უკვე ოფიციალურად დადასტურებული ამბავია: „ლივერპულის“ 31 წლის მცველი დეიან ლოვრენი პეტერბურგის „ზენიტში“ გადავიდა. ინფორმაციას რუსული კლუბის საიტი ავრცელებს. ხორვატი ფეხბურთელის ტრანსფერი რუსებს 8-დან 12 მილიონ ევრომდე დაუჯდებათ, თავად ლოვრენი კი სამწლიანი კონტრაქტის თანახმად წლიურად 2,5 მილიონს მიიღებს. დეიან ლოვრენი „ლივერპულში“ 2014 წელს გადავიდა და ექვს სეზონში 185 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (8 გოლი). ხორვატი ჩემპიონთა ლიგის...
შარშან ვიალი იყო, კლუივერტიც
ვერ გავიგე, რას ველოდებოდი მთელი წელიწადი. ალბათ სულელი ვარ, მაგრამ მართლა ვერ გავიგე. ჩემპიონთა ლიგის ფინალს მშვიდად ვუყურებ, რადგან არცერთ იქ გასულ გუნდს არ ვგულშემატკივრობდი. მიუნხენში მაღალი კლასი იყო, მაგრამ მე მაინც ვერაფერი გავიგე. ალბათ იმიტომ, რომ კლასი იყო მაღალი. აი, 26 მაისს თბილისის სტადიონზე კი ყველაფერი გავიგე. რაც ფეხბურთს ვუყურებ, „იუვესთვის“ ერთადერთხელ მიქომაგია, „დორტმუნდის“...
ოლიმპიური დროშა გაიყიდა
თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ფუძემდებლის პიერ დე კუბერტენის ხელით შექმნილი ხუთი ოლიმპიური რგოლის ნახატი კანის აუქციონზე 185.000 ევროდ გაიყიდა. ლოტის ღირებულება, რომელიც აუქციონამდე კერძო შვეიცარიულ კოლექციაში ინახებოდა, 100.000 ევრო იყო. სადღეისოდ ყველასთვის ცნობილი ოლიმპიური სიმბოლო – თეთრ ფონზე ერთმანეთზე გადაჯაჭვული ლურჯი, ყვითელი, შავი, მწვანე და წითელი რგოლი გრაფიტით და გუაშით არის შესრულებული 21X27,5 სმ ზომის ფურცელზე...
ქალთა წელი შეუჯამებელი დარჩა
ქალთა შორის წლის შემაჯამებელი ტურნირი გაუქმებულია. ეს გადაწყვეტილება WTA-მ საბოლოოდ მიიღო. შეჯიბრი ჩინეთში უნდა გამართულიყო, მაგრამ… იმედად რჩებოდა, რომ წლის ერთ-ერთი პრესტიჟული ტურნირის ჩატარება სხვა ქვეყანაში იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ WTA-ს ხელმძღვანელობას ბევრი არ უფიქრია და საერთოდ გააუქმა. „სამწუხაროდ, ჩინეთში ყველა ტურნირის გაუქმება, ქალთა შემაჯამებელსაც ეხება. ასევე ანულირებულია ამ ტურნირზე გასასვლელად სპეციალურად შექმნილი რეიტინგიც. ჩვენ პატივს...
თბილისური ოთხები
მე-7 ტურის მთავარი მატჩი ბოლო სათამაშო დღეს გაიმართა. „დილამ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა. ეს შეხვედრა იმითაც იყო საინტერესო, რომ ერთმანეთს ორი ჯერაც წაუგებელი გუნდი ხვდებოდა. გორელებმა წინა ტურებში საკმარისი მარაგი შეიქმნეს და წაგების შემთხვევაშიც ლიდერად დარჩებოდნენ, მაგრამ, მასპინძლები, ცხადია, მინდორზე გასამარჯვებლად გავიდნენ. ანგარიში გორელებმა გახსნეს, ოღონდ… საკუთარ კარში გაიტანეს. გოლი ცოტა კურიოზული გამოვიდა. მასპინძელ ხურცილავას ბურთი...
