ჯეკ გრილიშზე პირველად ოთხი წლის წინათ შევიტყვეთ. მოგეხსენებათ, ბრიტანულ მედიას უყვარს ხოლმე ამბების გაბუქება. მაშინაც ტაბლოიდებმა დაწერეს, „ასტონ ვილაში“ ახალი ჯორჯ ბესტი გამოჩნდა. ის ძალიან ტექნიკურია და ხასიათითაც ჰგავს ლეგენდარულ ჩრდილოირლანდიელს. მაგალითად, მინდორზე ჩაჩაჩული წინდებით დაიარება და მსაჯებისგან ამის გამო საყვედურებ იღებსო. მას შემდეგ გრილიშის შესახებ ბევრი არაფერი გაგვიგია. ბირმინგემელები პრემიერლიგიდან გავარდნენ და ისევ დაბრუნდნენ....
წყალბურთში ახალგაზრდული პირველობა დაიწყო
განახლდა საქართველოს ჩემპიონატი წყალბურთში ახალგაზრდულ გუნდებს შორის. მონაწილეთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის გუნდი გახლავთ, რომელსაც სპორტის დამსახურებული მოღვაწე დავით ხავთასი თავკაცობს. მეორე მწვრთნელი მამუკა ნიაზაშვილი გახლავთ, ხოლო კომპლექსის დირექტორი გივი ჩხარტიშვილი. 2005-2006 წლებში დაბადებულთა გუნდმა წინა ჩემპიონატი მეექვსე ადგილზე ჩაამთავრა, წლეულს კი შედეგის გაუმჯობესებას გეგმავს, რისი წინაპირობაც აღნიშნული სამეულის ცოდნა, მაღალი პროფესიონალიზმი...
ჩელსის მაქსიმუმი ბაიერნის წინააღმდეგ
„ჩელსის” ევროთასებზე შინ ასე არასდროს წაუგია — 0:3. ფრენკ ლემპარდი აღიარებს, რომ „ბაიერნმა” მის გუნდს სასტიკი გაკვეთილი ჩაუტარა. და მართლაც, გუშინ საღამოს, „სტემფორდ ბრიჯზე”, თვალსაჩინოდ გამოჩნდა, თუ რას განსხვავებაა ნიჭიერ ახალგაზრდებსა და ჩემპიონთა ლიგის ნამდვილ გიგანტებს შორის. დასავლეთ ლონდონელთა კარში ორი გოლი „არსენალში” ნათამაშებმა სერჟ გნაბრიმ გაიტანა, ხოლო მესამე რობერტ ლევანდოვსკიმ მიაყოლა. ამრიგად, ბავარიელები ცალი...
ნეაპოლიდან გამოყოლილი საფიქრალი
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ნაპოლისა” და „ბარსელონას” შეხვედრა 1:1 დასრულდა. დაგვაინტერესა, როგორ აფასებდა თამაშს კატალონიური „სპორტი” და ამიტომ მის მოკლე მიმოხილვას გავეცანით: „კიდევ კარგი ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად მორიგ წაგებას მაინც გადავრჩით, თუმცა „ბარსელონას” მიერ ნეაპოლში ნათამაშებმა ფრემ საფიქრალი დაგვიტოვა. ახლა დისკვალიფიცირებულები იქნებიან სერხიო ბუსკეტსი და არტურო ვიდალი, რომელიც ამ შეხვედრაში მოედნიდან გააძევეს. ჟერარდ პიკემ კოჭი იტკინა,...
ბასილაშვილმა ბერანკისი შინ გაუშვა
წარმატებით დაიწყო ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირი. ჩვენიანმა ისევ გვანერვიულა, თუმც ბოლოს ლიეტუველი როჩარდას ბერანკისის სამ სეტში მაინც დაამარცხა – 5:7, 7:6, 6:3. აქამდე ბასილაშვილი ბერანკისს ორჯერ შეხვედროდა და ორჯერვე წაეგო, ოღონდ ეგ ამბები ექვსი წლის წინ, ახლა ნიკა ჯერი დადგა. პირველი სეტის მე-6 გეიმში ნიკამ მოახერხა მეტოქის მოწოდების მოგება და 4:2 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ სამი...
