ივნისში, თბილისში გამართული მსოფლიოს ერთა ჩემპიონატის ყველა ვარსკვლავის გუნდში მარცხენა ინსაიდად ქართველი თემო ორჯონიკიძე შეიყვანეს. თემური უნგრეთში თამაშობს. შარშან მისი გუნდი „ფერენცვაროში” იყო, წლეულს კი „ოროშჰაზიში” გამოდის.
„ოროშჰაზიმ” ბოლო დღეებში ორი თამაში მოიგო, ერთი უნგრეთის თასზე, მეორე კი ჩემპიონატში. სათასო შეხვედრაში ორჯონიკიძის გუნდის მეტოქე იყო „დაბაში”. დაძაბული შეხვედრა „დაბაშის” მოედანზე გაიმართა და დასრულდა 31:30 „ოროშჰაზის” სასარგებლოდ. თემურმა 5 გოლი გაიტანა. ქართველის გუნდი მერვედფინალში გავიდა.
რაც შეეხება ქვეყნის პირველობას, ბოლო პერიოდშის „ოროშჰაზიმ” „ვაჩისთან” მოიგო 29:25, ხოლო ერთ-ერთ ლიდერ „ტატაბანიასთნ” 17:23 წააგო. თემურ ორჯონიკიძემ ამ შეხვედრებში სამ-სამი გოლი შეაგდო.
თემოსთვის, რომელსაც სეზონის დასაწყისში ხელი მოტყდა და მთელი თვე გაუცდა ეს ნამდვილად არ არის ცუდი შედეგი.
უნგრეთის ეროვნულ ლიგას უდანაკარგოდ, 10-10 მოგებით ლიდერობს ჩემპიონთა ლიგის ორი მონაწილე – „ვესპრემი” და „სეგედი”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 07:34ჩეფერინი შეეცდება ალ-ხელაიფი ფიფას პრეზიდენტობაზე დაიყოლიოს
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
