თვე: ივნისი 2020

Home 2020 ივნისი
„მერე გადაგიხდი” აღარ გამოვა
ჩანაწერი

„მერე გადაგიხდი” აღარ გამოვა

ინგლისში ფეხბურთის ვარსკვლავებს მომავალი სეზონიდან ხელფასების შემცირება ემუქრებათ. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისი ძალას იკრებს და ოთხი მთავარი დივიზიონის კლუბებს სხვა გზა აღარ რჩებათ. პრემიერლიგის „არსენალი” და ჩემპიონშიფის „ბრენტფორდი” სხვათაგან იმით არიან გამორჩეული, რომ კარანტინის გამოცხადების დღიდან შეკვეცეს ჯამაგირები. სხვებმა, ლიგა ორის კლუბების ჩათვლით, ხელფასების გადახდა მხოლოდ გადაავადეს. მაგრამ, აი, დადგება ივლისი, როდესაც ინგლისში, ჩვეულებრივ,...

სიომინი კვარაცხელიას მისტირის
ჩანაწერი

სიომინი კვარაცხელიას მისტირის

მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ გაშვების შემდეგ იური სიომინი პირველად ალაპარაკდა. „პალიჩმა“ მადლობა გადაუხადა კლუბის დირექტორთა საბჭოს შეფ ანატოლი მეშერიაკოვსა და გენერალურ დირექტორ ვასილი კიკნაძეს, თუმც იქვე აღნიშნა, რომ მასში „მხეცი“ გააღვიძეს… სიომინის ინტერვიუში ჩვენთვის საინტერესო ის იყო, რომ „ლოკომოტივიდან“ „რუბინში“ გადასულ ხვიჩა კვარაცხელიას საკითხსაც შეეხო. „აბსოლუტურად აღმაშფოთებელი შემთხვევა მოხდა ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით. ის „ლოკომოტივის“ მომავალი იყო! მე...

NBA გზაშია
ჩანაწერი

NBA გზაშია

NBA მალე კი დაბრუნდება, მაგრამ შეცვლილი ფორმატით. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ლიგის კომისარ ადამ სილვერსა და გუნდების მფლობელებს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა. სილვერმა გუნდების მფლობელებს შეატყობინა, რომ სეზონის განახლება 31 ივლისს იგეგმება. ფორმატთან დაკავშირებით კი, რამდენიმე ვარიანტი განიხილება. რეგულარული სეზონი არ გაგრძელდება და 16 გუნდი საუკეთესოს ვინაობას პირდაპირ ფლეი ოფში გაარკვევს. 2. დარბაზებს 20...

გაოცებული ვალენსია
ჩანაწერი

გაოცებული ვალენსია

იტალიასა და ესპანეთში კოვიდაფეთქების ბიოლოგიურ ბომბად ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური „ატალანტა“ და „ვალენსიას“მატჩი მიიჩნიეს. ეს შეხვედრა, რომელიც „ატალანტამ“ 4:1 მოიგო, 19 თებერვალს, მილანში, „სან სიროზე“ გაიმართა და 40 ათასამდე ბერგამოელი გულშემატკივარი დაესწრო. მრავლად იყვნენ ჩასული ესპანელი ქომაგბიც. მეტიც, იტალიურ მედიასთან საუბარში „ატალანტას“ პრეზიდენტმა ჯან პიერო გასპერინიმ განაცხადა, რომ საპასუხო მატჩის წინა დღეს კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდა, რაც...