კლოპი და 11 ტური
„ვესტ ჰემის“ ნაწვალები გამარჯვების შემდეგ „ლივერპული“ ორი დიდი გუნდის ორ მიღწევას გაუთანაბრდა და მომდევნო მატჩში წარმატება უკვე სარეკორდო იქნება. მაშ ასე: „ლივერპულმა“ ლონდონელ ჩაქუჩებთან მოგებით პრემიერლიგის 27 ტურის შემდეგ 79-ე ქულა მიიღო და ამ მაჩვენებლით ალექს ფერგიუსონის დროინდელ მანჩესტერის შედეგს გაუთანაბრდა. 1998-1999 წლების სეზონში სერ ალექსის გუნდი სწორედ 79 ქულით გახდა გახდა ინგლისის ჩემპიონი და...
არა თავს!
ბოლო წლებში ბრიტანეთში სერიოზული კვლევები მიმდინარეობდა, რომლის მიზანიც საფეხბურთო კარიერის ჯანმრთელობაზე გავლენის დადგენა იყო. აღმოჩნდა, რომ დემენციით (ჭკუასუსტობით) სიკვდილიანობის შემთხვევები ყოფილ ფეხბურთელებში სამნახევარჯერ აღემატება საშუალოსტატისტიკურ მაჩვენებელს. ეს პირდაპირ კავშირში ყოფილა კარიერის განმავლობაში ბურთის თავით დარტყმის სიხშირესთან. სქაი სპორტის ინფორმაციით, ინგლისის, შოტლანდიის და ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო სკოლებში 12 წლამდე ბავშვებისთვის აიკრძალა ვარჯიშები, რომლებიც თავით თამაშს ითვალისწინებს....
ეს ბიჭი მბაპეზე მაგარიაო
შეუძლებელი იყო, მადრიდის „რეალის“ ბოსებს 19 წლის ნორვეგიელი ვუნდერკინდი სამიზნედ არ აერჩიათ. უფრო მეტიც: მისი ტრანსფერი ახლა სამეფო კლუბის ნომერ პირველი პრიორიტეტია. ფლორენტინო პერესი მზადაა, უარი თქვას პსჟ-დან კილიენ მბაპეს წაყვანაზე, ოღონდაც „დორტმუნდის“ ახალი ვარსკვლავი ერლინგ ჰოლანდი ჩაიგდოს ხელში. შეგახსენებთ, რომ ჰოლანი ამ ზამთარს „დორტმუნდში“ ავსტრიული „ზალცბურგიდან“ გადავიდა. ტრანსფერის თანხამ 20 მილიონი ევრო შეადგინა. დებიუტანტმა...
დიდი ბიჭები გაერთიანებას ითხოვენ
წლეულს საშეჯიბრო კალენდარში მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი სანაკრებო ტურნირი -ATP-ის თასი გაჩნდა, რომელსაც იანვრის დასაწყისში ავსტრალიამ უმასპინძლა და საკმაოდ დაძაბულადაც წარიმართა. სასიამოვნო იყო, რომ შეჯიბრში, საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობდა და ურუგვაის დამარცხებაც შეძლო. ATP თასის პირველმა გათამაშებამ, რომლის გამარჯვებულიც ნოვაკ ჯოკოვიჩის წინამძღოლობით სერბეთის ნაკრები გახდა დაგვანახა, რომ ტურნირისადმი ინტერესი, როგორც მაყურებლების, ასევე სპეციალისტების და თავად მოთამაშეების...
ფაბიანსკი ლივერპულს წაეხმარა
იურგენ კლოპმა თქვა, გაგვიმართლა „ვესტ ჰემის” მეკარე ლუკაშ ფაბიანსკი უხეშად რომ შეცდა და გოლი გვაჩუქაო. ამბავი ასე იყო: ინგლისური ფეხბურთის ლიდერი, „ლივერპული”, 1:2-ს აგებდა და „ენფილდზე” ბოლო 13 თვეში პირველი პრემიერლიგური წაგების კონტურები იხაზებოდა (თუმცა თამაშის დამთავრებამდე ჯერ 22 წუთი იყო დარჩენილი), როდესაც ფაბიანსკის მო სალაჰის დარტყმული ხელებში გაუძვრა. ფაქტობრივად დაჭერილი ბურთი (იხ. ვიდეო) რაღაც...









