ცნობილი გახდა, თუ რა სახის სასჯელი ემუქრება „პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელ შემტევ ნეიმარს იმ ინციდენტის გამო, რომელიც „მარსელთან“ საფრანგეთის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში მოხდა.
როგორც ფრანგული მედია წერს, 28 წლის ბრაზილიელი განაჩენის გამოტანის შემდეგ ოთხიდან შვიდ მატჩამდე გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „მარსელის“ მატჩის ბოლოს მოედანზე არც თუ სპორტული ამბები დატრიალდა, რა დროსაც ნეიმარმა თავში წამოარტყა ხელი ალვარო გონსალესს, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო. ასევე გაძევებული იქნა კიდევ 4 ფეხბურთელი. ნეიმარი კი, მეტოქეს რასიზმში ადანაშაულებდა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
