თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაიხურა! რომში გენო პეტრიაშვილმა იჩემპიონა და მეორედ გახდა კონტინენტის ჩემპიონი. ფინალში მან პოლონელი ბარანი დაამარცხა, 125 წონით კატეგორიაში მეტოქე ლამის გაპუტა და დიდი უპირატესობით ერთ წუთში მოუმთავრა საქმე…
წელი: 2020
ლობჟანიძემ ლელო ტოპ 14-შიც დადო
საფრანგეთის ტოპ 14-ში მე-15 ტურის შემდეგ ლიდერი შეიცვალა. „ბორდომ“ თავის მთავარ კონკურენტ „ლიონს“ კომფორტულად, 37:19 სძლია, ბონუსიანად 5 ქულა გამოიმუშავა და ცხრილის კენწეროში მოექცა. ახალგამომცხვარი ლიდერის შემადგენლობაში ამჯერად მხოლოდ ერთმა ქართველმა ითამაშა: ლექსო ყაულაშვილი მინდორზე 49-ე წუთზე გავიდა, მაგრამ 25 წუთში თამაშიდან ტრავმის გამო გამოვიდა. საპლეიოფო ექვსეულში იმყოფება „ტულონი“, რომელმაც „ბრივი“ 34:17 დაამარცხა. ტულონელთა შორის...
მერე რა რომ სასჯელია…
ორივე ტოპ კატეგორიის მწვრთნელია და გვეეჭვება, ხედვებში თუ რაიმე პრინციპული შეუთავსებლობა არ არსებობს, რომელიმე ევროპულმა გრანდმა მათთან თანამშრომლობაზე უარი თქვას. ერთი, 2019 წლის ნოემბრის შემდეგ უმუშევარია და ეს მიუხედავად იმისა, რომ წინა სეზონში მისმა გუნდმა ევროსარბიელზე დამაჯერებლად ითამაშა და ფურორამდე სულ ცოტა დააკლდა. მეორეს კი ისეთი გამოცდილება უმაგრებს ზურგს თქვენი მოწონებული, ამჟამინდელ სამსახურშიც თავს მშვენივრად...
რუსეთს სოჭი წაართვეს
საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტომ აკრალული პრეპარატების გამოყენება დადასტურებულად ჩაუთვალა და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა ევგენი უსტიუგოვს. შეგახსენებთ, რომ 2014 წელს სოჭის ოლიმპიადაზე უსტიუგოვმა ვაჟთა ესტაფეტაში იპირველა. ბუნებრივია, ოქროს მედლები ჩამოერთვათ რუსული კვარტეტის სხვა წევრებსაც – ვოლკოვს, მალიშკოს და შიპულინს. რუსების პრობლემები ამით არ დასრულებულა და მედალი ჩამოერთვა სვეტლანა სლეპცოვასაც. ამან თავდაყირა დააყენა გუნდირი ჩათვლის შედეგეგები. რუსებმა...
მეფეს რეკორდი მოუხსნეს
სამეფო სპორტში თუ ვინმე რეკორდების მსხვრეველია, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა როჯერ ფედერერი. ლეგენდარულ შვეიცარიელის მიღწევებზე საუბარი შორს წაგვიყვანს და უადგილოც არის, რადგან არ გვეგულება დედამიწის ზურგზე ადამიანი, ჩოგბურთი უყვარდეს და ფედერერის გენიალურობას არ აღიარებდეს. როტერდამის უპრესტიჟულეს ტურნირზე კი, რომელიც უკვე ფინიშის სწორზეა და მხოლოდ ჩემპიონის ვინაობაა გასარკვევი, როჯერის რეკორდი იქეთ მოხსნეს. ეს, ახალგაზრდა და...
რა დაინახეს არაკეთილმოსურნეებმა?
