პარიზში კრიმინალი მძვინვარებს: რიად მაჰრეზის დები დუნია და ინესი თავიანთ სილამაზის სალონში სცემეს. დები მაჰრეზების გარდა დაზარალდნენ სალონის სხვა თანამშრომლებიც. მათ მუშტიც მოხვდათ და წიხლიც. ხულიგანთა ჯგუფი, რომელიც სალონს თავს დაესხა, თორმეტი ადამიანისგან შედგებოდა. კონფლიქტს წინ უძღოდა ერთ-ერთი კლიენტის უარი მომსახურეობის საფასურის გადახდაზე. დუნია, რომელსაც თავდასხმის დროს ყელში სწვდნენ და ახრჩობდნენ, არ გამორიცხავს, რომ მათ...
ნეიმარს ოთხიდან შვიდამდე ემუქრება
ცნობილი გახდა, თუ რა სახის სასჯელი ემუქრება „პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელ შემტევ ნეიმარს იმ ინციდენტის გამო, რომელიც „მარსელთან“ საფრანგეთის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში მოხდა. როგორც ფრანგული მედია წერს, 28 წლის ბრაზილიელი განაჩენის გამოტანის შემდეგ ოთხიდან შვიდ მატჩამდე გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „მარსელის“ მატჩის ბოლოს მოედანზე არც თუ სპორტული ამბები დატრიალდა, რა დროსაც ნეიმარმა თავში წამოარტყა...
ბარსელონას ნაცვლად რეალში
მოულოდნელი ამბავი: მთელი ზაფხული იწერებოდა, რომ მილანის „ინტერის“ არგენტინელი თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი „ბარსელონაში“ გადავიდოდა და უცებ… მადრიდის „რეალიო“. ევროპული მედიის ცნობით 23 წლის ფორვარდის ტრანსფერი კლუბებმა უკვე შეათანხმეს. იტალიელები ამ ტრანსფერს ასაიდუმლოებდნენ რადგანაც „ბარსელონადან“ არტურო ვიდალის გადაბირება სურდათ, „ბარსელონას“ კი, ჩილელი ფეხბურთელის ჩართვა მარტინესის ტრანსფერში. როგორც ჩანს, იტალიურმა მხარემ მარტინესი უფრო სარფიანად გაასაღა. წერენ იმასაც,...
ყველამ წააგო
კორონავირუსმა ისევ შემოგვიტია და ამან, ცხადია, ფეხბურთზეც იმოქმედა. კარგა ხნის წინ დაანონსდა, რომ 12 სექტემბერს ბათუმის ახალი სტადიონი გაიხსნებოდა, მასპინძელთა და თბილისის დინამოების მატჩით, მაგრამ პანდემიის მთავარი კერა ამჯერად ზღვისპირა ქალაქი აღმოჩნდა და გახსნა კი არა, თამაში საერთოდ ქუთაისში ჩატარდა. ეს ჩისკოს პირველი მატჩი გახლდათ „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში და ესპანელს მშვენიერი რე-დებიუტი გამოუვიდა. თბილისელებმა...
ტიმის დრო
ამაზე უფრო დაძაბულ სიუჟეტს ვერა სცენარისტი შექმნიდა. გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა და ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა რამდენიმე წლის განმავლობაში საუკეთესო ფინალი ითამაშეს, სადაც სასწორის პინა ორივე მხარეს არაერთხელ გადაიხარა. * ზვერევმა პირველი ორი სეტი ერთი ამოსუნთქვით, 6:2, 6:4 მოიგო. * მომდევნო ორ სეტში ტიმმა მეტოქის უპირატესობა გაანულა – 6:4, 6:3. * მეხუთე სეტში ზვერევი 5:3-ზე თავად აწვდიდა...