სარი: რაკი ჩემი ხელმძღვანელობით მოიგეთ, ესე იგი მართლა მაგრები ყოფილხართ
მაურიციო სარიმ „იუვენტუსი” იტალიის ჩემპიონი გახადა. მისთვის ეს იყო ამა თუ იმ ქვეყნის ჩემპიონატში პირველი წარმატება, პირველი ტიტული. კიდევ, სარი გახდა ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი, ვისაც სკუდეტო მოუპოვებია — ის 61 წლისა და 6 თვისაა. მანამდე კი მას დიდი ჯილდო „ჩელსისთან” ერთად ჰქონდა მოგებული — 2019 წლის გაზაფხულზე დასავლეთლონდონელების თავკაცის რანგში ევროლიგაში გაიმარჯვა. მოგეხსენებათ, მაურიციო სარი...
კლოპი გაისად ვეღარ გაისეირნებს
წარსულში ცნობილი ინგლისელი თავდამხმელი, ექსპერტი ალან შირერი ამბობს, რომ მართალია „ლივერპულმა” წლევანდელი პრემიერლიგა 18-ქულიანი უპირატესობით მოიგო, მაგრამ შემდეგ ჩემპიონატში ერთი ცხენის ჯირითი აღარ იქნება. „მანჩესტერ სიტის” „მანჩესტერ იუნაიტედი” და „ჩელსი” შეუერთდებიან, რათა იურგენ კლოპს ამაყად გასეირნების საშუალება აღარ მისცენ. ბოლო ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგას „დიდი ოთხეული” დაუბრუნდა. „იუნაიტედმა” დაუმარცხებლად განვლო 14 შეხვედრა და დამაგვირგვინებელ თამაშში...
კორონას ჰეთ-თრიქით დაემშვიდობა
ჩინურ „შანდუნ ლუნენში“ მოთამაშე ბელგიელმა ნახევარმცველმა მარუან ფელაინიმ ისეთი მონოსპექტაკლი დადგა, ვეჭვობთ, ანალოგი მოეძებნებოდეს. 32 წლის ბელგიელმა „დალიან პროს“ 79-ე, 83-ე და 86-ე წუთებზე გაუტანა. კარგად რომ მოვიძიოთ, შესაძლოა ფეხბურთის ისტორიაში 8 წუთში და უფრო მოკლე დროში შესრულებულ სხვა ჰეთ-თრიკსაც აღმოვაჩრნთ, მაგრამ აქ ფელაინიმ სამივე გოლი თავური დარტყმით გაიტანა. მომხდარმა განსაკუთრებული ყურადღება იმითაც მიიქცია, რომ...
ვეტერანი დებიუტანტი
იტალიური „ბენევენტოს“ პრეზიდენტმა ორესტე ვიტორიტომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ კლუბი აპირებს კონტრაქტი გაუფორმოს დენიელ სტარიჯს. მისი კანდიდატურა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ლუკ რემიმ სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. სტარიჯი 30 წლისაა და როგორც ცენტრფორვარდად, ასევე მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში. მან უკვე მოასწრო „ლივერპულის“, „ჩელსის“ და „სიტის“ სახელით ბურთაობა, იტალიაში კი დებიუტი ექნება. სტარიჯის ბოლო გუნდი თურქული...
ჯადო ნამდვილად მოსახსნელია
კვლავ დაისვა კითხვა: მართლა დაწყევლილია თუ არა FIFA-ს ვიდეოთამაში? უფრო სწორად მისი გარეკანი? გაგეცინებათ და კითხვა ლოგიკურია. შესაძლოა ის ლოკალური პრობლემებით დამძიმებულ საქართველოში თავში არავის მოსვლია, მაგრამ ევროპაში ნამდვილად მიაქციეს ყურადღება. აბა, სხვა რა უნდა იფიქრო: როგორც კი კილიან მბაპე Fifa 21-ის ყდაზე გამოსახეს, ფრანგი დაშავდა. და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხსენებული თამაშის...









