თვე: ივნისი 2020

Home 2020 ივნისი
კაი ფასი
ჩანაწერი

კაი ფასი

კაი ჰავერცი კარგი ფეხბურთელი რომ არის, სატრანსფერო ფასითაც ჩანს. მადრიდის „რეალმა“ ფეხბურთელის სანაცვლოდ ლევერკუზენის „ბაიერს“ წინადადებით მიმართა, თუმც „ფარმაცევტები“ უფრო სარფიანი გარიგების მოლოდინში არიან – ჰავერცზე მოთხოვნა დიდია, ამასთან, ტოპ-კლუბებიდან. გერმანული მედიის ცნობით, „რეალი“ მზად არის 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო ახლავე გადაიხადოს და სეზონის ბოლომდე ლევერკუზენში დატოვოს. „ლევერკუზენს“ კი მადა აქვს გახსნილი...

არწივებს ემუქრებიან
ჩანაწერი

არწივებს ემუქრებიან

განახლებულ პორტუგალიის ჩემპიონატში, „ბენფიკას,“ საშინაო მატჩში ქომაგებმა „ტონდელასთან“ ფრე არ აპატიეს და თამაშის შემდეგ კლუბის ავტობუსს ქვები დაუშინეს. ინციდენტი „ესტადიო და ლუჟის“ მახლობლად მოხდა. შედეგად, „არწივების“ ნახევარმცველებმა, იულიან ვაიგლმა და ანდრია ჟივკოვიჩმა შუშის ნამსხვრევებისგან დაზიანება მიიღეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხულიგნები ამას არ დასჯერდნენ და ავტობუსზე თავდასხმის შემდეგ, შეტევა გუნდის რამდენიმე ფეხბურთელის სახლზეც განახორციელეს. ჯერჯერობით უცნობმა...

პირველი მილიარდერი
ჩანაწერი

პირველი მილიარდერი

Forbes-ის ინფორმაციით, პორტუგალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ პირველი მიალიარდერი ფეხბურთელია. 35 წლის ფეხბურთელის კაპიტალმა ახლახან გადააჭარბა მილიარდ ამერიკულ დოლარს. რონალდუ გახდა მესამე სპორტსმენი, რომლის ფინანსურმა შემოსავლებმა ამ ზღვარს უწია. მანამდე მილიარდიან ნიშნულს ზემოთ გოლფის ვარსკვლავის ტაიგერ ვუდსისა და მოკრივე ფლოიდ მეივეზერის ქონება იყო. ამ თანხიდან 650 მილიონი დოლარი რონალდუმ ხელფასის სახით მიიღო,...

პრემიერლიგას კარანტინიღა აკლდა
ჩანაწერი

პრემიერლიგას კარანტინიღა აკლდა

პრემიერლიგის განახლებას ახალი საშიშროება დაემუქრა. ბრიტანეთმა შემოიღო რეგულაცია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ასე ვთარგმნოთ: „დატესტე და გამოიკვლიე”. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ამაში ახალი არაფერია — თუკი covid 19-ის ტესტმა ვინმეს დაავადება დაუდგინა, ვირუსოლოგთა ჯგუფი მის კონტაქტებს შეისწავლის და ადამიანებს, რომლებიც ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში იყვნენ, ორკვირიან კარანტინში გაუშვებს. მაგრამ, ახლა წარმოიდგინეთ როგორია ეს პრემიერლიგის პირობებში… გამოდის, რომ თუ...

გაწითლება უნდოდა, მაგრამ ლურჯდება
ჩანაწერი

გაწითლება უნდოდა, მაგრამ ლურჯდება

„ჩელსიმ” და „ლაიფციგმა” საერთო ენა გამონახეს — ტიმო ვერნერი 54 მილიონი გირვანქის (60,2 მილიონი ევრო) სანაცვლოდ, „გალურჯდება”. თავდამსხმელი ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. დასავლეთლონდონელთა თავკაც ფრენკ ლემპარდს ვერნერი ისე მოსწონს, რომ გერმანული კლუბის მიერ დაწესებულ გამოსასყიდ თანხას დაყაბულდა. 24 წლის ფორვარდი კვირაში 200 000 გირვანქას მიიღებს ანუ „ჩელსის” ერთ-ერთი ყველაზე დიდხელფასიანი ფეხბურთელი გახდება. თითქოს ყველაფერი მოგვარებულია,...

