თითქოს ყველაფერი მოგვარებული იყო, მაგრამ ლუის სუარესი „იუვენტუსში” აღარ გადავა. ეს ცნობა ესპანურმა მაუწყებელმა RAC 1-მა გაავრცელა. მიზეზი: ურუგვაელი თავდამსხმელი „ბებერი ქალბატონის” მაისურით ჩემპიონთა ლიგაში ვერ ითამაშებდა. საქმე ის არის, რომ სუარესი იტალიაში არაევროკავშირელის სტატუსს მიიღებს. ევროკავშირელობისთვის მას იტალიის ან ესპანეთის მოქალაქეობა სჭირდება. სერია A-ს კლუბებს კი სატრანსფერო პერიოდში მხოლოდ ორი არაევროკავშირელის ყიდვის უფლება აქვთ....
სფურზმა მანჩესტერს მოუჯოკრა
გარეთ ბეილის შესახებ ბოლო დღეებში იმდენს წერენ, რომ ეტყობა უელსელის თავს მართლა რაღაც ხდება. ბოლო ცნობა ასეთია: „ტოტენჰემ ჰოთსპური” თავის ყოფილ ფეხბურთელში 20 მილიონ გირვანქას იხდის და მასთან ერთწლიანი იჯარის გაფორმებას აღარაფერი უკლია. არადა, გუშინ დაბეჯითებით წერდნენ, რომ ბეილთან დაკავშირებით „რეალს” ყველაზე აქტიურად „მანჩესტერ იუნაიტედი” ელაპარაკებოდა. ამბობდნენ, თითქოსდა ოლე გუნარ სულშერს მობეზრდა ჯეიდონ სანჩოს თაობაზე...
ჩაკვეტაძე გაიყვანეს…
ბოლოს ორი ქართველი ფეხბურთელის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში როდის იყო, რთული გასახსენებელია. წლეულს კი გიორგი ჩაკვეტაძის „გენტი“ და ნიკა ნინუას „პაოკი“ ითამაშებენ. მართალია, ნინუა პორტუგალიურ გრანდ „ბენფიკასთან“ სათადარიგოთა სკამზე დარჩა, მაგრამ მომავალ მატჩებში ველოდებით. „პაოკმა“ კი, სენსაციურად იმარჯვა – 2:1. ასეთივე ანგარიშით მოიგო „გენტმაც“, ჩაკვეტაძემ საათი ითამაშა და ბელგიურ გუნდს მეორე გოლისას პენალტი მოუპოვა,...
მბაპეს ფასი დაითქვა
კილიან მბაპემ პსჟ-ის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ 2021 წლის ზაფხულში კლუბის დატოვებას აპირებს. თუ არ დათანხმდებიან, 2022 წლის ზაფხულში კილიანი სულაც თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა და კლუბი ვერაფერს მიიღებს. პსჟ-ის ხელმძღვანელობამ ფორვარდის ფასად 325 მილიონი ევრო დათქვა. 21 წლის მბაპე უდიდესი ნიჭის პატრონი კია, მაგრამ ამხელა თანხა ჯერ არავისში გადაუხდიათ. მბაპეს მსურველთა შორის ფავორიტი მადრიდის „რეალია“,...
ვიდალი ბარსელონას დაემშვიდობა
ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი „ბარსელონას“ ფეხბურთელი აღარ არის. 14 სექტემბერს მან გააუქმა კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან. სამშაბათს დილით კი საწვრთნელ ბაზაზე მივიდა, თავისი ნივთები წამოიღო და უკვე ყოფილ თანაგუნდელებს დაემშვიდობა. დღის მეორე ნახევარში კი მილანში გაემგზავრა, რათა „ინტერთან“ ხელშეკრულების ბოლო წვრილმანები შეათანხმოს. ის მილანურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. „ინტერში“ მისი ხელფასი წელიწადში 6 მილიონი ევრო...
