ჯერ კატასტროფული არაფერი მომხდარა, მაგრამ: რუსული ვოლგოგრადის „როტორმა“ დაადასტურა, რომ გუნდის 6 ფეხბურთელს და ადმინისტრაციის ორ წევრს კორონავირუსზე ტესტმა დადებითი შედეგი უჩვენა.
ფეხბურთელთა შორის ორი ქართველია. ნიკოლოზ ყიფიანი თბილისში კია დაბადებული, მაგრამ რუსეთის მოქალაქეა და თითქმის ყველა ასაკობრივი ნაკრები გამოიარა. სამაგიეროდ, წარდგენა არ სჭირდება ბექა მიქელთაძეს, რომელსაც ქართველი ქომაგი „ზესტაფონიდან“, „დინამოდან“, „რუსთავიდან“, კვიპროსული „ანორთოსისიდან“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიდან იცნობს. სამწუხაროდ, ვირუსი ბექასაც დაუდასტურდა.გუნდში სულ 16 ჯანმრთელი ფეხბურთელი დარჩა, რომელთა შორის ვოლგოგრადში იჯარით გადაბარგებული სოლომონ კვირკველია და ზურიკო დავითაშვილიც არიან. „როტორის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ კვირას „კრასნოდართან“ გასამართ მატჩს არაფერი ემუქრება, თუმცა „როსპოტრებნადზორს“ შეუძლია, მთელი გუნდი ორკვირიან კარანტინზე გადაიყვანოს. ორკვირიანი უქმობა ჩვენს ფეხბურთელებს ნამდვილად არ წაადგებათ, განსაკუთრებით კი კვირკველიას, რომელიც ეროვნული გუნდის საკვანძო ფიგურათაგანია.
გუშინ უკვე გაცნობეთ, რომ „როტორთან“ კონტრაქტი ტრავმის გამო ჯანო ანანიძემ გაწყვიტა და ოქტომბერში ნაკრებს ვერც ის დაეხმარება.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