თუ ცხოვრება რთულად გაგრძელდა…
2019 წლის ზაფხულში, „ბაიერნმა” მადრიდის „ატლეტიკოს” ფრანგი მარცხენა მცველის ლუკა ერნანდესის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაუხადა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ „რეკორდმაისტერმა” „ტრებლი” მოიგო, ფეხბურთელს გასულ სეზონში დიდად არ გაუმართლა. 24 წლის მსოფლიოს ჩემპიონისთვის გასული წელიწადი უფრო ტრავმებით და სათადარიგოთა სკამზე ჯდომით იყო დასამახსოვრებელი. „თავს „ბაიერნში” მაინც ახალგადასულად ვგრძნობ და კონტრაქტის თანახმად იქ კიდევ ოთხი წელიწადი...
აყალმაყალი პარიზში
ნეიმარი იყო ერთ-ერთი იმ ხუთი ფეხბურთელიდან, რომელიც ამ შეხვედრაში მოედნიდან გააძევეს. მან მარსელელ ალვარო გონსალესს უკნიდან რამდენჯერმე თავში ჩაუტყაპუნა და მერე რასიზმში დასდო ბრალი. ბრაზილიელი ამბობს, რომ ესპანელმა მას „ძაღლიშვილი მაიმუნი” უწოდა. ჩხუბი პარიზში თამაშის ბოლოს ატყდა. მატჩი, ნაკლებად მოსალოდნელი შედეგით დასრულდა — „პარი სენ ჟერმენმა” შინ 0:1 წააგო „მარსელთან”. შეხვედრის ერთადერთი გოლი 31-ე წუთზე...
დაანებეთ ჩემს ქვისლს თავი
მოგეხსენებათ, საქართველომ ალბანეთს მოუგო, ლატვიელებმა კი იმ თავის ფიორდებზევე მიამარცხეს ნორვეგიის განთქმული გუნდი. ამ გამარჯვებამ გაახარა არა მხოლოდ ჩვენი ნაკრების უფროსობა, არამედ გულშემატკვირებიც. როგორც იტყვიან, ლატვიის ნაკრებმა კარგი საქმე „გაუკეთა“ საქართველოს ნაკრებს, განსაკუთრებით საბერძნეთ – სლოვენიის ფრეს ფონზე. საქართველო იმედოვნებს, რომ ლატვია საქართველოს ძმაა. საქართველო, ასევე, იმედონებს, რომ ლატვიას დაამარცხებს. ლატვიელთა მიერ ნორვეგიელთა ძლევა იმითაც...
კორონა საქართველოს ნაკრებსაც წამოეპარა
ჯერ კატასტროფული არაფერი მომხდარა, მაგრამ: რუსული ვოლგოგრადის „როტორმა“ დაადასტურა, რომ გუნდის 6 ფეხბურთელს და ადმინისტრაციის ორ წევრს კორონავირუსზე ტესტმა დადებითი შედეგი უჩვენა. ფეხბურთელთა შორის ორი ქართველია. ნიკოლოზ ყიფიანი თბილისში კია დაბადებული, მაგრამ რუსეთის მოქალაქეა და თითქმის ყველა ასაკობრივი ნაკრები გამოიარა. სამაგიეროდ, წარდგენა არ სჭირდება ბექა მიქელთაძეს, რომელსაც ქართველი ქომაგი „ზესტაფონიდან“, „დინამოდან“, „რუსთავიდან“, კვიპროსული „ანორთოსისიდან“ და...
ოსაკამ აზარენკა გატეხა
სიმართლე ვთქვათ, US OPEN-ის ქალთა ფინალის წინ ნეიტრალურ ქომაგთა უმრავლესობის სიმპათიები ბელარუსი ვიქტორია აზარენკას მხარეს იხრებოდა – დიდი პაუზის შემდეგ კორტზე ტრიუმფალური დაბრუნება ტურნირის ისტორიის ერთი ულამაზესი ფურცელი გახდებოდა. არადა, რა ახლოს იყო ეს ყველაფერი. საწყისი 9 გეიმის განმავლობაში ვიკა იდეალურ ჩოგბურთს თამაშობდა. ჯერ სეტი 6:1 მოიგო, მერე ბრეიკით 2:0 დაწინაურდა და საკუთარ მოწოდებაზე 40:30...









