თვე: აპრილი 2020

Home 2020 აპრილი
პოჩეტინო:  სიკვდილამდე ტოტენჰემში…
ჩანაწერი

პოჩეტინო: სიკვდილამდე ტოტენჰემში…

ლონდონის „ტოტენჰემის“ ყოფილ დამრიგებელ მაურიციო პოჩეტინოს „ნიუკასლმა“ ჭეშმარიტად მეფური შეთავაზება გაუკეთა – წლიური 21,7 მილიონი ევრო. წინადადება მაცდურია, მაგრამ „კაჭკაჭები“ სათადარიგო ვარიანტსაც განიხილავენ. არგენტინელის უარის შემთხვევაში კლუბში ესპანელი რაფაელ ბენიტესი დაბრუნდება. რაფა ამჟამად ჩინურ „დალიან იფანში“ მუშაობს, მანამდე კი (2016-2019) სწორედ „ნიუკასლს“ თავკაცობდა. რას ფიქრობს თავად პოჩეტინო? „ტოტენჰემში“ გატარებულ წლებს, ჩემპიონთა ლიგის წაგებულ ფინალს იხსენებს...

ჟოზემ ფხალი დაარიგა
ჩანაწერი

ჟოზემ ფხალი დაარიგა

ჟოზე მოურინიუ „ტოტენჰემის“ პერსონალს საკვები პროდუქტების დარიგებაში დაეხმარა. მოგეხსენებათ, კლუბის ახალი სტადიონის სათავსოები კორონავირუსის პირობებში დიდ საწყობებადაა გადაქცეული, რომლებიდანაც პროდუქტებს ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს და ეპიდემიაგადატანილებს ურიგებენ. მოურინიუს აკრიტიკებდნენ სოციალური დისტანცირების დარღვევისათვის გუნდის ერთ-ერთი ბოლო ვარჯიშისას. ახლა კი სოციალურ ქსელებში გამოჩენილმა ფოტოებმა, სადაც პორტუგალიელი სპეციალისტი საკვების ყუთებს არიგებს, საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. მათ შორის, დეზების ვარსკვლავების,...

ფერგიუსონი პირველია, ლობანოვსკი მეათე
ჩანაწერი

ფერგიუსონი პირველია, ლობანოვსკი მეათე

ცნობილმა საფეხბურთო ჟურნალმა FourFourTwo ყველა დროის ასი საუკეთესო მწვრთნელის რეიტინგი გამოაქვეყნა. გემოვნებაზე, ბუნებრივია, არ დავობენ, მაგრამ ყველა დროის საუკეთესოდ სერ ალექს ფერგიუსონის აღიარება მოულოდნელობად ნამდვილად არავის აღუქვამს. მოქმედ მწვრთნელთაგან პირველ ათეულში მხოლოდ პეპ გვარდიოლა მოხვდა, სამწვრთნელო ელიტის ელიტა კი ასე გამოიყურება: 1. ალექს ფერგიუსონი (აბერდინი, შოტლანდიის ნაკრები, მანჩესტერი). 2. რინუს მიხელსი ( აიაქსი, ბარსელონა, ჰოლანდიის...

იტალიელების დაკარგული სამოთხე
ჩანაწერი

იტალიელების დაკარგული სამოთხე

რამდენიმე თვემ და გაურკვეველმა მომავალმა ერთი ხელის მოსმით დაანგრია ის, რასაც იტალიის საფეხბურთო საზოგადოება ათწლეულობით აშენებდა. როგორ გინდა, პანდემიისგან ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყანაში სანახაობაზე იფიქრო, მაგრამ თუ ჩემპიონატი არ განახლდა, იტალიური ფეხბურთი 800 მილიონ ევროს იზარალებს. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინიმ ამ საკითხთან მაქსიმალური პირდაპირობით ბრძანა: „საყოველთაო ინტერესებს ვიცავ და ამიტომ უარს ვამბობ...

ფულის ამბავია, თორემ…
ჩანაწერი

ფულის ამბავია, თორემ…

დღეს, მსოფლიო ფეხბურთში ერთი მთავარი თემაა: როდეს განახლდება შეწყვეტილი ჩემპიონატები და განახლდება თუ არა ისინი საერთოდ. „მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერანს, ტელემიმომხილველ გარი ნევილს ამ საკითხზე თავისი შეხედულება აქვს. ის პირდაპირ ამბობს იმას, რასაც სხვები გვერდს უვლიან. გარი ნევილი: „ვფიქრობ, გადაწყვეტილებაზე ეკონომიკური მხარე რომ არ მოქმედებდეს, ფეხბურთი ჯერ კიდევ ბევრი თვის განმავლობაში არ დაბრუნდებოდა. დღეს ჩვენ ვხედავთ,...

