პრემიერლიგის განახლებას ახალი საშიშროება დაემუქრა. ბრიტანეთმა შემოიღო რეგულაცია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ასე ვთარგმნოთ: „დატესტე და გამოიკვლიე”. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ამაში ახალი არაფერია — თუკი covid 19-ის ტესტმა ვინმეს დაავადება დაუდგინა, ვირუსოლოგთა ჯგუფი მის კონტაქტებს შეისწავლის და ადამიანებს, რომლებიც ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში იყვნენ, ორკვირიან კარანტინში გაუშვებს. მაგრამ, ახლა წარმოიდგინეთ როგორია ეს პრემიერლიგის პირობებში…
გამოდის, რომ თუ რომელიმე ფეხბურთელი ან მწვრთნელი კორონავირუსით დაავადდება, ყველას ვინც მასთან სახიფათო მანძილზე, სახიფათო დროის განმავლობაში იყო, 14 დღიანი კარანტინი ელის. თვალსაჩინოებისთვის: ვთქვათ, განახლდა ჩემპიონატი და ჩატარდა თამაში, სადაც რომელიმე გუნდის მცველი მეტოქე გუნდის თავდამსხმელს პერსონალურად მეურვეობდა, თამაშის შემდეგ კი გაირკვა, რომ თავდამსხმელს (ან მცველს) covid 19 ჰქონია…
დიდი შანსია ერთი დაავადებული ფეხბურთელის გამო მოთამაშეთა დიდ ჯგუფს მოუწიოს ორკვირიან შინჯდომაში გადასვლა.
ამასთან, დავძენთ, რომ ფართო მოსახლეობისგან განსხვავებით ფეხბურთელებს კვირაში ორჯერ ტესტავენ ანუ გამოპარვა ფაქტობრივად გამორიცხულია.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის საფეხბურთო ლიგები ვარჯიშებისა და თამაშების აღდგენის პროტოკოლებს კულტურის მედიისა და სპორტის დეპარტამენტთან ერთად ამუშავებენ, მაგრამ პროტოკოლი პროტოკოლად, დაზღვეული კი არავინ არაფრისგან არის.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი01/09/2026 | 17:25Thisisanfield: მამარდა ლივერპულში რჩება
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 09:02ნევეში მალე ალბათ დაშლილებშიც წავა
მთავარი ამბავი01/09/2026 | 07:2130 კაცს ფრანს ფუტბოლი ორშაბათს დაასახელებს
სიახლეები31/08/2026 | 07:44დღეს ან ხვალ მამარდა ნოტინგემში გადავა?
