6 წელია „ანორთსისს“ ევროსაებიელზე არ უთამაშია (2013 წელს „დილასთან“ დამარცხდა), ბოლო ტიტული კი მაშინ მოიგო, გუნდის თილისმად ქცეული თემურ ქეცბაია მოთამაშე-მწვრთნელი გახლდათ. საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და თავკაცმა ფამაგუსტურ კლუბში სამჯერ ჩემპიონობა, ორჯერ თასი და ერთხელ სუპერთასიც მოიგო. 51 წლის სპეცლიატი წინა ზაფხულს კვიპროსულ კლუბს დაუბრუნდა და გუნდი ნანატრი ტიტულებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავს, თანაც 4 ქართველი...
წელი: 2019
რონალდუ აღარც სწრაფია და აღარც დინამიკური
„იუვენტუსმა” „მილანს” 1:0 მოუგო. გოლი 77-ე წუთზე პაოლო დიბალამ გაიტანა. დიბალა მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა. მან კრიშტიანუ რონალდუ შეცვალა. როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, რონალდუ შეცვლამ გააღიზიანა. მან მწვრთნელს მაურიციო სარის ცივად ჩაუარა და უკმაყოფილო შევიდა გასახდელში. ამბობენ, მსოფლიოს ოთხგზის საუკეთესო ფეხბურთელი თამაშის დამთავრებას აღარც კი დაელოდაო. 34 წლის ვარსკვლავის ასეთმა ქცევამ ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო...
ბოლო დასვენება …
34-ე ტურს თითქმის არაფერი შეუცვლია სატურნირო თვალსაზრისით. ჩემპიონობის სამივე კანდიდატმა უდანაკარგოდ გაიარა ეს საფეხური. თუმცა ორ მათგანს მეტოქეები ისეთები ჰყავდა, გააფთრებით რომ იბრძვიან ელიტაში დასარჩენად და არავის არაფრით დაინდობენ. მაგალითად, „ბათუმს“ „სიონი“ ეწვია. ბოლნისური კლუბი პლეი აუტის გარეშე ცდილობს ელიგაში დარჩენას. იმავე მდგომარეობაშია „რუსთავიც,“ რომელმაც თბილისის „დინამო“ ისტუმრა. მოულოდნელი არაფერი მომხდარა, მომგებმა მოიგო. აი, „საბურთალო“...
ორი პენალტი ლივერპულის კარში
პეპ გვარდიოლა გაცხარდა. კატალონიელის აზრით „ლივერპულისა” და „მანჩესტერ სიტის” შეხვედრაში, რომელიც მასპინძლებმა 3:1 მოიგეს, მისი გუნდის სასარგებლოდ ორი პენალტი არ დანიშნეს. თან, პენალტის არდანიშვნა ერთია და ვიდეორეფერი მათ გადამოწმებასაც რომ არ ინებებს, მეორე. ამიტომაც, საფინალო სასტვენის შემდეგ გვარდიოლა მსაჯ მაიკლ ოლივერს ირონიული მადლობებით მივარდა. „სიტის” მწვრთნელისა და გულშემატკივრებისთვის ძნელი გადასატანი გამოდგა პირველი საეჭვო ეპიზოდი, როდესაც არბიტრმა...
კაცი ქალებში
ჟულიენ ბენეტო ცუდი ჩოგბურთელი იყოო, არ ითქმის. ერთი პერიოდი რეიტინგის 25-ე ნომრობასაც უწია, რაც ადვილად რომ არ მიიღწევა,ლაპარაკიც უადგილოა. ცოტა არ იყოს გასაკვირია, მაგრამ ბენეტომ აქტიური კარიერა 37 წლის ასაკში ისე დაასრულა, რომ ATP-ის ერთი ტიტულის მოგებაც ვერ შეძლო, მაგრამ რასაც სპორტსმენობის პერიოდში ვერ მიაღწია, მწვრთნელობით ანაზღაურებს. ვაჟთა და ქალთა შორის შესაბამისად დევისის და ფედერაციის თასის...
