გემოვნების ამბავია, ვის რა მოსწონს, თუმცა „ატლეტიკო“ გოლს პირველი რომ გაიტანს, შემტევი ფეხბურთის მოყვარულთათვის, იმ თამაშისთვის აღარ შეიხედება. „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გამართულ შემთხვევაში „ტრაგედია“ დატრიალდა და საულმა გოლის გატანა უკვე მე-4 წუთზე მოახერხა. რას ნიშნავს ეს? „ატლეტიკომ“ ის ფეხბურთი ითამაშა, რომელიც ასე კარგად გამოსდის და მათი კარისკენ მიმავალი ყველა გზა გადაკეტა. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს, დღეს ევროპის...
წელი: 2020
კინი და მხოლოდ ვან დაიკი
ორშაბათ საღამოს, „ჩელსი“ – „მანჩესტერის“ (0:2) პრემიერლიგური მატჩის შემდეგ, საინტერესო პოლემიკა გაიმართა „მანჩესტერის“ და „ლივერპულის“ ყოფილ ლეგენდებს, ამჟამად კი Sky Sports-ის თანა-ანალიტიკოსებს, როი კინსა და ჯეიმი კარაგერს შორის. მათ ჩემპიონთა ლიგის მომგები 1999 წლის „მანჩესტერ იუნაიტედი“ და 2019 წლის „ლივერპული“ შეადარეს. კინმა თქვა, იმ „მანჩესტერის“ შემადგენლობაში ადგილს დღევანდელი „ლივერპულიდან“ მხოლოდ ვირჯილ ვან დაიკი იმსახურებსო. „ჰოლანდიელი...
რატომ ახლავე არა?!
ცნობა „მანჩესტერ სიტის“ ევროპული სარბიელიდან ორი წლით იზოლაციის შესახებ არა მხოლოდ ამ გუნდის ქომაგებისთვის, მთლიანად საფეხბურთო სამყაროსთვის შოკისმომგვრელი გამოდგა. ამ თემის ირგვლივ მსჯელობა არ წყდება და რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობაც არის. მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელები, საქმეში მყოფი თუ უკვე პენსიაზე გასული მწვრთნელები, ჟურნალისტები თუ ექსპერტები უეფას ვერდიქტს სხვადასხვაგვარად აფასებენ. მაგალითად, უეფას გადაწყვეტილებას სასაცილოს უწოდებს...
სერბი სერგეი ჩელსის
„ლაციოს“ ნახევარმცველით, სერბი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩით „ჩელსი“ დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიელი კოლეგები ავრცელებენ. როგორც ცნობილია, ლონდონელთა სკაუტები რომაელთა უკანასკნელ შეხვედრას დაესწრნენ – ამ მატჩში „ლაციომ“ მილანის „ინტერი“ 2:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლი სწორედ სერბმა გაიტანა. ტრანსფერის შემთხვევაში, სერგეის სავარაუდო ღირებულებად 70 მილიონი ევრო სახელდება. შეგახსენებთ, სერია A-ს წლევანდელ სეზონში მილინკოვიჩ-სავიჩმა 24-ჯერ ითამაშა, 4 გოლი გაიტანა და ამდენივე...
ერთგული პეპი
მძიმე დროება დაუდგა „მანჩესტერ სიტის“. არა, ფინანსურად ქალაქელებს არც ახლა და არც უახლოეს მომავალში თუ გრძელვადიან პერსპექტივაში, ალბათ არაფერი ემუქრებათ, მაგრამ ფულის არასწორად დახარჯვის გამო კი გამოუწერეს დისკვალიფიკაცია. რა თქმა უნდა, უეფას მკაცრი ვერდიქტის შემდეგ უმალ დაირხა ხმები მწვრთნელი პეპ გვარდიოლა და წამყვანი ფეხბურთელები ასეთ ვითარებაში გუნდში დარჩენას არ ისურვებენ და ქუდს დაიხურავენო. ბრიტანულმა მედიამ...
დღეს ლიგა მადრიდსა და დორტმუნდში განახლდება
დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩები გაიმართება. ლიგის შარშანდელი გამარჯვებული „ლივერპული“ მადრიდში „ატლეტიკოს“ ეთამაშება. იურგენ კლოპის გუნდი ამ წყვილში ფავორიტად მიიჩნევა, რაკი ამ მატჩამდე საკადრო პრობლემების გარეშე და ჩინებულ ხასიათზე მყოფი მივიდა – შაბათს ლივერპულელებმა პრემიერლიგაში მორიგი თამაში მოიგეს და მათ ჩემპიონობას ალბათ, სასწაულიც ვეღარ შეუშლის ხელს. აი, დიეგო სიმეონეს გუნდს კი რთული დროება უდგას....
აი, სიხარული!
როგორც იქნა, ეს დღეც დადგა! „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებს ტრაბახის და დაცინვის საშუალება მიეცათ. მათი „ხმაურიანი მეზობლები” უეფამ ორი წლით მოკვეთა ჩემპიონთა ლიგიდან და ახლა, არ არის გამორიცხული, რომ ამას ზედ ცინიკური ამბავიც დაემატოს — „სიტის” ადგილი ევროპაში სწორედ „იუნაიტედმა” დაიკავოს. გუშინ, „იუნაიტედი” ლონდონში „ჩელსის” ეთამაშებოდა (2:0 მოუგო), მაგრამ სტუმარი გუნდის ფანები ტრიბუნიდან „სიტის” უმღეროდნენ: „აი,...
კასილასი ფედერაციის სკამზე
მადრიდის „რეალისა“ და პორტუს ყოფილმა მეკარე იკერ კასილასმა დაადასტურა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას აპირებს. არჩევნები 2020 წლის შემოდგომაზე გაიმართება. ლეგენდარული ესპანელი მეკარის გარდა პოსტისთვის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი ლუის რუბიალესიც იბრძოლებს. კასილასმა აღნიშნული ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა. მან დაწერა: „დიახ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას. ეს გადაწყვეტილება პორტუს პრეზიდენტსაც შევატყობინე. მადლობა სითბოსთვის და...
ატრაქციონების პარკი
ატრაქციონების პარკში ერთი კარუსელია, რომელიც მოძველდა, ხავსი მოედო და გამაყრუებლად ჭრაჭუნებს. არ იფიქროთ, თითქოს ერთიანად დაიმსხვრევა – არა, მაინც ძლიერია და თითოეული დეტალი ერთმანეთთან მყარად გამჯდარი. ეს ტერიტორია ხომ ჯერ ნამგალმა მოასუფთავა, შემდეგ კი ურომ ააგო. ეს კარუსელი იმ სამყაროდან მოდის, მასზე დამსხდარ ადამიანებს ყოველდღე რომ ენატრებათ, სხვაგან წასვლაზე სულ საუბრობენ, შეიძლება უნდათ კიდეც, მაგრამ...
არავითარი სხვა გზა არ გააჩნია!
„იუვენტუსის” ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო ამბობს, რომ პეპ გვარდიოლას ხვედრი იტალიური გუნდის გაწვრთნაა. მეორე მხრივ, გუშინ დაირხა ხმა, თითქოს გვარდიოლამ თავის ესპანელ მეგობრებს უთხრა, რომ აუკრძალავენ „მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგაში თამაშს თუ არა, მომდევნო სეზონში ის მაინც „ეტიჰედზე” იმუშავებს. პარასკევს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ უეფა ინგლისის მოქმედ ჩემპიონს სჯის და ორი წლით უკრძალავს ჩემპიონთა ლიგაში...









