააგეს, რის...

ნეიმარი – პროსტიტუციის ორგანიზატორი
ჩანაწერი

ნეიმარი – პროსტიტუციის ორგანიზატორი

ბრაზილიელი მოდელი ნაჯილა ტრინდადე ნეიმარს სამართლოთი ემუქრება. 2019 წელს მან პსჟ-ის ვარსკვლავს გაუპატიურებისთვის უჩივლა. ახლა კი ნაჯილა სასამართლოში ახალ საჩივარს ამზადებს. ახალგაზრდა მოდელი ნეიმარს, თურმე, პროსტიტუციის ორგანიზებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ბრაზილიელი გოგონები სპეციალურად სექს-მომსახურებისთვის საფრანგეთში მიჰყავთ. მისი ინფორმაციით, ამ საქმეს ბრაზილიის ნაკრების ვარსკვლავი პირადად მფარველობს. ამ ეტაპზე სხვა მტკიცებულებები უცნობია, თუმცა ტრინდადეს ადვოკატი სარჩელს უკვე...

ლიოვ, შენი დედაც…
ჩანაწერი

ლიოვ, შენი დედაც…

ერთ დღესაც, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, იოაჰიმ ლიოვი ადგა და ნაკრებიდან სამი ლიდერი დაითხოვა – მათს ჰუმელსი, თომას მიულერი და ჯერომ ბოატენგი. მაშინ ეს თოფის გავარდნასავით იყო, მიზეზად კი ბუნდესმანშაფტის გაახალგაზრდავება დასახელდა. ეს არგუმენტი უცნაურად იმიტომაც ჩანს, რომ 29-30 წელი ფეხბურთელისთვის კარიერის საუკეთესო წლებია და ნაკრებშიც იმ მოთამაშეებს უნდა იძახებდნენ, რომლებიც იმ მომენტში საუკეთესო ფორმაშია....

სიყვარულით პარიზიდან
ჩანაწერი

სიყვარულით პარიზიდან

ტომას ტუხელთან კონფლიქტის შემდეგ კილიან მბაპეს სატრანსფერო საკითხი ისევ ყურადღების ქვეშ მოექცა. მოგეხსენებათ, მონპელიესთან 5:0 მოგებული შეხვედრისას, თავდამსხმელი შეცვალეს და მანაც უკმაყოფილება არ დამალა. პარიზული კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხალიეფმა კი კილიანს პოზიცია ნათლად განუმარტა – ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში, ის არც ერთ კლუბთან მოლაპარაკების გამართვას არ აპირებს. გასათვალისწინებელია, რომ ფეხბურთელს კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს უმთავრდება და...

გაასამებს ბასილაშვილი?
ჩანაწერი

გაასამებს ბასილაშვილი?

ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ შედარებით დაბალი კატეგორიის ტურნირების დრო დადგა, რომელშიც, რა თქმა უნდა, ტოპ ჩოგბურთელები არ მონაწილეობდნენ, თუმცა აქა-იქ საკმაოდ მაღალი დონის მოთამაშეებმა მაინც გაიელვეს. ნიკოლოზ ბასილაშვილი კი წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის შემდეგ, სადაც თავი დიდი ვერაფრით გამოიჩინა – პროგრამა მინიმუმიც ვერ შეასრულა, მეორე წრეში ფერნანდო ვერდასკოსთან წააგო და მელბურნში შარშან გამომუშავებული ქულებიც...