ჭდე: გლენ ჰოდლი

Home გლენ ჰოდლი
ქუჩიდან შემოთრეული
ჩანაწერი

ქუჩიდან შემოთრეული

დელე ალი „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან“ „ევერტონში“ გადავიდა და „გუდისონ პარკზე“ გულშემატკივრის წინაშე წარდგა. ამ პრეზენტაციაზე მისმა ჩაცმულობამ ინგლისის ნაკრების ყოფილი თავკაცი და ოდინდელი ვარსკვლავი გლენ ჰოდლი გააღიზიანა. „ქუჩიდან შემოთრეულს“ ჰგავდაო, ბრძანა 25 წლის ნახევარმცველზე ჰოდლმა, რომელიც დიპლომატიური ლაპარაკით არასდროს გამოირჩეოდა. ის ინგლისის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან იმიტომ მოხსნეს, რომ ხეიბარ ხალხზე თქვა, წინა ცხოვრებაში ცოდვილები იქნებოდნენო. არადა,...

იტალიის ნაკრების ხინჯი
ჩანაწერი

იტალიის ნაკრების ხინჯი

ინგლისური ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი და ნაკრების მწვრთნელი გლენ ჰოდლი ორი კვირის წინ, იტალიისა და ავსტრიის მერვედფინალურ შეხვედრას (იტალიამ მოიგო დამატებით დროში 2:1) ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს და ახლა, ფინალის წინ ამბობს, რომ იმ დღეს „სკუადრა აძურას” ხინჯი შეამჩნია. ზემოთ ნახსენები შეხვედრის 65-ე წუთზე იყო ეპიზოდი როდესაც ავსტრიელმა მარკო არნაუტოვიჩმა ბურთი იტალიელების კარში შეაგდო. მანამდე რობერტო მანჩინის...

სენსაციური გოლი და წესიერი კაცი
ჩანაწერი

სენსაციური გოლი და წესიერი კაცი

ჰარი ვინკსს ორ წელიწადზე მეტია გოლი არ გაუტანია და აი, ბედმა გაუღიმა — „სფურზის” მოთამაშემ 50 მეტრიდან შეაგდო. ნახევარმცველმა ბურთი მოედნის კიდესთან „ლუდოგორეცის” ნახევარზე, ცენტრთან ახლოს მიიღო და იქიდან არასწორად მდგარი მეკარე დეიან ილიევის კარში კალათბურთის სამქულიანივით ჩააგდო. ბურთი დამრტყმელისგან მარჯვენა ზედა კუთხეში შევარდა და როგორც ბულგარელები, ასევე თავად ლონდონელები პირდაღებულები დატოვა. სენსაციურ გოლამდე, „ლუდოგორეცის”...

გაზას ძველი ამბავი
ჩანაწერი

გაზას ძველი ამბავი

ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა, ქარიზმატული და გადარეული პოლ გასკოინი, ამბობს, რომ 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატისდროინდელი პერიოდი მისი ცხოვრების საუკეთესო მოგონებაა. მაშინ ნახევარფინალში ინგლისელები გერმანელებმა გამოაგდეს და მატჩის შემდეგ ცხარე ცრემლით მტირალი გაზა მთელმა მსოფლიომ იხილა. მიუხედავად ამისა, გასკოინი ამტკიცებს, რომ ასეთი კარგი ატმოსფერო მას სხვაგან არასოდეს უნახავს. „ეს საუკეთესო დრო იყო ჩემს ცხოვრებაში. თვითმფრინავში ჩასხდომიდან დაწყებული,...

ეგებ კევინმა უთხრა თავის თავს
ჩანაწერი

ეგებ კევინმა უთხრა თავის თავს

რის გამო ვილაპარაკოთ? რა მოგითხროთ ამ გაქანებული ქეიფების შემდეგ? მოდით, ვთქვათ, კაცის მოსვლასა და წასვლაზე – ახალი წლის ყველაზე მეტად ხმაურიან ამბავზე. ევროპაშიც გვარიანად მოულხინეს ამ უქმეებზე. პრინციპში, იქ მოულხინეს, თუ მოულხინეს. ფეხბურთელებს ღიპები დაედოთ. გერმანელებმა თითქოს სამუდამოდ შეწყვიტეს თამაში. ევროპის საშუალო გუნდები თბილ კუნძულებზე გაიკრიფნენ უჯიგრო ტურნირების სათამაშოდ. იტალიელებმა და ესპანელებმა მხოლოდ გასულ კვირას...

ჩანაწერი

ინგლისმა ისტორია დაწერა

ინგლისი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ევროპის ორი მთავარი საკლუბო შეჯიბრების, ჩემპიონთა ლიგისა და ევროლიგის ფინალში ოთხი გუნდი გაიყვანა. სხვა სიტყვებით, მადრიდშიც და ბაქოშიც ინგლისური ფინალი გაიმართება. ეს მას მერე გაირკვა, რაც ხუთშაბათს, ევროლიგის ნახევარფინალებში, „არსენალმა” და „ჩელსიმ” იყოჩაღეს. „ჩელსის” ფრანკფურტის „აინტრახტის” დასაძლევად მატჩისშემდგომი პენალტების სერია დასჭირდა (ორივე შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა), ხოლო „არსენალმა” „ვალენსიას”...

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ჩანაწერი

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

რატომ წააგო ინგლისის ნაკრებმა 0:2 ჩილელებთან? იმიტომ, რომ ჰოდლმა სტიუარტ პირსი და მეტ ლეტისიე არ ათამაშა. ამათ რომ ეთამაშათ, რა მოხდებოდა? მაშინ 0:4-ს წააგებდა. ჰო, მაგრამ, დიონ დაბლინის თამაში ხომ ექსპერიმენტი იყო? ერთმა ძველმა მეცნიერმა სახურავზე რკინის ჯოხი დააყენა და ჯოხს რომ მეხი დაეცა, ხელი მოკიდა, აბა, რა მოხდებაო. ესეც ექსპერიმენტი იყო. რა მოუვიდა იმ...