წელი: 2019

Home 2019
თემური და მისი ოროშჰაზი
ჩანაწერი

თემური და მისი ოროშჰაზი

ივნისში, თბილისში გამართული მსოფლიოს ერთა ჩემპიონატის ყველა ვარსკვლავის გუნდში მარცხენა ინსაიდად ქართველი თემო ორჯონიკიძე შეიყვანეს. თემური უნგრეთში თამაშობს. შარშან მისი გუნდი „ფერენცვაროში” იყო, წლეულს კი „ოროშჰაზიში” გამოდის. „ოროშჰაზიმ” ბოლო დღეებში ორი თამაში მოიგო, ერთი უნგრეთის თასზე, მეორე კი ჩემპიონატში. სათასო შეხვედრაში ორჯონიკიძის გუნდის მეტოქე იყო „დაბაში”. დაძაბული შეხვედრა „დაბაშის” მოედანზე გაიმართა და დასრულდა 31:30 „ოროშჰაზის”...

ასე დაიწყო…
ჩანაწერი

ასე დაიწყო…

დღეს, 14 ნოემბერს, ინგლისის ნაკრები თავის მე-1000 მატჩს ჩაატარებს ისტორიაში. ევრო 2020-ის შესარჩევ შეხვედრაში, „უემბლიზე,“ მათი მეტოქე ჩერნოგორიის ეროვნული გუნდი იქნება. ამ მატჩში „სამი ლომი“ საგანგებო მაისურებით ითამაშებს, რომლებზეც ყოველი მოთამაშისთვის მინიჭებული უნიკალური ნომერია ამოტვიფრული მართლაც შთამბეჭდავი ციფრია. ახლა კი ალბათ საინტერესო იქნება გავიხსენოთ როგორ იწყებოდა ყველაფერი, როგორი იყო სულ პირველი საერთაშორისო მატჩი ფეხბურთში ეროვნულ...

ზღაპარი დამთავრდა, ვილია წავიდა
ჩანაწერი

ზღაპარი დამთავრდა, ვილია წავიდა

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი სეზონის ბოლოს კარიერას ამთავრებს. ტრიბუნებზე, ალბათ, იქნება გულშემატკივართა ოვაციები, მისი გამოსახულებით პლაკატები და მადლიერების გამომხატველი სიტყვები, დიდი ემოციური ფონი, ბევრი ცრემლი და სტადიონის გარშემო საპატიო წრე. მოკლედ, ყველაფერი ის, რაც ტრადიციულად გაცილების ცერემონიალის თანმხლებია. დავიდ ვილია კარიერას ასრულებს. 37 წლის ვეტერანმა, თითქმის ორი ათეული წლის მანძილზე, არა მხოლოდ...

ქუთაისი ლიდერია
ჩანაწერი

ქუთაისი ლიდერია

საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის BSB-მ პირველი მარცხი იწვნია. ეს ქუთაისის სპორტის სასახლეში მოხდა, სადაც მასპინძელმა, ხელბურთის კლუბმა „ქუთაისმა” ბოლო წუთზე გამოგლიჯა შავი ზღვის ბიჭებს ხელიდან ორი ქულა: 32:31. BSB და „ქუთაისი” ერთი თვის წინ, ქვეყნის თასის ფინალშიც შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ ბათუმელებმა იოლად აჯობეს მეტოქეს 27:20. დღესაც, დასაწყისში, უპირატესობა ჩემპიონებმა ჩაიგდეს ხელთ, 5:0 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა მდგომარეობა წუთშესვენების...

უჯიგრო წესიერი
ჩანაწერი

უჯიგრო წესიერი

*** 15  მოგებული ტიტული *** 2010 წელს უიმბლდონის ფინალისტი *** ჰოფმანის თასის ჩემპიონი (2012) *** დევისის თასის გამარჯვებული (2012, 2013) ეს მცირე ჩამონათვალია იმ მიღწევებისა, რასაც ტომაშ ბერდიხმა თავისი საჩოგბურთო კარიერის მანძილზე მიაღწია. ჩეხ მეჩოგნეს აქტივში აუცილებლად უნდა ჩავუთვალოთ სხვადასხვა წლებში ავსტრალიისა და ამერიკის ღია პირველობების ნახევარფინალში გასვლაც. ის სამეფო სპორტის მოყვარულთა გარკვეული ნაწილის თვალში...

შენ ოღონდ თქვი… გავაქრობთ!
ჩანაწერი

შენ ოღონდ თქვი… გავაქრობთ!

