კატალონიურ „სპორტთან” საუბარში „ბარსელონას” მთავარმა ვარსკვლავმა ლეო მესიმ გულწრფელად თქვა, რომ ერიკ აბიდალის ცნობილი ინტერვიუს მოსმენისას თავი თავდასხმის ობიექტად იგრძნო და ამიტომაც უპასუხა ფრანგ ვეტერანს, რომელიც „კამპ ნოუზე” დირექტორად მუშაობს. მართლაც, ამ ცოტა ხნის წინ, მსოფლიო პრესის ფურცლები და საიტები მოიარა აბიდალის ეჭვმა იმის თაობაზე, რომ ერნესტო ვალვერდეს მწვრთნელობის დროს ყველა ფეხბურთელი ბოლომდე არ იხარჯებოდა....
წელი: 2020
მესის სამი კონფლიქტი
2020 წელი რომელიმე კლუბისთვის თუ არც ისე სახარბიელოდ დაიწყო, ეს „ბარსელონაა“. კატალონიურ გრანდში ბევრი პრობლემაა. ჯერ იყო და გუნდის მესვეურებს მოთმინების ფიალა აევსოთ და ერნესტო ვალვერდეს სუპერთასის წაგება არ აპატიეს; მისმა შემცვლელმა კიკე სეტიენმა გუნდი კოპა დელ რეის გარეშე დატოვა; ბოლოს კი შიდა არეულობა და სამარცხვინო სკანდალიც გასკდა. ცნობილი ამბავია, რომ სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილო ლიონელ მესი...
ლემპარდს წყალი შეუდგაო
ბრიტანული „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, „ჩელსის“ ხელმძღვანელობა მეტისმეტად უკმაყოფილოა ფრენკ ლემპარდის მუშაობით. ეს არცაა გასაკვირი. ლონდონელებმა ბოლო ექვსი შეხვედრიდან ერთადერთი მოიგეს და მეოთხე ადგილს კი ინარჩუნებენ, მაგრამ კონკურენტებს წამოწევის საშუალება მისცეს. ლემპარდს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზური იხსნის. ყველა სხვა შემთხვევაში ზაფხულში ფრენკს კარისკენ მიუთითებენ. მის წინააღმდეგ ერთი ფაქტორიცაა: ლემპარდმა სათადარიგოთა სკამზე დასვა ფეხბურთის ისტორიაში უძვირესი (80 მლნ....
მეორე ლიგაში… სიტისთან
მას მერე, რაც უეფამ „მანჩესტერ სიტის” ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, პეპ გვარდიოლა პირველად გამოვიდა საჯაროდ და თქვა, ასი პროცენტით „ეტიჰედზე” დავრჩები, რადგან ამ კლუბთან „განსაკუთრებული რამ” მაკავშირებსო. უეფამ „ქალაქელები” 30 მილიონი ევროთიც დააჯარიმა. თუ არაფერი შეიცვალა, „სიტი” ჩემპიონთა ლიგაში 2022-23 წლების სეზონამდე აღარ ითამაშებს, გვარდიოლას კონტრაქტი კი 2021 წლამდეა. კლუბი უეფას წინააღმდეგ სპორტის არბიტრაჟში აპირებს ჩივილს....
სასიამოვნოა!
ვისლამ მატჩის აფიშა ქართულ ენაზე გამოაქვეყნა… პლოცკის „ვისლამ“ კვირას ექსტრაკლასაში „ზაგლებიესთან“ მატჩისწინა აფიშა ქართულ ენაზე გამოაქვეყნა. პოლონურმა კლუბმა ასეთი გადაწყვეტილება გუნდის ქართველი ლიდერის გიორგი მერებაშვილის გამო მიიღო, რომელიც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ფოტოზე მოხვდა. „კვირას ჩვენ ველოდებით ძალიან მნიშვნელოვან თამაშს ზაგლებიეს წინააღმდეგ. გვიქომაგეეთ”,-დაწერა „ვისლას“ გვერდმა. 22 ტურის შემდეგ, „ვისლას“ 31 ქულა აქვს და საჩემპიონო ჯგუფში გასვლისთვის...
