თვე: თებერვალი 2020

Home 2020 თებერვალი
ძველი რბევა…
ჩანაწერი

ძველი რბევა…

შარშან, იაპონიაში გამართული მსოფლიო თასის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები გულშემატკივრების წინაშე პირველად თბილისში წარსდგა, თან მეტოქეც უხერხული ჰყავდა. ახალი სეზონი და დიდი რაგბი იწყებაო, ასეთი იყო რუმინეთთად დაპირისპირებამდე წინასამატჩო ანონსი. ვისთვის როგორ, ჩვენი საზომებით შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ თავს თუ არ მოვიტყუებთ, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ  2020 წლის 1 თებერვალს დიდი რაგბი მართლაც დაიწყო, ოღონდ...

სოფია
ჩანაწერი

სოფია

ავსტრალიაში, სადაც რამოდენიმე თვეა ტყის ხანძარი მძვინვარებს, ესპანელ გარბინიე მუგურუზას გავარვარებული მუგუზალი მოხვდა. ცოტა ხნის წინ, მსოფლიოს პირველ ჩოგან ესპანელ ჩოგბურთელს როდ ლეივერის არენაზე ცეცხლი ამერიკელმა სოფია კენინმა შეუნთო და მატჩის შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიალზე ემოციებისგან ხმააკანკალებულმა და თვალცრემლიანმა ორგანიზატორებისგან ავსტრალიის ღია პირველობის კოხტა თასიც აღმართა. გარბინიე მუგურუზა ბლანკო ბევრს ეცადა გაესამებინა, როლან გაროსის და უიმბლდონის შემდეგ...

მამუკაშვილიც ბორდოში!
ჩანაწერი

მამუკაშვილიც ბორდოში!

ვიდრე „დინამო არენაზე“ საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებთა მატჩი დაიწყება, საფრანგეთისა და ზოგადად სარაგბო სამყაროს ერთ-ერთმა უმთავრესმა ავტორიტეტმა, გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ბორჯღალოსანთა სასტარტო შემადგენლობის ერთერთ წევრზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. გამოცემის მტკიცებით, 29 წლის კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა გაწყვიტა კონტრაქტი რუსეთის „ენისეი სტმ“-სთან, რაც მთლად ზუსტი ინფორმაცია არაა, რადგან „შადრე“ კარგა ხანია კრასნოიარსკიდან წამოსულია და მშობლიური „ყოჩების“ ღირსებას...

ტალახაძის ახალი ოქროები
ჩანაწერი

ტალახაძის ახალი ოქროები

მორიგი ოქროს მედლები ლაშა ტალახაძის ისეც უმდიდრეს კოლექციაში, ამჯერად მსოფლიო თასზე გამარჯვების აღსანისნად… რომში ლაშა ტალახაძე, ცხადია, პირველობა არავის დაუთმო. დაუთმო. მან ჯერ 215 კგ. შტანგა აიტაცა, მერე 255 კგ. ასწია. სათქმელია, რომ ლაშამ მეორე ადგილზე გასულ რუს ანტონი სავჩუკზე მთელი 31 კგილოგრამით მეტი ასწია. ორჭიდის საერთო ჯამში ლაშა ტალახაძის ანგარიშზე 470 ქულა გახლავთ. აქვე...

ჩემპიონის მარცხი და გამარჯვება
ჩანაწერი

ჩემპიონის მარცხი და გამარჯვება

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდა ხელბურთელ ქალთა უმაღლესი ლიგის შეხვედრები. პირველ დღეს საქართველოს ჩემპიონმა ფოთის „ოქროს ვერძმა” „ყვარელთან” წააგო 24:30, ხოლო „მამულმა” 35:14 დაამარცხა წყალტუბოს „პრომეთე”. აღსანიშნავია, რომ ფოთელებმა ყვარელელებს პირველი ტაიმი 16:14 მოუგეს, თუმცა შესვენების შემდეგ კახეთის გუნდმა უფრო იყოჩაღა. მეორე დღს კი „ოქროს ვერძმა” ჩემპიონის შესაფერისი ძალები მოიკრიბა და „მამულს” 18:11 მოუგო. ყვარელმა 58:23...

იუნაიტედმა ბოლოწამს თავდამსხმელი იყიდა
ჩანაწერი

იუნაიტედმა ბოლოწამს თავდამსხმელი იყიდა

ყველაფერს ელოდნენ, მაგრამ ამას არა: იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, „მანჩესტერ იუნაიტედმა” „შანხაი შენხუადან” იჯარით ოდიონ იგჰალო გადაიბირა. ამრიგად, ოლე გუნარ სულშერს ბოლოს და ბოლოს ჰყავს თავდამსხმელი, რომელსაც ასე ნატრობდა — 30 წლის ნიგერიელი, რომელიც როგორც ინგლისური წყაროები ამბობენ, ადრე „უოტფორდში” თამაშობდა. ინგლისელი ჟურნალისტები „უოტფორდს” ხაზს იმიტომ უსვამენ, რომ მათი გუნდია და „იუნაიტედის” გულშემატკივარს იგჰალო...