რობენი გადარჩა
ლეგენდარული არიენ რობენი, რომელიც ამჟამად 36 წლისაა, 16 წლიანი შესვენების შემდეგ ერედივიზიონში დაბრუნდა და მშობლიურ „გრონინგენში“ აგრძელებს თამაშს. ნიდერლანდების ჩემპიონატის პირველ ტურში პსვ-ს წინააღმდეგ (1:3) მან ტრავმა მიიღო, თუმცა იარა სერიოზული არ აღმოჩნდა. რობენი ამ მატჩში პირველი წუთიდანვე თამაშობდა მაგრამ ნახევარი საათის თავზე დაშვდა და შეცვალეს. მიუხედავად ამისა, მეორე დღეს ფეხბურთელი ვარჯიშზე ჩვეულებრივ მივიდა და...
ნოლეს სურს და რაფას არ მოსწონს…
სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ATP-ის მოთამაშეთა საბჭოს თავმჯდომარედ ითვლება, მაგრამ გადაწყვიტა ორგანიზაცია დატოვოს და ახალი, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია ჩამოაყალიბოს. ამ საქმეში ჯოკოვიჩს თანამოაზრეებიც ჰყავს – ამერიკელი ჯო ისნერი და კანადელი ვაშეკ პოსპიშილი. ჩოგბურთელებმა უკვე დაიწყეს აქტიური მოქმედებები და პროფესიონალ ჩოგბურთელთა ხელმოწერებს აგროვებენ, რომ ახალმა ორგანიზაციამ მალე დაიწყოს ფუნქციონირება. ახალ ინიციატივას გამოეხმაურა ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი: „კარგად...
სუარესი თავს მტრობს
კაცი რომ საკუთარ თავს უმტრობს, ისეა ლუის სუარესის საქმე… „ბარსელონა“ მზადაა, ფორვარდი „იუვენტუსში“ სიმბოლურ ფასად გაუშვას, მაგრამ გაქირზე თავად სუარესი დგას: კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაქვს და რომც წავიდე, იმ დარჩენილი ერთი წლის ხელფასიც სრულად უნდა მომცეთო. არადა, როგორია?! სუარესის წლიური ხელფასი 25 მილიონ ევრომდეა. ამხელა ფულის გადაყრას კლუბი ნამდვილად არ აპირებს. „ბარსას“ შეფებმა, შესაძლოა,...
პინი პირანიაა, ალაბა კი ბრაზობს
„ბაიერნის” ყოფილმა პრეზიდენტმა, დღემდე გავლენიანმა ული ჰიონესმა 28 წლის დავიდ ალაბაზე თქვა, „ბაიერნთან” კონტრაქტს იმიტომ ვერ ახანგრძლივებს, რომ 77 წლის სუპერაგენტის პინი ზაჰავის სახით მრჩეველად ნამდვილი პირანია ჰყავსო. ჰიონესი ამტკიცებს, რომ ზაჰავი ალაბასგან თავის საკომისიოდ ორნიშნა რიცხვით გამოხატულ მილიონ ევროს ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალაბას მხარე ტრანსფერით იმუქრება. ამ უნივერსალური მოთამაშის ყიდვა მართლა უნდათ „მანჩესტერ სიტის”,...
ბეილს მანჩესტერ იუნაიტედი უხმობს
„მანჩესტერ იუნაიტედს” ჯეიდონ სანჩოს გადაბირებაზე ამაო წვალება მობეზრდა და ალტერნატიული ვარიანტი გამოძებნა: ხანმოკლე პერიოდით გარეთ ბეილს შესთავაზა „ოლდ ტრეფორდზე” გადასვლა. „იუნაიტედს” „რეალის” უელსელი ვეტერანის იჯარით აყვანა ერთი სეზონით სურს. ამასთან, ინგლისური კლუბი მადრიდელებს ამშვიდებს და გაისად ზაფხულზე ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გაგრძელებაზე ჰპირდება დალაპარაკებას. ბეილი 31 წლისაა. მას კონტრაქტის თანახმად „რელთან” კიდევ ორი წელიწადი აკავშირებს....









