კაი ჰავერცი კარგი ფეხბურთელი რომ არის, სატრანსფერო ფასითაც ჩანს. მადრიდის „რეალმა“ ფეხბურთელის სანაცვლოდ ლევერკუზენის „ბაიერს“ წინადადებით მიმართა, თუმც „ფარმაცევტები“ უფრო სარფიანი გარიგების მოლოდინში არიან – ჰავერცზე მოთხოვნა დიდია, ამასთან, ტოპ-კლუბებიდან.
გერმანული მედიის ცნობით, „რეალი“ მზად არის 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო ახლავე გადაიხადოს და სეზონის ბოლომდე ლევერკუზენში დატოვოს. „ლევერკუზენს“ კი მადა აქვს გახსნილი და ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონზე ნაკლების აღებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, ჰავერცის გადაბირებით ასევე დაინტერესებულნი არიან მიუნხენის „ბაიერნი“, ლონდონის „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.
ჰავერცი ლევერკუზენული კლუბის აღზრდილია. ამ კლუბის მაისურა 2016 წლიდან აცვია, ხოლო 2018 წლიდან უკვე ეროვნული გუნდის ფეხბურთელია. მიმდინარე სეზონში ჰავერცმა 26 მატჩში 11 გოლი გაიტანა და ხუთჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
