მსოფლიო თასის დასრულებასთან ერთად სარაგბო სამყაროში ემოციები რამდენადმე დაცხრა, თუმცა ეს პაუზა ხანმოკლეა, რადგან წამყვან სარაგბო ქვეყნებში შიდა ჩემპიონატები მთელი ძალით აგუგუნდა – ინგლისურ, ფრანგულ და პრო 14-ის ჩემპიონატებში მონაწილე გუნდებს სხვადასხვა ნაკრებთა წევრები დაუბრუნდნენ. ამასობაში, ევროპის საკლუბო ტურნირების დროც მოახლოვდა – დამდეგ უქმეებზე EPCR (ევროპის პროფესიულ სარაგბო კლუბთა გაერთიანება) სტარტს ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ...
წელი: 2019
მეორე დასავლური დღე
ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველოს ხელბურთელ კაცთა ჩემპიონატის მორიგი მატჩები. საქართველოს ჩემპიონმა, ბათუმის BSB-მ 37:23 მოუგო „სამტრედიას”, ხოლო მასპინძელმა „ქუთაისმა” „წყალტუბოს” 47:26 აჯობა. ხვალ 16 საათზე დასავლური პირველი ტურის მთავარი მატჩია: BSB „ქუთაისს” დაუპირისპირდება. ჯერჯერობით სამი თამაშიდან სამი მოგებით ლიდერობს თბილისის „პეგასი”. ხვალ ყველა გუნდს სამ-სამი მატჩი გაუხდება ჩატარებული.
ნაბიჭვაროც აპატიეს და წასვლაც…
მას ყველაფერი ეპატიება. გვეეჭვება, „იუვენტუსის“ სხვა ნებისმიერ ფეხბურთელს მსგავსი საქციელი შერჩენოდა და მის მიმართ რაიმე სახის სანქციების არ გაეტარებინათ, მაგრამ ეს ხომ კრიშტიანუ რონალდუა – თანამედროვეობის და არა მხოლოდ სუპერვარსკვლავი. მეტიც – სასჯელს ვინ დაეძებს, პორტუგალიელ ფორვარდს იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ იქეთ მადლობაც გადაუხადა: „ჩვენ მისი მადლიერნი ვართ და მადლობა ეკუთვნის, რადგან ტკივილების მიუხედავად...
ახალი ფორმა ბუნდესნაკრებისთვის /video/
გერმანიის ნაკრებმა 2020 წლისთვის ახალი ფორმა წარადგინა. გულშემატკივართა ნაწილს ეს ფორმა უთუოდ მოეწონება, ვიღაცისთვის რომელიმე ძველი ფორმაა ფავორიტი, თუმცა ბუნდესნაკრების ყველა ქომაგი იმაზე მაინც უთუოდ შეთანხმდება, რომ გუნდი იგებს და არა ფორმა.
იატაკზე ეძინა და შაქრიან წყალს სვამდა
სამხრეთ აფრიკის ნაკრების კაპიტანი თანაგუნდელებთან ერთად მშობლიურ ქალაქში ჩავიდა და ხალხს მსოფლიო თასი ჩაუტანა. სია კოლისი სამხრეთაფრიკელთა პირველი შავკანიანი კაპიტანია. მოგეხსენებათ, ამ ქვეყანაში გასული საუკუნის 90-იან წლებამდე აპარტეიდის რეჟიმი მოქმედებდა, რაც შავკანიანთა დისკრიმინაციას ემსახურებოდა. პორტ ელისაბედში თანაქალაქელები კოლისის, როგორც გმირს, ისე დახვდნენ. მორაგბემ ქალაქის ქუჩებში გადაჭრილი ავტობუსით ჩაიარა, თავს ზემოთ კი ვებ ელისის თასი ჰქონდა...
