ინგლისური ფეხბურთისა და „მან. სიტის“ ვარსკვლავი წლევანდელ სეზონს ვერ დაემდურება – რაჰიმ სტერლინგის პირადი მონაგარი 29 გოლია. სტერლინგი „ქალაქელთათვის“ შეუცვლელი ფეხბურთელია, მაგრამ, შესაძლოა, მომავალ სეზონს სულაც მადრიდის „რეალში“ შეხვდეს. საქმე იმაშია, რომ სტერლინგის პირად სარეკლამო კონტრაქტს „ნაიკთან“ 31 ივლისს გასდის ვადა. ამერიკული გიგანტის უმთავრესი კონკურენტი „ადიდასი“ მზადაა, ფეხბურთელს ზღაპრული პირობები შესთავაზოს, წლიურად თითქმის 11 მილიონი...
ჯერ მილიარდნახევარი მოიტანე…
მესამე დღეა, უკრაინის საფეხბურთო სამყარო ერთადერთი კითხვით და მილიონი სავარაუდო პასუხით დუღს – რაში დასჭირდა იგორ სურკისს კიევის „დინამოს“ მწვრთნელად 75 წლის მირჩა ლუჩესკუს დანიშვნა? შეგახსენებთ, რუმინელი სპეციალისტი 2004-2016 წლებში „დინამოს“ დაუძინებელი მტრის, დონეცკის „შახტარის“ თავკაცი იყო და 12 წელიწადში 8-ჯერ ჩემპიონობა, 6-ჯერ ქვეყნის თასი და ერთხელაც უეფას თასი მოაგებინა. მიუხედავად ამისა, 2016 წელს დონბასური...
გაკვირვებული პეპი
მიმდინარე პრემიერლიგას შესანიშნავად ატარებს „მანჩესტერ სიტის“ შემტევი კევინ დე ბრუინი, რომელიც სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობის ერთ-ერთი კანდიდატია. თუმცა, მისივე მწვრთნელი პეპ გვარდიოლა დარწმუნებულია, რომ ბელგიელი პრიზს ვერ აიღებს. „გამორიცხულია დე ბრუინმა პრიზი აიღოს. როდესაც ჩემპიონები ვხდებოდით, საუკეთესო ფეხბურთელები მაშინაც „ლივერპულიდან“ იყვნენ. ახლა, როდესაც ჩემპიონები გახდნენ, ისევ მისი ფეხბურთელი იქნება საუკეთესო. მიკვირს, უკეთესები რატომღაც ყოველთვის ლივერპულელები არიან“,...
კრუიფისთვის მუქთა სამსახური მორჩა
ლეგენდარული იოჰან კრუიფის ვაჟმა, ხორდი კრუიფმა ეკვადორის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უმცროს კრუიფს ეკვადორელები ერთხელაც არ გაუყვანია მოედანზე. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა სამხრეთ ამერიკული ნაკრები წლეულს იანვარში ჩაიბარა და სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. პირველი მატჩი ეკვადორელებს მისი ხელმძღვანელობით 26 მარტს არგენტინასთან უნდა ეთამაშათ, თუმცა კორონაპანდემიის გამო, მოგეხსენებათ, სეზონი შეჩერდა. კრუიფს მატჩი კი არა,...
რივალდომ ფრანს ფუტბოლი გაამართლა
1956 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „ოქროს ბურთი“ არავის გადაეცემა. ამ ფაქტს გამოეხმაურა ბრაზილიის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილი შემტევი რივალდო, რომელმაც „ფრანს ფუტბოლის“ გადაწყვეტილებას მართებული უწოდა. „ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ევროპაში ძალიან უცნაური სეზონი გამოვიდა. ბევრი მატჩი დახურულ კარს მიღმა ჩატარდა, საფრანგეთში კი, სეზონი საერთოდ არ დასრულდა. ცხადია, ამ გადაწყვეტილებით ბევრი ფეხბურთელი უკმაყოფილო დარჩებოდა. მაგალითად,...
ჩემი ძმა, სერხიო, ფენომენია!
