საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბერში ერთა ლიგაზე ორ მატჩს ჩაატარებს – „ჯვაროსნები“ 11 ოქტომბერს პოზნანში უკრაინას დაუპურისპირდებიან, 14 ოქტომბერს კი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთს უმასპინძლებენ. ამ მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 23-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც ერთო დებიუტანტია – „სარაევოს“ 23 წლის ფორვარდი, ბოსნიის ჩემპიონატი ბომბარდირი გიორგი გულიაშვილი. ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 7 ოქტომბერს, [...]
ჭდე: საქართველოს ეროვნული გუნდი
სანიოლის რაზმი, ერთი დებიუტანტით…
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მარტში გასამართი თამაშებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 25 მარტს, ამხანაგურ მატჩს მონღოლეთის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 28 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა ბათუმში გაიმართება. მოახლოებული თამაშებისთვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა. გუნდში ერთი დებიუტანტია – მოსკოვის „დინამოს“ 20 წლის ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე ეროვნულ [...]
ედინ ჯეკო: დღეს ფეხბურთს ყველა თამაშობს
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად მოუგო ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნულ გუნდს — 1:0. შეხვედრის ერთადერთი გოლი 49-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. მატჩის შემდეგ მასპინძელთა კაპიტანმა და ყველაზე სახელოვანმა ფეხბურთელმა, 36 წლის თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ, რომელიც „ინტერში“ თამაშობს ბოსნიურ პრესას ასე უთხრა: „არც კი ვიცი რა ვთქვა. ვფიქრობ, მეტოქემ ჩვენს კართან ერთადერთი რეალური მომენტი შექმნა და გოლი გაგვიტანა. [...]
FIFA წესებს ცვლის
FIFA ნაკრებში თამაშის წესებს ამარტივებს – ფეხბურთელს ერთ ნაკრებში თამაშის შემდეგ, მეორე ქვეყნის სახელით გამოსვლის უფლებაც ექნება. თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი ქვეყნის ეროვნულ გუნდში 3 ოფიციალურ მატჩზე მეტს არ ჩაატარებს. პლუს, საფეხბურთო მოქალაქეობას ვერ შეიცვლის ის ფეხბურთელი, რომელიც მონაწილეობას მსოფლიო თასზე ან რომელიმე კონფედერაციის მიერ ჩატარებულ ფინალურ ტურნირზე მიიღებს. FIFA-ში ასევე განიხილავენ პირველ [...]