რეალი – რაული – შალკე
ჩანაწერი

რეალი – რაული – შალკე

მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული თავდამსხმელი, რაული, შესაძლოა, შალკეს მთავარი მწვრთნელი გახდეს. წყაროს მტკიცებით, გელზენკირხენული კლუბის ხელმძღვანელობას სურს 42 წლის სპეციალისტის დამრიგებლად მიწვევა. მოგეხსენებათ, კარიერის ბოლოს, 2010-12 წლებში „რაული“ სწორედ „შალკეს“ ღირსებას იცავდა და 66 მატჩში 28 გოლი გაიტანა. კლუბის ახლანდელი მწვრთნელის, დევიდ ვაგნერის მუშაობით  ისინი უკმაყოფილო არიან, ამიტომ სასწრაფოდ ეძებენ მის შემცვლელს. „რაულის“ გარდა როგერ შმიდტისა...

პორტუ ექიმებისთვის
ჩანაწერი

პორტუ ექიმებისთვის

პორტუგალიის ჩემპიონატის ლიდერის, „პორტუს“ ფეხბურთელები 25-ე ტურის მატჩში, „ფამალიკაოს“ წინააღმდეგ, მაისურებზე საგანგებო წარწერებით გამოვიდნენ, რომლებზეც ექიმებისადმი მიძღვნილი მადლობა ეწერა. ზურგზე მათ სპონსორის, პორტუგალიური ლუდსახარშის, Super Bock-ის ნაცვლად Super Doc ეწერათ. ასევე  მაისურებს ექიმების ხელმოწერები ამშვენებდა. ეს პორტუგალიის ჩემპიონატის პირველი დღის მატჩი გახდათ ბოლო სამი თვის შემდეგ. მიზეზი კორონავირუსის მიზეზით გაჩენილი პაუზა იყო. სხვათა შორის, „პორტუ“...

ჩელსი და სადილი გორგოლაჭებზე
ჩანაწერი

ჩელსი და სადილი გორგოლაჭებზე

სეზონის განახლებას ღონივრად რომ შეხვდნენ, „ჩელსი” თავის ფეხბურთელებს თავად კვებავს — გორგოლაჭებზე სადილს ჩამოუტარებს ხოლმე. დასავლეთლონდონელებს ასეთი გადაწყვეტილებისკენ იმანაც უბიძგა, რომ ბრიტანეთში სოციალური დისტანცირების წესი ფეხბურთის გუნდებს სასადილოებში თავშეყრას უკრძალავს. covid 19-გან თავის დასაცავად, ცოტა ხნის წინ, პრემიერლიგამ, კლუბებს სავალდებულო ტესტების რაოდენობა 40-დან 60-მდე გაუზარდა. ამრიგად, სანამ „ლურჯების” თავკაცი ფრენკ ლემპარდი და მისი ფეხბურთელები ვარჯიშით...

გახადეს
ჩანაწერი

გახადეს

კომპანია аdidas-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველ მესუთ იოზილს სპონსორული ხელშეკრულება აღარ გაუგრძელოს. მიზეზი არასპორტულია – კომპანია შეშფოთებულია ფეხბურთელის იმიჯით, რომელიც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ერდოღანთან ახლო ურთიერთობასაც მოიცავს. იოზილმა аdidas-თან კონტრაქტი 2013 წელს გააფორმა და მაშინ თანამშრომლობა Nike-თან გაწყვიტა. გერმანულ ბრენდთან 7-წლიანი კონტრაქტის მანძილზე იოზილმა 24 მილიონი ევროთი შეივსო ჯიბე. შეგახსენებთ, 2013 წელსვე იოზილი...

ევროპული ოლიმპიზმი უთავოდ დარჩა
ჩანაწერი

ევროპული ოლიმპიზმი უთავოდ დარჩა

78 წლის ასაკში გარდაიცვალა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი იანეზ კოჩიანჩიჩი. ის ევროპის ოლიმპიური მოძრაობის ლიდერად 2017 წლის ნოემბერში აირჩიეს. იქამდე EOC-ს პატრიკ ჰიკი ხელმძღვანელობდა, ვინც რიოს ოლიმპიური თამაშებისას ბილეთების უკანონოდ გაყიდვაში ამხილეს. იანეზ კოჩიანჩიჩი 23 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სლოვენიის ოლიმპიურ კომიტეტს, არჩეული იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრად, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად. „იანეზ კოჩიანჩიჩი იყო...