სიმართლე ვთქვათ, US OPEN-ის ქალთა ფინალის წინ ნეიტრალურ ქომაგთა უმრავლესობის სიმპათიები ბელარუსი ვიქტორია აზარენკას მხარეს იხრებოდა – დიდი პაუზის შემდეგ კორტზე ტრიუმფალური დაბრუნება ტურნირის ისტორიის ერთი ულამაზესი ფურცელი გახდებოდა. არადა, რა ახლოს იყო ეს ყველაფერი. საწყისი 9 გეიმის განმავლობაში ვიკა იდეალურ ჩოგბურთს თამაშობდა. ჯერ სეტი 6:1 მოიგო, მერე ბრეიკით 2:0 დაწინაურდა და საკუთარ მოწოდებაზე 40:30 იგებდა…მერე რაღაც მოხდა, რაც იაპონელმა ნაომი ოსაკამ მარტივად ახსნა: „გავიფიქრე, რომ ერთ საათზე ნაკლებ დროში წაგება დიდი სირცხვილი იქნებოდა და ბოლომდე უნდა მებრძოლა“.
შედეგად ოსაკამ მეორე და მესამე სეტი 6:3, 6:3 მოიგო და ბოლო 25 წლის მანძილზე პირველი შეიქნა, ვინაც პირველი სეტის წაგების შემდეგ ამერიკულ ფინალში იმარჯვა.
სულ ისტორიაში კი მესამე შემთხვევაა, სეტის 1:6 წამგები საბოლოოდ ამერიკის ღიას გამარჯვებული გამხდარიყოს.
ეს ოსაკას მესამე გამარჯვებაა „დიდი მუზარადის“ ტურნირებზე და განახლებულ რეიტინგში მსოფლიოს ექსპირველი ჩოგანი მესამე საფეხურამდე აღზევდება.
ცინცინატის ტურნირის მოგების შემდე მორიგი, 13-საფეხურიანი ნაბიჯი გადადგა აზარენკამაც და ორშაბათიდან მსოფლიოს მე-14 ჩოგანი იქნება.

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
