მოულოდნელი ამბავი: მთელი ზაფხული იწერებოდა, რომ მილანის „ინტერის“ არგენტინელი თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი „ბარსელონაში“ გადავიდოდა და უცებ… მადრიდის „რეალიო“. ევროპული მედიის ცნობით 23 წლის ფორვარდის ტრანსფერი კლუბებმა უკვე შეათანხმეს.
იტალიელები ამ ტრანსფერს ასაიდუმლოებდნენ რადგანაც „ბარსელონადან“ არტურო ვიდალის გადაბირება სურდათ, „ბარსელონას“ კი, ჩილელი ფეხბურთელის ჩართვა მარტინესის ტრანსფერში.
როგორც ჩანს, იტალიურმა მხარემ მარტინესი უფრო სარფიანად გაასაღა. წერენ იმასაც, რომ მარტინესში მიღებული თანხით აშრაფ ჰაკიმში გადახდილ 40 მილიონ ევროს დაფარავენ. აგრეთვე საუბრობენ, რომ მარტინესის სანაცვლოდ „რეალიდან“ „ინტერში“ იჯასის წესით წავა ლუკა იოვიჩი, ამასთან, მილანელებს გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ.
საინტერესოა ისიც, რომ მარტინესის ხელფასი წელიწადში 8 მილიონი ევრო იქნება. ეს სამი მილიონით მეტია რაც „ინტერში“ ჰქონდა, მაგრამ ორი მილიონით ნაკლები, რასაც „ბარსელონა“ სთავაზობდა.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