ჩხუბი ნაკრების სასადილოში
რაჰიმ სტერლინგი დასაჯეს. ის მონტენეგროსთონ ვერ ითამაშებს. ის კი არა, „მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავი ინგლისის ნაკრების ბანაკიდან კინაღამ სულ გააგდეს. მიზეზი: სტერლინგი ლივერპულელ ჯო გომესს ეჩხუბა. გაოგნებულ თანაგუნდელებს წყვილი გასაშველებელი გაუხდათ. ამის წაკითხვაზე პირველი რაც კაცს გაახსენდება ამავე ფეხბურთელების ის დაპირისპირებაა, სანაკრებო თავშეყრამდე რამდენიმე საათაით ადრე „ენფილდ როუდზე” რომ მოუვიდათ — მათი გუნდების, „ლივერპულისა” და „სიტის” შეხვედრა...
წყალტუბო და ქუთაისი
საქართველოს ხელბბურთელთა ჩემპიონატში დასავლეთის გუნდები ჩაერთნენ. ქუთაისის სპორტის სასახლეში დღეს ორი შეხვედრა გაიმართა, საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის BSB-მ მოუგო წყალტუბოს „პრომეთეს” 33:22, „ქუთაისმა” კი აჯობა „სამტრედიას” 42:27. ხვალ BSB ხვდება „სამტრედიას”, ხოლო „წყალტუბო” და „ქუთაისი” ერთმანეთში გაარკვევენ მიმავალი ქარისა და ქულის ამბავს. რიონისპირული შეკრების მთავარი შეხვედრა კი ზეგ გაიმართება, როდესაც BSB და „ქუთაისი” ერთმანეთის პირისპირ წარსდგებიან....
ქართველები სამხრეთში
საქართველოს ნაკრების შემტევი ბექა ბურჯანაძე ნელ-ნელა უმატებს და ტრავმის შემდეგ ჩვეულ ფორმას უბრუნდება. 25 წლის ქართველს, ვინც „გრან კანარიაში“ პირველ სეზონს ატარებს, ესპანეთის ჩემპიონატის მერვე ტურში შედეგიანი მატჩი გამოუვიდა. „გრან კანარია“ სტუმრად „ბილბაოს“ 97:90 მოუგო, გამარჯვებაში დიდი წვლილი კი სწორედ ქართველმა კალათბურთელმა შეიტანა. ბურჯანაძემ 17 ქულა აიღო და ამ მხრივ შეხვედრაში მხოლოდ 2 კალათბურთელს ჩამორჩა....
იმედის მატჩამდე შვეიცარია და ხორვატია
საქართველოს ნაკრები დღეს შვეიცარიაში შეიკრიბა და ადგილობრივ ნაკრებთან ბოლო შესარჩევი და ხორვატიასთან ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. არაფერი ახალი. როგორც ყოველთვის, იმედიანი მოლოდინი, ქულების წინასწარ თვლა და საბოლოო შედეგად კვლავ კარგად გაწნული სილა, ღრუბლებიდან მიწაზე დაშვება. ქართველმა ქომაგებმა ვინ მოთვლის მერამდენედ იხილეს კარგად ნაცნობი ფილმი, რომელსაც დასაწყისიც, გაგრძელებაც და ბოლოც ერთი აქვს – იმედგაცრუება. საქართველოს ნაკრებმა...
შერმინატორის დუბლები
გიორგი შერმადინს ესპანეთის ჩემპიონატში წარმატებით თამაშში კლუბის გამოცვლა და ადაპტაციის პროცესი ხელს სულაც არ უშლის. საქართველოს ნაკრების გამოცდილი ცენტრი „ტენერიფესაც“ იდეალურად მოერგო და რა გასაკვირია რომ გუნდის ლიდერობაც იკისრა. ACB ლიგის მერვე ტურში, შერმადინის გუნდმა “სან პაბლო ბურგოსს” საშინაო კედლებში 85:82 მოუგო. პარკეტის ორ მხარეს, სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ორი წევრი გახლდათ – აქეთ, ცხადია...









