გახსოვთ პაპა ბუბა დიოპი? როგორ არ გეხსომებათ ეს სენეგალელი გოლიათი, მეტსახელად „გარდერობი“, ვინაც 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვარსკვლავებით გაძეძგილი საფრანგეთი დაასამარა. ფაბიენ ბარტეზის კარში მის მიერ გატანილი გოლით ჩემპიონატი სენსაციურად გაიხსნა. მესამე წრეში დიოპის დუბლით სენეგალმა ურუგვაისთან 3:3 ითამაშა და ჯერ მერვედ, მერე მეოთხედფინალში გავიდა. ეს წარმოუდგენელი მიღწევა დიდწილად დიოპის დამსახურება იყო. მოგვიანებით, პრემიერლიგაში ჭიდილებისას…
ამერიკული მედიის ცნობით, „ტორონტო რეპტორზმა“ ჯეიმს ჰარდენის „ჰიუსტონ როკეტსიდან“ გადასაბირებლად სოლიდური სატრანსფერო პაკეტი გაამზადა. კანადური მხარე მზად არის ჰიუსტონელებს ჰარდენის სანაცვლოდ გამთამაშებელი კაილ ლოური, შემტევი მცველი ნორმან პაუელი და 2021, 2023 და 2025 წლების დრაფტის პირველი პიკი შესთავაზოს. თავად ჰარდენს კი, „ბრუკლინ ნეთსში“ გადასვლა სურს და კლუბს აიძულებს ამ ვარიანტზე არც დაფიქრდეს შეგახსენებთ, რომ „ჰიუსტონში“…
ქართველი ფეხბურთელი, კალათბურთელი თუ მორაგბე ევროპულ კლუბებში – არცთუ იშვიათი მოვლენაა. მაგრამ გაგიკვირდებათ და, ევროპაში ქართველი… თქვენ წარმოიდგინეთ, ჰოკეისტიც არსებობს! ფლორიან შაკიაშვილი საფრანგეთის ჰოკეისტთა ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ალპების მაღალთიანეთში, საფრანგეთისა და იტალიის საზღვრის სიახლოვეს მდებარე პატარა ქალაქ ბრიანსონში დაბადებულ-გაზრდილი ჭაბუკი ისევე, როგორც მისი თანატოლი თანაქალაქელი ბიჭების დიდი უმრავლესობა, ყინულის ჰოკეიმ გაიტაცა და თანდათან გამოჩნდა,…
ახლა უკვე ოფიციალურად ითქვა: „ბარსელონას“ პრეზიდენტის არჩევნები 24 იანვარს გაიმართება. პრეზიდენტობის მსურველებმა 11 იანვრამდე უნდა წარადგინონ მხარდამჭერთა ხელმოწერები, რის შემდეგაც ოფიციალურად მიეცემათ საარჩევნო კამპანიის წარმოების საშუალება. მოგეხსენებათ, ყოფილი პრეზიდენტი ჟოზეპ ბართომეუ ოქტომბერში გადადგა. მიზეზი მხოლოდ პანდემიის ფონზე წარმოქმნილი ფინანსური პრობლემები არ ყოფილა. ბარტომეუმ კომუნიკაცია დაკარგა გუნდთან და ფეხბურთელები აიმხედრა, რასაც ლოგიკური შედეგი მოყვა.
წიგნი ბრაზილიური ფეხბურთის წარსულზე, აწყმოსა და მომავალზეა! თქვენ არაერთ საინტერესო ამბავს შეიტყობთ – „სანტოსის“, „ფლამენგოს“, „სან პაულუს“ და სხვა ბრაზილიურ კლუბთა შესახებ… წიგნში ვრცელი მასალებია პელესა და მისი ეპოქის მოთამაშეებზე. ზიკო, ფალკაო, კარეკა, რომარიო, ბებეტო, რონალდო, რივალდო, რონალდინიო, ნეიმარი და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი მთავარი როლის შემსრულებელნი არიან. თუმცა წიგნში ყველა და ყველაფერი პელესა და ბრაზილიის…
მუდმივად დაშავებული, ძვირად ნაყიდი ფეხბურთელის ნიშა, რომლისგანაც სულ რაღაც განსაკუთრებულს ელიან, ის კი მოლოდინს ვერ ამართლებს, „რეალში” წლების განმავლობაში გარეთ ბეილს ჰქონდა დაკავებული. ამ ზაფხულს უელსელი „ტოტენჰემ ჰოთსპურში” გადავიდა და… უპატრონო ადგილს ხელად გამოუჩნდა პატრონი — ედენ აზარი. ბელგიელი „ჩელსიდან” „რეალში” 2019 წლის ზაფხულში გადაბარგდა. მადრიდელებმა მასში 115 მილიონი ევრო გადაიხადეს, არადა ერთი სეზონის შემდეგ…
მემფის დეპაი რონალდ კუმანის მთავარ სამიზნედ რჩება. „ბარსელონას” ჰოლანდიელ მწვრთნელს სურს ამ ზამთარს თანამემამულე ფორვარდი გადაიბიროს და შეტევა გააძლიეროს. რასაკვირველია, ამისათვის საჭიროა კლუბს სახსრები გამოუჩნდეს. კუმანისთვის „ლიონის” თავდამსხმელის ყიდვა მას მერე გახდა კიდევ უფრო მეტად საჭირო, რაც ანსუ ფატი დაშავდა, თუმცა არის ერთი სერიოზული პრობლემაც: „ბარსას” ტრავმის გამო ვეტერანი ჟერარდ პიკე გამოაკლდა და დაცვის ცენტრშიც…
„სიტყვები, რომლებიც კვირას მატჩის შემდეგ დავპოსტე, მეგობრის მოსიყვარულებას ისახავდა მიზნად. მან გამარჯვება მომილოცა. ვინმეს შეურაცხყოფა აზრადაც არ მქონია. რასიზმის სასტიკი წინააღმდეგი ვარ და როგორც კი ამიხსნეს, რომ ჩემი ნათქვამი ვინმეს სხვანაირად შეიძლებოდა გაეგო, იმწუთას წავშალე. მინდა გულწრფელი ბოდიში მოვიხადო იმისთვის, რაც მოხდა,” — ეს „მანჩესტერ იუნაიტედის” ურუგვაელი ფორვარდის ედინსონ კავანის სიტყვებია. გუშინ მოგახსენეთ, რომ 33…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes