ივნისში, თბილისში გამართული მსოფლიოს ერთა ჩემპიონატის ყველა ვარსკვლავის გუნდში მარცხენა ინსაიდად ქართველი თემო ორჯონიკიძე შეიყვანეს. თემური უნგრეთში თამაშობს. შარშან მისი გუნდი „ფერენცვაროში” იყო, წლეულს კი „ოროშჰაზიში” გამოდის. „ოროშჰაზიმ” ბოლო დღეებში ორი თამაში მოიგო, ერთი უნგრეთის თასზე, მეორე კი ჩემპიონატში. სათასო შეხვედრაში ორჯონიკიძის გუნდის მეტოქე იყო „დაბაში”. დაძაბული შეხვედრა „დაბაშის” მოედანზე გაიმართა და დასრულდა 31:30 „ოროშჰაზის”...