გუშინ, ლა ლიგაში „ბარსელონამ” „ხეტაფეს” 2:1 მოუგო, მადრიდულმა გაზეთმა „მარკამ” კი ესპანეთის ჩემპიონს ამ გამარჯვებაში ექვსი ნაკლი დაუნახა. ვფიქრობთ, „მარკას” შეხედულებების გაცნობა საინტერესოა. მართალია, დედაქალაქელი ჟურნალისტები „ბარსას” მიმართ მაინცდამაინც კეთილგანწყობილნი არ არიან, მაგრამ ვინ იცის, მათი ნათქვამში რაიმე დასაფიქრებელი ან უბრალოდ ფაქტი ეწეროს. ასე მაგალითად, ჟორდი ალბას დაშავება „ბარსელონასთვის” ცუდი რომ არის, ამის თქმას დიდი...
ნადირობის სეზონი გაიხსნა!
როგორც კი ხმა გავარდა, რომ „მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგაში ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, იმწუთასვე ცნობილი გახდა, რომ „რეალს” რაჰიმ სტერლინგის გადაბირება უნდა. „იუვენტუსს” კი პეპ გვარდიოლას მწვრთნელად მიყვანა სურს, თუმცა ეს ხომ მანამდეც ცნობილი იყო. პრინციპში, არც სტერლინგი მონდომებია „ლოს ბლანკოსს” უეფას ვერდიქტის შემდეგ. გარემარბის სანაცვლოდ მადრიდის კლუბი „ქალაქელებს” ისედაც უმზადებდა 180 მილიონ გირვანქას, მაგრამ ახლა იმედი...
ქართველებმა გაილაღეს
სანაკრებო მატჩებს შორის შექმნილმა პაუზამ შიდა ჩემპიონატებში მორიგი ტურების გამართვის შესაძლებლობა შექმნა და უქმეები ქართველებისთვის საკმაოდ წარმატებულად დაიწყო. სუპერ რაგბის გათამაშება 6 ერსა და რაგბი ევროპის ჩემპიონატებს ყურადღებას ისედაც არ აქცევს და ამ შეჯიბრებების პარალელურად იმართება ხოლმე. მოგეხსენებათ, ამ ტურნირში ერთადერთი ქართველი ასპარეზობს – გამოცდილი ბორჯღალოსანი ჯაბა ბრეგვაძე, რომელმაც თავისი ქომაგები მეორე ტურშიც გაახარა. ჯაბას...
ღამის ზარების ამბავი
იცით, რაშია საქმე? ქართული ფეხბურთის ქომაგთა მრავალათასიანი არმია დაიღალა. მას აღარ აინტერესებს ლაპარაკი სავარძლების, გავლენის სფეროების, ფეხბურთელების ლათობა-არლოთობის შესახებ. მას ფეხბურთი აინტერესებს. ამას რატომ ვამბობ? საქართველოს ნაკრებმა მალტის ტურნირი მოიგო. ეს სანაკრებო ისტორიაში პირველი მოგებული ტურნირია. მიუხედავად ამისა, ეს არ არის ისტორიული მოვლენა. ეს ჩვეულებრივი სამუშაო ამბავია. ნაკრების ახალმა უფროსობამ ზედიზედ სამი გამარჯვებით დაიწყო, რაც...
მხოლოდ პარიზში
პროფესიონალ ჩოგბურთელთა დიდი ნაწილი კარიერას ისე ასრულებს ATP-ის ტურნირის მოგება სანატრელი აქვს, ზოგს კი მხოლოდ ერთ საფარზე თერთმეტი ჯილდო აქვს მირებული, მაგრამ მაინც გული ეთანაღრება. თან, ფიქრობთ ამ თერთმეტში რაიმე დაბალი დონის ტურნირებზეა საუბარი? ყველაფერი რაც გინდა, 500-იანი კატეგორიით დაწყებული, მასტერსებით გაგრძელებული და დიდი სლემით დამთავრებული. …მაგრამ ის მაინც უკმაყოფილოა და ამის გამო ზედიზედ 2...









