„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა პოლ სქოულზი ამბობს, რომ თუკი ლუკ შოუ საქმეს მთელი გულით მიუდგება, იგი შეძლებს ევროპაში უძლიერესი მარცხენა მცველი გახდეს. სქოულზის აზრით შოუს საამისო პოტენციალი აქვს. მას ნიჭი ჯერ ბოლომდე არ გამოუმჟღავნებია. როდესაც გუნდი სამკაციანი დაცვით თამაშობს, შოუს მარცხენა ცენტრალურ მცველობას ავალებენ, რაც სქოულზის აზრით ფეხბურთელისთვის ზედმეტად კომფორტულია. მარცხენა ცენტრალურ მცველს ხომ ნომინალური მარცხენა...
ვინ დაეჯახა პოლიციელს?
„კოპენჰაგენმა” პეპ ბიელის გოლი ისე იზეიმა, რომ გლაზგოს პოლიციას ერთხანს დაამახსოვრდება. აქვე ვთქვათ, რომ დანიის გუნდმა „სელტიკს” სტუმრად 3:1 მოუგო, რასაც არავინ ელოდა. ორი თამაშის ჯამში კონტინენტელებმა კუნძულელებს 4:2 აჯობეს და ევროლიგის მერვედფინალში გავიდნენ. ანგარიში ჩილელმა მაიკლ სანტოსმა გახსნა, მაგრამ თამაშის მიწურულს, 83-ე წუთზე, მასპინძელმა ოდსონ ედუარდმა გაქვითა. და აი, ორ წუთში, სწორედ ამას მოჰყვა პეპ ბიელის...
ორი ნაბიჯი კატასტროფამდე
ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ყველაფერი კარგად იყო. სანამ ბარსელონაში მწვრთნელს ცვლიდნენ და მესი და აბიდალი ურთიერთობას არკვევდნენ, მადრიდელებმა სუპერთასი მოიგეს, გოლების გაშვებას გადაეჩვივნენ და გატამაშების ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ. თებერვლის დასაწყისს არა უშავდა. ზიზუმ ერთხელაც მოუგო დიეგო სიმეონეს და წინ დიდებული კალენდარი ჰქონდა. მერე რაღაც მოხდა.. ჯერ იყო თასის გათამაშებიდან გამოვარდნა, როცა „სოსიედადმა“ კარიერაში პირველად აგემა ზიზუს ოთხი...
პირმშვენიერი ეპოქა
გოგონა მამასთან ჩასახუტებლად გარბის… ზოგადად, ამაღელვებელი მომენტია შვილების მამებთან ჩახუტება. ერთი ასეთი მომენტი კი, ალბათ სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში… 2005 წლის 3 ივლისი, უიმბლდონის ცენტრალური კორტი, 17 წლის ულამაზესი გოგონა ტრიბუნებისკენ გარბის, მან ეს ესაა გადატრიალება მოახდინა ჩოგბურთში და სპორტის ამ სახეობის ერთ-ერთ უდიდეს სენსაციად იქცა. გარბის მაშა, გარბის მამასთან ჩასახუტებლად, მამასთან რომელიც თავის მხრივ...
გრიზმანის სიკვდილი 12 ათასი ღირს
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა მადრიდის „ატლეტიკო” 12 000 ევროთი დააჯარიმა. მიზეზი: 1 დეკემბერს, „ვანდა მეტროპოლიტანოზე”, „ატლეტიკოსა” და „ბარსელონას” შეხვედრაში მაყურებელი სტუმართა ფრანგ თავდამსხმელ ანტუან გრიზმანს მოკვდიო, უძახდა. ის თამაში „ბარსელონამ” 1:0 მოიგო. კატალონიური პრესა განმარტავს, რომ დანაშაული, რომელიც მადრიდელმა ქომაგებმა ჩაიდინეს, სერიოზულად მიიჩნევა და 6000 ევროდან 18 000 ევრომდე ისჯება. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით...