სინერიადა
ლონდონამდე, მილანი იყო. კორტზე დიდების როკვამდე, ჯერ პატარებმა ჩაიცეკვეს – ვაჟთა შორის ახალგაზრდული შემაჯამებელი ტურნირი დასრულდა, რომელიც ამ 3 წლის წინ დაარსდა და სულ უფრო პოპულარული ხდება. მომავალი თაობა, ასე ეწოდება ტურნირს, რომელიც საჩოგბურთო რუკაზე თავის ადგილს წარმატებით იმკვიდრებს. დიდების შემაჯამებლის მსგავსად, მონაწილეთა რაოდენობა აქაც 8 სპორტსმენისგან შედგება, განსხვავება კი სეტების მოცულობასა და ანგარიშშია. საბოლოო...
ბუდუ მეგოლე
ბოლო დროს იშვიათობა გახდა, ეროვნული ლიგის ბომბარდირს უცხოეთშიც მყარად მოეკიდებინოს ფეხი, თუმც ბუდუ ზივზივაძე, ეტყობა, სხვანაირად ფიქრობს. თავდამსხმელი, ვინც საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ორჯერ გახდა, ზაფხულში გადაბარგდა უნგრეთში. გარდამავალი ჩემპიონატის ბომბარდირმა შარშან „დინამოს“ მაისურით 22 ბურთი შეაგდო, წლევანდელი სეზონის პირველ ნახევარში „ტორპედოსთვის“ 13-ჯერ გაიტანა და ეროვნული ლიგიდან წასვლის შემდეგაც მას მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა გადაასწრო. ზივზივაძე...
სკანდალური გადაწყვეტილება
გერმანიის საფეხბურთის კავშირის ახალ პრეზიდენტად 27 სექტემბერს ფრიც კელერი აირჩიეს, ის წლების მანძილზე ჯერ ბუნდესლიგის კლუბ „ფრაიბურგის“ გენერალურ დირექტორი, 2010 წლიდან კი პრეზიდენტი გახლდათ. რიგგარეშე არჩევნებზე ის ერთადერთი კანდიდატი იყო და დელეგატებმაც მას გერმანული ფეხბურთის გაძღოლა ერთხმად ანდეს. კელერმა რაინჰარდ გრინდელი შეცვალა, რომელიც 2 აპრილს იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო, მიზეზი კი უკრაინული ფეხბურთის ყოფილი მაღალჩინოსნის,...
ბრუს სელდონი?! ჰმ…
ორი დღის წინ გვარიანი კამათი მომიხდა „რეზონანსის“ საკრივო მიმომხილველ ალბერტ ხაჩატურიშვილთან. ეს ხაჩატურიშვილი კრივის მცოდნე კაცია და მძიმე წონაც ძლიერ უყვარს, მაგრამ ერთი ახირებული ზნე სჭირს – ტაისონი ეზიზღება. რახან ტაისონი ეზიზღება, ჩვეულებრივ, ათას რამეს გამოიგონებს ხოლმე მის საწინააღმდეგოდ და ხან რა ავ სიტყვას დაუწერს, ხან რას. აი, ახლაც დღევანდელი დიდი ჩხუბის მოლოდინში, ამეღამ რომ...
ბანკ-იანი დოპინგი
პოლონეთის სპორტისა და ტურიზმის მინისტრი 35 წლის ვიტოლდ ბანკა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) დამფუძნებელთა საბჭომ ორგანიზაციის პრეზიდენტად დაამტკიცა. WADA-ს დამფუძნებელთა საბჭომ შესაბამისი გადაწყვეტილება პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში, მსოფლიოს ანტისადოპინგო კონფერენციაზე მიიღო. ბანკა საქმეს ოფიციალურად შეუდგება 2020 წლის 1 იანვრიდან. აღსანიშნავია, რომ ვიტოლდ ბანკა WADA-ს პრეზიდენტის თანამდებობაზე უალტერნატივო კანდიდატურა იყო. წლეულს იანვარში მას ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ევროპის საბჭომ,...









