ჭდე: სოლომონ კვირკველია

Home სოლომონ კვირკველია
ყანა, ჩაბრა, ხორხელები…
ჩანაწერი

ყანა, ჩაბრა, ხორხელები…

ჩაბრა 10 აპრილს ხვიჩა კვარაცხელიამ პირველად დაიწყო მატჩი „ბათუმის“ სასტარტოში. რამდენჯერმე გაამწვავა თამაში და ბოლოსკენ შეცვალეს. „ბათუმმა“ „სამგურალს“ კლასით მოუგო. თუმცა, ახალტრავმამოშუშებულ სერგო კუხიანიძეს პენალტი რომ გაეტანა, შეიძლება თამაშის სცენარი შეცვლილიყო. სერგომ 11-მეტრიანი მე-7 წუთზე ვერ გამოიყენა. ანგარიში კი მე-2 წუთზე ზღვისპირელთა ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა გახსნა ეფექტური თავურით. სტუმრებს საკმაო ხანი დასჭრდათ საბოლოო უპირატესობის მოსაპოვებლად....

რუსული ჭაობი
ჩანაწერი

რუსული ჭაობი

არც ვიცი, რატომ მომინდა ამ თემაზე დაწერა. ალბათ იმიტომ, რომ რუსულ მინდვრებზე ხვიჩა კვარაცხელია დაფრინავს. მიხარია, როგორ არ მიხარია, მაგრამ თან მეშინია. რისი და იმის, რომ ვინც რუსეთიდან თავი ვერ დაიხსნა, ბოლომდე ვერც გაიხსნა. მაგალითები? ზაზა ჯანაშია! მალხაზ ასათიანი!! ჯანო ანანიძე!!! ეს მხოლოდ ერთბაშად მოსაგონარი და ყველაზე მსხვილი კალიბრის ვარსკვლავებია, რუსული ფეხბურთის ჭაობმა რომ ჩაითრია....

კორონა საქართველოს ნაკრებსაც წამოეპარა
ჩანაწერი

კორონა საქართველოს ნაკრებსაც წამოეპარა

ჯერ კატასტროფული არაფერი მომხდარა, მაგრამ: რუსული ვოლგოგრადის „როტორმა“ დაადასტურა, რომ გუნდის 6 ფეხბურთელს და ადმინისტრაციის ორ წევრს კორონავირუსზე ტესტმა დადებითი შედეგი უჩვენა. ფეხბურთელთა შორის ორი ქართველია. ნიკოლოზ ყიფიანი თბილისში კია დაბადებული, მაგრამ რუსეთის მოქალაქეა და თითქმის ყველა ასაკობრივი ნაკრები გამოიარა. სამაგიეროდ, წარდგენა არ სჭირდება ბექა მიქელთაძეს, რომელსაც ქართველი ქომაგი „ზესტაფონიდან“, „დინამოდან“, „რუსთავიდან“, კვიპროსული „ანორთოსისიდან“ და...

ფარფან-კორონა
ჩანაწერი

ფარფან-კორონა

მოსკოვის „ლოკომოტივის“ დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელმა ანატოლი მეშერიაკოვმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ „რკინიგზელთა“ პერუელ თავდამსხმელ ჯეფერსონ ფარფანს კორონავირუსი დაუდგინდა. „დიახ, ფარფანს კორონავირუსზე დადებითი ტესტი აქვს. კარგია, რომ გუნდში მას კონტაქტი არავისთან ჰქონია. როდის განვაახლებთ ვარჯიშებს ვერ გეტყვით. ვიმოქმედებთ შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილების თანახმად“, – განაცხადა მეშერიაკოვმა. ფარფანი ქართველი ფეხბურთელის, საბა კვირკველიას თანაგუნდელია. ახლა ყველა ფეხბურთელი კორონავირუსზე ტესტირებას გაივლის....

ვაისმა ბიჭები სტამბოლში დაიბარა
ჩანაწერი

ვაისმა ბიჭები სტამბოლში დაიბარა

ახალგახურებული საკლუბო სეზონი ორი კვირით დაგვემშვიდობა და ჯერი კვლავ სანაკრებო მატჩებზე მიდგა. საერთაშორისო ციებცხელებაში კი საქართველოს ეროვნული გუნდიც ჩაერთო. ჩვენები სექტემბერში ორ შეხვედრას გამართავენ: 5-ში ამხანაგურს, სტამბოლში, სამხრეთ კორესთან და 8-ში, ევრო-შესარჩევს, თბილისში დანიასთან. ვლადიმერ ვაისის შეგიდებმა შეკრება სტამბულში დაიწყეს, სადაც ათათურქის სახელობის სტადიონზე უკვე ივარჯიშეს კიდეც, თუმც ოდენ 14 ფეხბურთლით. სულ კი მწვრთნელმა კორეა-დანიისთვის...