ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა თამაშის ხარისხით და დიდი ალბათობით, აღარ გააგრძელებს თანამშრომლობას მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარისთან.იტალიურ მედიას თუ ვენდობით, ტურინელებმა უკვე გამართეს მოლაპარაკება არგენტინელ მაურისიო პოჩეტინოსთან, რომელიც შარშანდელი ნოემბრის შემდეგ უქმობს. მაშინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამყვან მწვრთნელს „ტოტენჰემის“ ბოსებმა სეზონის კატასტროფული სტარტი არ აპატიეს. ამის მიუხედავად, 48 წლის პოჩეტინოს უმაღლესი კვალიფიკაცია ეჭვქვეშ არასოდეს დამდგარა, რასაც ტურინელთა ინტერესიც მოწმობს.
სარის გუნდიდან სავარაუდო გაშვების მიზეზად თამაშის ცუდი ხარისხი კი სახელდება, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ რეალური მიზეზი კრიშტიანუ რონალდუსთან მისი კონფლიქტია. ჯერ კიდევ ნოემბერში სარიმ ზედიზედ ორ შეხვედრაში შეცვალა კრიში – უნდოდა ეჩვენებინა, რომ არაფრითაა გამორჩეული. გაცოფებული რონალდუ კი კლუბის ბოსებმა დაამშვიდეს, სარის კი აუხსნეს, რომ კლუბის უმთავრეს აქტივს მეტი პატივისცემით უნდა მოექცეს.
სარის სავარაუდო წასვლა ამ კონფლიქტის გამოძახილს ჰგავს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
