„სიტის“ მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ, შესაძლოა, „იუვენტუსი“ ჩაიბაროს. ბრიტანელები წერენ, ბებერი ქალბატონის პრეზიდენტ ანდრეა ანიელის სჯერა, რომ 49 წლის ესპანელს კლუბის ახალ, უფრო მაღალ დონეზე აყვანა შეუძლია.
გასათვალისწინებელია, რომ პეპი იტალიურად შესანიშნავად საუბრობს და სერია A-ში, ბრეშაში, ნათამაშები აქვს.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „იუვემ“ გვარდიოლას კონტრაქტი 2019 წელსაც შესთავაზა, მაგრამ მაშინ მან წინადადება არ მიიღო.
ტურინელებმა იტალიის ჩემპიონატში ბოლო შეხვედრა „ვერონასთან“ (1:2) წააგეს, რის შემდეგადაც „ინტერი“ ქულებით გაუთანაბრდა (54-54), „ლაციო“ კი ერთ ქულაში მიუახლოვდა.
გვარდიოლა „სიტის“ სათავეში 2016 წლიდან უდგას და ზედიზედ ორჯერ (2017- 2019) გახდა ინგლისის ჩემპიონი, ორჯერ ლიგის თასი მოიგო, ორჯერ ქვეყნის სუპერ თასი და ერთხელ FA Cup.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