„თამაშის შემედგ ჩემთან მოვიდა ხულიო ფიერო და პირდაპირ გამომიცხადა: „თუ გსურს მითხარი, არ მოგერიდოს, გავაქრობთ და ხვალ ჩილავერტის ფერფლსაც ვეღარ ნახავ. შენს წყენინებას არ ვაპატიებ.“ ფიერო კოლუმბიური ნარკომაფიის ერთ-ერთი ლიდერი იყო. თანხმობით რომ მეპასუხა, დარწმუნებული ვარ, ნათქვამს შეასრულებდა. მას ვუპასუხე, რომ მეტოქის მიმართ  წყენა არ მქონდა, ეს ფეხბურთია და რაც მოხდა მოედანზევე დარჩა,“ – ახლახან...

ლექსო ლაფანაშვილი: თსუ-ს დიდი პოტენციალი აქვს
ჩანაწერი

ლექსო ლაფანაშვილი: თსუ-ს დიდი პოტენციალი აქვს

საკალათბურთო სუპერლიგის გათამაშება თსუ-მ ახალი მთავარი მწვრთნელით და სამი გამარჯვებით დაიწყო. ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს მეტოქეებთან ჰქონდა, კარგი ფიზიკური მომზადება და შეთამაშება გახლდათ. ეს, ცხადია, გუნდის მთავარი და ფიზმომზადების მწვრთნელების დამსახურებაა. წარმატებულ სტარტს თსუ-მ ბოლო 2 ტურში წაგებები მოაყოლა და მთავარ მწვრთნელ ლექსო ლაფანაშვილთან დაგეგმილ ინტერვიუს სხვადასხვა თემებთან ერთად ამ მცირე...

ლუკამ ფეხები დატოვა
ჩანაწერი

ლუკამ ფეხები დატოვა

მადრიდის „რეალის” ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი „ოქროს ფეხის“ ახალი ლაურეატი გახდა. ეს ჯილდო ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვილისთვის ყოველწლიურად ენიჭება 29 წლის ზემოთ ფეხბურთელს. წლეულს მოდრიჩმა აჯობა ლეო მესის, კრიშტიანუ რონალდუს, ჯორჯო კიელინის, რობერტ ლევანდოვსკის, უეინ რუნის, სერხიო რამოსს, ჟერარ პიკეს, ტიგუ სილვასა და სერხიო აგუეროს. თავის დროზე კი თავიანთი ფეხების ანაბეჭდები დაუტოვებიათ რობერტო ბაჯოს, რობერტო...

შიში და გაურკვევლობა – რა იქნება ხვალ?
ჩანაწერი

შიში და გაურკვევლობა – რა იქნება ხვალ?

კრამიტებს ამტვრევდაო ვერ ვიტყვით, მაგრამ ხელწამოსაკრავი ჩოგბურთელი არასდროს არავისთვის ყოფილა. თავისი სათამაშო სტილით, შეუპოვრობით და ბრძოლისუნარიანობით კი გამოირჩეოდა და არაერთი ხმაურიანი გამარჯვებაც მოუპოვებია. კალათბურთივით არა, თუმც სიმაღლე უმნიშვნელო ფაქტორი არც ჩოგბურთშია, რაც მოთამაშეს მოწოდების დროს დიდად ეხმარება. ის კი ტანდაბალი გახლდათ (160 სმ.), მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია უმაღლეს დონეზე ეთამაშა და საკუთარი კოლექცია პრესტიჟული...

ფრანგი ფრანგის წილ
ჩანაწერი

ფრანგი ფრანგის წილ

„პარი სენ ჟერმენი” ანტუან გრიზმანის შეძენაზე ფიქრობს. პარიზელები „ბარსელონასგან” 28 წლის ვარსკვლავის ყიდვას იმ შემთხვევაში შეეცდებიან თუ „რეალი” მათგან კილიან მბაპეს გადაიბირებს. ამ სატრანსფერო კომბინაციას ზაფხულში უნდა ველოდოთ. ინგლისური ჟურნალი FourFourTwo წერს, რომ ჯერჯერობით „პარკ დე პრენსზე” სწავლობენ, შეერწყმება გრიზმანი მაურო იკარდისა და ნეიმარს თუ ვერა. პსჟ მბაპესთან განშორებას ჯერ კიდევ დიდხანს არ აპირებს, მაგრამ კლუბის...