120 წელი მწვერვალებისკენ
მიუნხენის კაფე „გრიზელაში“, 1900 წლის 27 თებერვალს, ფრანც ჯონის მეთაურობით, 11 კაცი შეიკრიბა და კლუბის დაარსება გადაწყვიტა… დღეს კი ძნელად დასაჯერებელია, რომ დიდებულ რეკორდმაისტერს საფუძველი ასე უღიმღამოდ ჩაეყარა. ხშირად ხდება, დიდი საქმეები პატარა ნაბიჯით იწყება. 29-დან პირველი ჩემპიონობა 32 წლის შემდეგ, 1931-1932 წლების სეზონში იზეიმეს. თითქოს ამ დროს გერმანული მანქანა მოიმართა კიდეც, მაგრამ ხელისუფლებაში ნაციონალ-სოციალისტები მივიდნენ, ჰიტლერი...
გვარდიოლა ამისთვის ათი დღე ემზადებოდა
პეპ გვარდიოლამ თქვა, „რეალთან” სათამაშო ტაქტიკას ათი დღე ვამუშავებდიო. შედეგად, იმ დღეს, როდესაც „მანჩესტერ სიტიმ” ორწლიანი ევროდისკვალიფიკაციის წინააღმდეგ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში აპელაცია შეიტანა, კევინ დე ბრუინის შთაგონებულმა ქალაქელებმა „სანტიაგო ბერნაბეუზე” 2:1 მოიგეს. ბელგიელმა პირველი გოლის დროს გაბრიელ ჟესუსს გაუწია საუცხოო ასისტენტობა (იხ. ვიდეო), მეორე კი თავად შეაგდო პენალტით. ანგარიში მადრიდელმა ისკომ გახსნა. ინგლისური პრესა წერს,...
სულ ქვევით, ქვევით…
ჩოგბურთში არც ისე იშვიათად ყოფილა შემთხვევები, როდესაც 15-17 წუთის მანძილზე ერთი გეიმი გაგრძელებულა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა კი მოახერხა და ამ დროში საერთოდ სეტი წააგო. თან ფიქრობთ, მეორე პარტიაში გაბრაზდა ეს რა დამემართაო და მეტოქეს საკადრისი წინააღმდეგობა გაუწია? არა, ისიც დაახლოებით იმავე დროში წააგო და ჯამში ისე გამოვიდა, რომ იან ლენარდ-შტრუფს ერთ საფეხბურთო ტაიმზე ნაკლები დასჭირდა, ჩვენებურისთვის...
ჯორჯ კლუნი მალაგას ყიდულობს
მრავალჭირგადახდილი „მალაგა“ ალბათ მესაკუთრეს შეიცვლის. კლუბის შეძენის სურვილი ამერიკულმა კომპანიამ გამოთქვა, რომელიც მჭიდრო კავშირშია მსახიობ და პროდიუსერ ჯორჯ კლუნისთან. ამჟამად კლუბის მეპატრონე შეიხი ალ-ტანია, რომელმაც კლუბი 2010 წელს სასაცილო 35 მილიონ ევროდ შეიძინა. ორი წლის თავზე კლუბი ლა ლიგაში მეოთხე იყო, ჩემპიონთა ლიგაში მეოთხედფინალამდე მივიდა და იურგენ კლოპის „დორტმუნდთან“ დიდწილად მსაჯების შეცდომების გამო დამარცხდა. მერე...
პიკეს კოჭი
მადრიდული სპორტული გაზეთის „მარკას” ინფორმაციაში, სადაც „ნაპოლისა” და „ბარსელონას” შეხვედრაში ჟერარდ პიკეს დაშავებაზეა ლაპარაკი, ერთგვარი სიხარული შეინიშნება. აქ გასაკვირი არაფერია. კვირას, „სანტიაგო ბერნაბეუზე” ხომ „ელ კლასიკოა”, „რეალი” „ბარსელონას” მასპინძლობს; „მარკა” კი მადრიდისტების გამოცემაა. მოგეხსენებათ, ნეაპოლში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის (1:1) ბოლო წუთებზე, მაღალი ბურთისთვის ამხტარი პიკე მინდორზე უიღბლოდ დაეშვა და კოჭი იტკინა. ტკივილის მიუხედავად ვეტერანს თამაშის...









