ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა, ქარიზმატული და გადარეული პოლ გასკოინი, ამბობს, რომ 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატისდროინდელი პერიოდი მისი ცხოვრების საუკეთესო მოგონებაა. მაშინ ნახევარფინალში ინგლისელები გერმანელებმა გამოაგდეს და მატჩის შემდეგ ცხარე ცრემლით მტირალი გაზა მთელმა მსოფლიომ იხილა. მიუხედავად ამისა, გასკოინი ამტკიცებს, რომ ასეთი კარგი ატმოსფერო მას სხვაგან არასოდეს უნახავს.
„ეს საუკეთესო დრო იყო ჩემს ცხოვრებაში. თვითმფრინავში ჩასხდომიდან დაწყებული, ბოლო დღეებით დამთავრებული. მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, მაგრამ მაშინ ისეთი განწყობა მქონდა თითქოს შვებულებაში მივდიოდი. არ მაინტერესებდა როგორი ტაქტიკით ვითამაშებდით, ვინ იქნებოდა ჩემი პერსონალური მეურვე. ყოველი წუთი მიყვარდა, ვთამაშობდი ჩოგბურთს შუა ღამისას, ვერთობოდი.“
მწვრთნელი ბობი რობსონი თურმე სიბრაზეს ვერ მალავდა გაზას თავაშვებულობის გამო.
„ნახევარფინალის წინა ღამეს, პირველ საათამდე ვთამაშობდი ჩოგბურთს, – აგრძელებს გასკოინი, – მე და გლენ ჰოდლი ერთ ნომერში ვცხოვრობდით. გაფრთხილებული მყავდა, თუ მწვრთნელი მომაკითხავდა, ეთქვა ძინავსო. რობსონმა მართლაც მოაკაკუნა ჩვენს კარზე და მიკითხა. ჰოდლმა უპასუხა: რა ხანია ძინავსო.
ძინავს? მე კი მითხრეს ბოლო ორი საათია ჩოგბურთს თამაშობსო – გაიკვირვა რობსონმა.“
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