როდესაც „რეალმა” ლა ლიგის ბოლოსწინა ტურში „ვილიარეალს” 2:1 მოუგო და ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 34 წლის ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გახარებული ჩანდა. 172 სანტიმეტრიანი მოთამაშისთვის ეს გახლდათ მეორე ესპანური ოქრო და ალბათ განსაკუთრებულიც, რადგან 1997 წლისგან განსხვავებით ის ძირითადად კრიშტიანუ რონალდუს სახელთან არ არის დაკავშირებული. მას მერე, რაც პორტუგალიელი მეგავარსკვლავი 2018...
ლივერპულმა ტიტულისკენ გასწია, ქურდმა ბიჭმა ჩემოდანი ასწია
როდესაც ფაბინიო პრემიერლიგის ჩემპიონობას ზეიმობდა, ფორმბიში მის სახლს ქურდები აცარიელებდნენ. ბრაზილიელი ნახევარმცველი შინ არ იყო ოთხშაბათ შუადღის 3 საათიდან, ხუთშაბათის ღამის 4 საათამდე და ბოროტმოქმედემა ეს ამბავი, როგორც ჩანს, ძალიან კარგად იცოდნენ. სავარაუდოდ ქურდები ფაბინიოს სახლში მაშინ შევიდნენ, როდესაც ფეხბურთელი ჯერ კიდევ „ენფილდ როუდზე” იყო. იმ საღამოს „ლივერპულმა” „ჩელსის” მოუგო 5:3 და შემდეგ, ტრიბუნაზე მყოფი...
ასტრონომი შეიხები
ჯერაც არ ჩამცხრალა ვნებათაღელვა „სიტისთვის“ ფინანსური ფეარ ფლეის დარღვევაში ბრალდების მოხსნის გამო. ბევრ ინგლისურ კლუბში ჩათვალეს, რომ ამით თავად ფეარ ფლეის პრინციპი მოკვდა და დიდი ფული უსამართლო უპირატესობის წინაპირობა ხდება. აგერ, დასტურიც: როგორც კი „სიტის“ მფლობელმა შეიხებმა გაიგეს, ჩემპიონთა ლიგაში დისკვალიფიკაცია მოგვეხსნაო, გვარდიოლას სურვილის ჩაფიქრების უფლება მისცეს. პეპმაც ჩაიფიქრა – ორი ცენტრალური მცველი, ერთი ლეროი...
საქართველოს ჩემპიონი სლოვენიაში ალოდინეს
უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონში პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე განთესილთა შორის მეჩვიდმეტე გუნდად შევიდა. ეს სლოვენიის ჩემპიონატის ბოლო ტურის შემდეგ გაირკვა, სადაც პირველადგილოსანი „ცელიე“ შინ „მარიბორს“ დაუზავდა (2:2) და მოპოვებული ოქროს მედლებით საქართველოს ჩემპიონი ახეირა. არადა, ჩემპიონი რომ გაცილებით მაღალი რეიტინგის მქონე „მარიბორი“ გამხდარიყო, განთესილთა შორის სწორედ ის მოხვდებოდა და ეს დინამოელებს აზარალებდა. აი, ეს...
გორგოძის მორიგი სიმბოლური
Ultimate Rugby-მ იმ მორაგბეების სიმბოლური ნაკრები ჩამოწერა, რომელთაც ტესტ-მატჩებში ყველაზე მეტი ლელო აქვთ გატანილი. სიაში ტონი ვუდკოკის, რიჩი მაკქოუს, ბოდენ ბარეტის, ბრაიან ჰაბანას, ტანა უმაგასა და ბრაიან ო’დრისკოლის გვერდით არის მამუკა გორგოძეც. „გმირის კულტი, რომელმაც სახელი საფრანგეთში, „მონპელიესა“ და „ტულონში“ თამაშით გაითქვა,“ – წერია ჩვენიანის დახასიათებაში. სიმბოლურში ხუთი მორაგბე „ოლ ბლექსიდანაა“. მრავლად არიან ტიერ 2-ის...









