ავსტრალიის ღია პირველობაზე მარგარეტ კორტის სახელობის კორტზე ბოლო ათწლეულების საჩოგბურთო ელიტის ყველა წარმომადგენელს უჩოგნავია. ამ კორტზე თამაში ყოველთვის სტატუსის ხაზგასმას ნიშნავდა, ახლა კი იგივე ელიტის წარმომადგენლები კორტის გადანათვლას ითხოვენ. საქმე იმაშია, რომ 78 წლის მარგარეტ კორტმა რამდენიმე კომენტარი გააკეთა საოჯახო ღირებულებებთან დაკავშირებით, რაც ჰომოფობიაში და უმცირესობების უფლებების დარღვევაში ჩაუთვალეს. ბოლო, ვინც კორტისთვის სახელის გადარქმევას მიემხრო,...
ორი ნაბიჯით წინ
ფიფამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრები ორი საფეხურით დაწინაურდა. ვლადიმირ ვაისის გუნდს 1274 ქულა აქვს და 91-ედან 89-ე ადგილამდე აიწია. უახლოესი მეტოქე ბელარუსი ოდნავ ზემოთ, 87-ე ადგილზეა. მომდევნო მეტოქე სომხეთი – 101-ე. შეგახსენებთ, რომ სექტემბრის შეხვედრებში საქართველომ ესტონეთს 1:0 მოუგო, ჩრდილოეთ მაკედონიასთან კი 1:1 ითამაშა. უშუალოდ ევროპაში კი, საქართველო 39-ე საფეხურზეა და 16 ქვეყანას უსწრებს....
კუმანი ვერ დაჯდება
რონალდ კუმანი თითქოს უკვე „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელია და ბოლომდე არც არის. საქმე იმაშია, რომ ჰოლანდიელს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისგან არ მიუღია ნებართვა, რომელიც ოფიციალური მატჩებისას გუნდის სათადარიგოთა სკამზე ადგილის დაკავების უფლებას მისცემს. „ბარსელონამ“ ჯერაც ვერ მოაგვარა პრობლემა ყოფილ მთავარ მწვრთნელ კიკე სეტიენთან, რომელიც ნაადრევად გათავისუფლების გამო კომპენსაციას ითხოვს. შესაბამისად, კლუბის და ექს-მწვრთნელის გაყრა ოფიციალურად დასრულებული არ...
ნეიმარსა ნეიმარისა
„მარსელის” მოთამაშის, ალვარო გონსალესისთვის თავში წარმორტყმის გამო „პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი ორთამაშიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ლიგა ერთმა, ამის პარალელურად დაიწყო გამოძიება, მართლა მიაყენა გონსალესმა ნეიმარს რასისტული შეურაცხყოფა თუ არა. ბრაზილიელი პსჟ-სა და „მეცის” შეხვედრას, რომელიც პარიზელებმა 1:0 მოიგეს, ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს. შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენისა” და „მარსელის” მატჩში, რომელიც პარიზში, ბევრისთვის მოულოდნელად სტუმრებმა...
დვალიც ფლეი ოფშია
მესამე ქართველის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფშია. გიორგი ჩაკვეტაძისა და ნიკა ნინუას შემდეგ ეს ლაშა დვალის „ფერენცვაროშმა“ მოახერხა. არადა, მცირე ფავორიტად ზაგრების „დინამო“ ითვლებოდა. თუმცა, უნგრულმა გუნდმა მოახერხა და შინაურ არენაზე 2:1 მოიგო (სხვათა შორის, ყველა ქართველის გუნდმა ამ ანგარიშით იმარჯვა). აღსანიშნავია, რომ სამივე გოლი უნგრელებმა გაიტანეს, აქედან ერთი საკუთარ კარში. „ფერენცვაროში“ ფლეი ოფში სტუმრად...
კორონა უკვე ნაკრებშია
საქართველოს ნაკრებისა და ვოლგოგრადის „როტორის“ შემტევ ზურიკო დავითაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. რუსეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში „როტორს“ „კრასნოდარისთვის“ უნდა ემასპინძლა, თუმცა რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მატჩი ჩაიშალა და ქართველების გუნდს 0:3 წაგება ჩაეთვალა. დღეს, „როტორში“ გამეორებითი ტესტირება ჩატარდა და შედეგიც იგივე დადგა. შეგახსენებთ, რომ დავითაშვილის გარდა კორონათი ინფიცირებულები არიან ბექა მიქელთაძე და ნიკოლაი ყიფიანი. ამათ გარდა „როტორში“...
გამოიღეთ, რუსებო…
ლევან კელაურაძის ეს წერილი-წინასწარმეტყველება გაზეთ „სარბიელში“ 2003 წლის 30 აპრილს, საქართველო – რუსეთის შესარჩევი მატჩის წინ დაიბეჭდა. მაშინ ჩვენებმა რუსების მთავარ გუნდს 1:0 სძლიეს და უდიდესი სიხარული მოგვგვარეს. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, თუმც მტერი მტრად დარჩა. 17 სექტემბერს კი თბილისში სწორედ ამ ოკუპანტების გუნდი ითამაშებს – ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივი“ მოსკოვის „დინამოს“...
კანკავა-კვეკვესკირი 0:4 ცხადაძე-ჩიხრაძე
ყაზახეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში კახა ცხადაძისა და გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილი „ორდაბასი“ უშუალო კონკურენტს, ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის „ტობოლს“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა. ქართველთაგან მოედანზე მხოლოდ კანკავა იყო, ხოლო კვეკვესკირი განაცხადშიც არ ყოფილა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის გუნდი კი ქართველი მწვრთნელების გუნდთან აშკარდ სუსტად გამოიყურებოდა – „ორდაბასმა“ პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, სამი გოლი კი...
ახლა ლეოზე ჰკიდია…
„ბარსელონა“ მესის გარეშე? ასეთი სცენარი სრულიად მოსალოდნელია, ოღონდ სულ სამ მატჩში და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ლეო არგენტინის ნაკრებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრებში დაეხმარება. არგენტინის ეროვნული გუნდი 8 ოქტომბერს ეკვადორს, ხუთი დღის შემდეგ კი ბოლივიას ეთამაშება. თუ ნაკრების დახმარებას გადაწყვეტს, მესი სულ მცირე 14 დღით ადრე უნდა გაემგზავროს, რათა მატჩებამდე სავალდებულო კარანტინი გაიაროს....
რაგბის კავშირში ისროლეს
ესღა გვაკლდა – საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში გასროლის ხმა გაისმა. ინფორმაციას სრკ-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი თორნიკე გოგებაშვილი ადასტურებს. ფეხის არეში დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დროისთვის რაგბის კავშირში სამართალდამცველები მუშაობენ, თანამშრომლები კი გამოკითხვაზე იმყოფებიან.