რაცა ვართ, ესა ვართ
„ლაიფციგთან” შეხვედრაში „ტოტენჰემი” შინ დამარცხდა 0:1, დელე ალი 64-ე წუთზე შეცვალეს და ის გაბრაზდა. 23 წლის ნახევარმცველმა თავი ვერ მოთოკა, ჯერ ბუცები დაანარცხა, შემდეგ კი წყლის ბოთლი. „სფურზის” მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ თქვა: „ვფიქრობ, ის საკუთარ თავზე გაბრაზდა და არა ჩემზე. დელე კარგად მიხვდა, რატომაც შევცვალე. მისი გასვლის შემდეგ გუნდის თამაში გამოსწორდა”. „ლაიფციგთან” მატჩში ლონდონელებს ჰარი...
ჰამილტონი, ოსკარი, მესი…
ლიონელ მესი, რაფაელ ნადალი, ლუის ჰამილტონი, მარკ ადამსი, ტაიგერ ვუდსი, ელიუდ კიპჩოგე… დაგვეთანხმებით, შთამბეჭდავი სახელებია. ელიუდ კიპჩოგე და მარკ ადამსი. პირველი, კენიელი მორბენალია, რომელიც მარათონში რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა, ხოლო მეორე სახელგანთქმული ესპანელი მოტომრბოლელია, რომელსაც სპორტის ამ ექსტრემალურ სახეობაში ბადალი არ ჰყავს. აბა, ლეო მესის, რაფა ნადალს, ლუის ჰამილტონს და ტაიგერ ვუდსს რა წარდგენა...
ვენგერმა, წინიდან არა, უკნიდანო
არსენ ვენგერმა თამაშგარეს განსაზღვრის ახალი ფორმულა შექმნა. ვიდრე მისი შრომის შედეგს გაგაცნობთ, გავიხსენოთ, როგორ ჟღერს მოქმედი წესი: „ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაშია, თუ მისი თავის, ტანის ან ფეხის ნებისმიერი ნაწილი უფრო ახლოსაა მეტოქის კარის ხაზთან, ვიდრე ბურთი და მეტოქის ბოლოსწინა ფეხბურთელი. ნებისმიერი ფეხბურთელის, მათ შორის მეკარის ხელების მდგომარეობა მხედველობაში არ მიიღება”. ახლა ვნახოთ, როგორ ჟღერს ვენგერის ფორმულა:...
ჰოლანდ 5
„დორტმუნდის“ ნორვეგიელი ახალწვეული ერლინგ ჰოლანდი ჩემპიონთა თასის ისტორიაში გახდა მეხუთე ფეხბურთელი, ვინც მისთვის სადებიუტო გათამაშებაში 10 გოლი გაიტანა. ჰოლანდმა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჯერ „ზალცბურგისთვის“ გაიტანა 8 გოლი, ახლა კი „დორტმუნდთან“ ერთად ის ფლეი ოფის სტადიაზეა და წუხელ პსჟ-თან დუბლით გამოირჩა . გოლების გარდა ჩატარებულ 7 შეხვედრაში მის აქტივში ერთი საგოლე პასიც არის. ჰოლანდამდე მსგავსი გააკეთეს:...
გულიტი, ვან დაიკი, ოქროს ბურთი
მას მერე, რაც „ოქროს ბურთი“ მცველმა მოიგო, 14 წელიწადი გავიდა. ამ პერიოდში ყველაზე ინდვიდუალური ჯილდოს მოგების საუკეთესო შანსი ვირჯილ ვან დაიკს ჰქონდა. შარშან, ნიდერლანდელმა მცველმა დაგლიჯა: მოიგო ჩემპიონთა ლიგა, სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიც. პრემიერლიგაში, სადაც მის „ლივერპულს“ წარმატებამდე ერთადერთი ქულა დააკლდა, ვან დაიკმა სეზონის საუკეთესოს წოდებაც ჩაიხუტა. მოკლედ, 28 წლის ფეხბურთელს ისეთი სეზონი ჰქონდა,...