მარადონა და მესი ერთად
ჩანაწერი

მარადონა და მესი ერთად

დიეგო მარადონას და ლეო მესის ხშირად ადარებენ ერთმანეთს, მაგრამ ბევრს აღარ ახსოვს, რომ 2005 წლის 23 დეკემბერს ამ ორმა დიდმა არგენტინელმა ერთ გუნდში ითამაშა. ეს შეხვედრა „ესტადიო სიუდად დე ლა პლატაზე” გაიმართა. ადგილობრივი ვარსკვლავები ნაკრების ვარსკვლავებს ეთამაშდნენ (video). ერთი გუნდის მწვრთნელი იყო მიგელ ანხელ რუსო, ხოლო მეორესი პედრო ტროლიო. როგორც მოგახსენეთ, იმ შეხვედრაში მარადონა და მესი...

დიბალას გაუმეორა
ჩანაწერი

დიბალას გაუმეორა

„იუვენტუსის“ არგენტინელ შემტევ პაულო დიბალას კორონავირუსზე კიდევ ერთი ტესტი ჩაუტარდა და ისევ დადებითი პასუხი ამოვიდა. დიბალა და მისი გულის ვარდი პირველად ერთი თვის წინ დაინფიცირდნენ, რამდენიმე კვირის წინ მანვე საზოგადოებას სიხარულით ამცნო, რომ სრულად გამოჯანმრთელდა, თუმცა როგორც ჩანს საქმე მძიმედაა. 27 წლის ფორვარდს ახლა უფრო ინტენსიური მკურნალობა სჭირდება. დიბალა იუვენტუსის ერთადერთი ფეხბურთელი როდია ვისაც კორონავირუსი...

საფრანგეთი დამთავრდა
ჩანაწერი

საფრანგეთი დამთავრდა

საფრანგეთის ჩემპიონატი აღარ გაგრძელდება. საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ედვარდ ფილიპმა ქვეყანაში აგვისტომდე ყველანაირი სპორტული ღონისძიება აკრძალა. ამბობდნენ, რომ მატჩები შესაძლოა გულშემატკივართა დასწრების გარეშე ჩატარებულიყო, თუმცა ფილიპმა ესეც გამორიცხა. ახალი სეზონი ჩვეულებრივ, აგვისტოდან დაიწყება. ჯერჯერობით უცნობია ეყოლება თუ არა ლიგა 1-ს ჩემპიონი და გავარდებიან თუ არა გუნდები ლიგა 2-ში და ვინ მოიპოვებს ევროტურნირების საგზურს. საფრანგეთის ჩემპიონატში პირველ...

ცუდები
ჩანაწერი

ცუდები

ბრიტანულმა FourFourTwo-მ საფეხბურთო სამყაროში ყველაზე აუტანელ პიროვნებად ზეპ ბლატერი დაასახელა. ფიფას პრეზიდენტი, როგორც იცით, კორუფციული სკანდალის გამო ჩამოაშორეს ფეხბურთს. მეორეზე ჟოზე მოურინიუ გახლავთ თავისი ენამწარეობის გამო, მესამეზე კი გფრ-ის ყოფილი მეკარე ტონი შუმახერი, რომელმაც 1982 წლის მუნდიალის ნახევარფინალში ფრანგი პატრიკ ბატისტონი კინაღამ მოკლა – ისე გამოვარდა კარიდან და მეთელი ძალით შეეჯახა… ზეპ ბლატერი ჟოზე მოურინიო ტონი...

ვირუსის გამანადგურებელი
ჩანაწერი

ვირუსის გამანადგურებელი

ჰონგ-კონგი! აი, სად ეძებენ პრემიერლიგაში მაყურებლის დაბრუნების გასაღებს. მართალია, ჯერ არავინ იცის, როდის დაბრუნდება ფეხბურთი თუნდაც უმაყურებლოდ, მაგრამ ოდესმე ასეთი რამ ხომ მოხდება და სწორედ ამისათვის ემზადებიან. ჰონგ-კონგში, „აზია-მსოფლიოს ექსპო” ცენტრში პრეზენტაციისთვის ემზადებიან — მათ მოიგონეს სანიტარული კაბინა, რომელშიც სტადიონზე შესვლის წინ გულშემატკივრებმა უნდა გაიარონ. ჩანაფიქრის თანახმად ეს არის კორონავირუსის გამანადგურებელი, რომელზეც თურმე აქტიურად ფიქრობდნენ. კაბინა...