თითქოს ყველაფერი მოგვარებული იყო, მაგრამ ლუის სუარესი „იუვენტუსში” აღარ გადავა. ეს ცნობა ესპანურმა მაუწყებელმა RAC 1-მა გაავრცელა. მიზეზი: ურუგვაელი თავდამსხმელი „ბებერი ქალბატონის” მაისურით ჩემპიონთა ლიგაში ვერ ითამაშებდა.
საქმე ის არის, რომ სუარესი იტალიაში არაევროკავშირელის სტატუსს მიიღებს. ევროკავშირელობისთვის მას იტალიის ან ესპანეთის მოქალაქეობა სჭირდება. სერია A-ს კლუბებს კი სატრანსფერო პერიოდში მხოლოდ ორი არაევროკავშირელის ყიდვის უფლება აქვთ. „იუვენტუსს” ეს ორი ვაკანსია ამ სატრანსფერო სეზონზე უკვე შევსებული აქვს. მან იყიდა 24 წლის ბრაზილიელი არტური და 22 წლის ამერიკელი ვესტონ მაკკენი.
ნუთუ, სხვა გზა ან იურიდიული ხვრელი აღარ იყო? როგორ არა, იყო ნატურალიზაციის ვარიანტი — სუარესის ცოლს იტალიელი წინაპრები ჰყოლია და ენის უმარტივესი გამოცდით შეიძლებოდა საკითხი მოგვარებულიყო, მაგრამ RAC 1-ის ცნობით, ამ შემთხვევაში ურუგვაელის იტალიური პასპორტი მზად მხოლოდ 6 ოქტომბერს იქნებოდა, ამ დროისთვის კი ჩემპიონთა ლიგაში ფეხბურთელების რეგისტრაცია დასრულებულია.
ესპანური მაუწყებელი დასძენს, რომ ლუის სუარესს მაგიდაზე სხვა წინადადებებიც უდევს და ახლა მას და მის აგენტებს მათი განხილვა მოუწევთ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური22/10/2026 | 09:33პარიზიენი: როგორ შევავსოთ უზარმაზარი სიაცარიელე?
სიახლეები22/10/2026 | 07:44დემბელეს და მარკინიოსის რამდენიმე კვირა
მთავარი ამბავი22/10/2026 | 06:49კვარას კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებენ
აქეთურ-იქითური21/10/2026 | 12:04რატომ გაიზარდა გოლების რაოდენობა ჩემპიონთა ლიგაში?
