FIFA ნაკრებში თამაშის წესებს ამარტივებს – ფეხბურთელს ერთ ნაკრებში თამაშის შემდეგ, მეორე ქვეყნის სახელით გამოსვლის უფლებაც ექნება. თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი ქვეყნის ეროვნულ გუნდში 3 ოფიციალურ მატჩზე მეტს არ ჩაატარებს.
პლუს, საფეხბურთო მოქალაქეობას ვერ შეიცვლის ის ფეხბურთელი, რომელიც მონაწილეობას მსოფლიო თასზე ან რომელიმე კონფედერაციის მიერ ჩატარებულ ფინალურ ტურნირზე მიიღებს.
FIFA-ში ასევე განიხილავენ პირველ ნაკრებში დაბრუნების საკითხს, იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი მეორე ეროვნულ გუნდში ოფიციალურ შეხვედრას არ ჩაატარებს.
ახალი წესები ძალაში სექტემბრიდან შევა, თუ ონლაინკონფერენციისას 211 ეროვნული ფედერაცია ახალ წინადადებას მხარს დაუჭერს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 12:23უმედლო ოლიმპიადა
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად
