ცოდნა სინათლეა, უსწავლელობა – სიბნელეო… თუმცა, ყოფილა შემთხვევა, როდესაც სპორტული კარიერის მოსაწყობად უსწავლელობა ცოდნაზე მეტად დაფასებულა. ამის დასტური ბელგიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ მეკარის, ტიბო კურტუას მაგალითია.
ჯერ კიდევ მშობლიურ „გენკში“ თამაშისას ტიბოს გადაბირება გერმანულ „ჰოფენჰაიმს“ სურდა, მაგრამ კურტუების ოჯახს შვილის საზღვარგარეთ გაშვება მანამდე არ სურდა, ვიდრე სკოლას არ დაამთავრებდა. ტიბო კი მათემატიკაში იმდენად სუსტი იყო, გამოცდებს ვერ აბარებდა და სკოლის დამთავრება გაეწელა. ასე ჩაეშალა კონტრაქტი „ჰოფენჰაიმთან“.
თუმცა, მოგვიანებით კურტუამ სკოლა მაინც დაამთავრა და თავი პირდაპირ…. ლონდონის „ჩელსიში“ ამოყო, თუმცა ბრიტანულმა კლუბმა ჯერ მადრიდის „ატლეტიკოში“ (2011-14) გაანათხოვრა, შემდეგ დაიბრუნა და ლონდონში 2018 წლამდე ითამაშა.
ბრიტანეთიდან კურტუა ისევ მადრიდში დაბრუნდა – ამჯერად, „რეალში“ და ახლა „სამეფო კლუბის“ წევრია. ვერ ვიტყვით, რომ მათემატიკაში უნიჭო კურტუა ახლაც „ჰოფენჰაიმში“ იქნებოდა, რადგან მისი საფეხბურთო ნიჭის პატრონი არც იქ დაიკარგებოდა, მაგრამ კარიერა რომ უფრო საინტერესო გამოუვიდა, ფაქტია…

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სარბიელი14/11/2026 | 23:05მორიგი მშრალი მარცხი
სიახლეები13/11/2026 | 21:58რამაზ სვანაძე – რთულ გზას გავდივართ და იმედია, ყველაფერს დავალაგებთ
აქეთურ-იქითური10/11/2026 | 16:38მამუს საუკეთესო მატჩი
სიახლეები09/11/2026 | 20:30რამაზ სვანაძე – ახალი გუნდის ფორმირება იწყება
