ფირუზ კანთელაძე უმაღლესი დონის ფეხბურთელი იყო, მაგრამ მისმა გარდაცვალებამ ქართული ფეხბურთის მოღვაწეებს და ვეტერანებს პირველ ყოვლისა სიტყვები “უწესიერესი”, “უპატიოსნესი”, “უკეთილშობილესი” გამოათქმევინა და იმ კოლეგა-ჟურნალისტებმაც, ვისაც ფირუზ კანთელაძესთნ ინტერვიუ ჩაუწერიათ, განაცხადეს: საკუთარ სახლში გვეგონა თავი, ისეთი სითბოთი და სიკეთით გვღებულობდაო. მცირე ამბავი როდია, იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის და ორგზის თასის მომგები, ვიცე-ჩემპიონობასა და ბრინჯაოს მედლებზე რომც...
წელი: 2019
როგორ დაიპყრეს ქართველებმა პარიზი
ძნელი გასახსენებელია, ბოლოს როდის ითამაშეს ქართველმა მორაგბეებმა ასე შედეგიანად, როგორც ეს გასულ პარასკევს მოხდა. ჩელენჯ კაპზე, რანგით მეორე სარაგბო ევროტურნირზე ერთბაშად 3 ლელო გავიდა, პლუს ამას 2 გარდასახვა და ზედაც 2 ზუსტი საჯარიმო დარტყმა. გარდა ამისა, 2 ქართული ლელო საფრანგეთის პრო დ2-ში დაიდო. ჩელენჯ კაპის ახალმა გათამაშებამ სტარტი რუსეთში აიღო: კრასნოდარის სტადიონზე კრასნოიარსკის „ენისეიმ“ ინგლისურ...
დაბრუნდა
მსუბუქი ტვინის შერყევა, რომელიც გოგა ბითაძემ „ვაშინგტონთან“ დაპირისპირების დროს მიიღო უკან მოტოვებულია. იძულებითი შესვენების გამო, „ინდიანა პეისერსის“ ახალბედა ცენტრი, ბოლო 3 მატჩში გუნდს ვერ ეხმარებოდა. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერი აღმოჩნდა და გოგაც პარკეტს „ჰიუსტონთან“ შეხვედრაში დაუბრუნდა. 20 წლის ქართველი ცენტრი მწვრთნელს სასტარტო ხუთეულში არ დაუყენებია და ის საქმეში მეორე მეოთხედის სტარტზე ჩართო. გოგამაც უმალ 2 საჯარიმო...
ცეცხლთან თამაში კარის არევით
ყბადაღებული „კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ“ უკვე აღარ მუშაობს. ჩვენების თავკაცმა ვლადიმირ ვაისმაც თქვა მატჩის შემდეგ, თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ, შედეგით არაო. რამდენჯერ მოგვისმენია ეს სიტყვები მისგან? არადა, ხარისხი რომ კარგი ყოფილიყო, ხომ არ წავაგებდით? კიდევ ერთი ნაცნობი პრობლემა. ჩვენებმა მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარეს, ვიდრე პირველი. ასეთი რამ თითქმის ყოველთვის ხდება, რომელიმე ტაიმს ქართველები უკეთ თამაშობენ....
წინ ქარიშხალია
საქართველოს ხელბურთელ ქალთა ჩემპიონატის მატჩებს გლდანში, ჯემალ ცერცვაძის სახელობის სახელბურთო აკადემიამ უმასპინძლა. 14 ნოემბერს „ქარიშხალამ” 31:21 მოუგო „წყალტუბოს”, ხოლო ქვეყნის ჩემპიონმა ფოთის „ოქროს ვერძმა“ დაამარცხა პეგასი — 24:14. ამ დღეს ათ გოლზე მეტი სამმა ხელბურთელმა გაიტანა: ფოთელმა ლანა გოგიამ, „ქარიშხალას” ანა ჩხაიძემ და წყალტუბოელმა ანა კეკუტიამ 12-12 გაიტანეს. მეორე დღს, „ქარიშხალამ” 15:13 დაამარცხა „ოქროს ვერძი” და...
შვედებმა ამჯობინეს მოეგოთ
რა სჭირთ აღმოსავლეთ ევროპაში? წინა სანაკრებო კვირაში, სოფიაში, ბულგარეთისა და ინგლისის შეხვედრა მაყურებლის რასისტული ქცევის გამო კინაღამ ჩაიშალა. გუშინ კი ბულგარელებისგან ესტაფეტა რუმინელებმა გადაიბარეს — შვედ თავდამსხმელ ალექსანერ ისაკს ისე დაჰყვირდნენ, რომ ერთიპირობა თამაში შეწყდა. მსაჯებს ასეთ გადაწყვეტილებას პროტოკოლი ავალდებულებს. მატჩის გამაფრთხილებელი შეწყვეტა პირველი ნაბიჯია თამაშის გაუქმებისკენ. „რეალ სოსიედადის” მოთამაშემ თქვა, რაც მოხდა ძალიან გულდასაწყვეტი იყოო....
მარტოკაცის რეკორდი
ევროლიგის მორიგ მატჩში ეპანურმა „ბასკონიამ“ თელ-ავივის „მაკაბი“ მიიღო და მიუხედავად ფავორიტის სტატუსისა მოულოდნელად სოლიდური სხვაობით 83:113 დამარცხდა. ვიტორიული კლუბისადმი კი ქართველ გულშემატკივართა განსაკუთრებული ინტერესის მიზეზს, რა თქმა უნდა, „ბასკონიას“ ერთ-ერთი მთავარი გამწევი ძალა, საქართელოს ნაკრების წევრი თორნიკე შენგელია წარმოადგენს. მეტიც – ის გუნდის კაპიტანია და ამითაც ნათლად ჩანს თუ როგორ ენდობიან, ეიმედებათ და პატივს ცემენ...
ჯოს ცუდი არაფერი ჩაუდენია
ინგლისის ნაკრებმა მონტენეგროს 7:0 მოუგო, მაგრამ ვინაიდან ასეთი გამარჯვების აღწერა მკითხველისთვის საინტერესო არ უნდა იყოს, იმას გეტყვით, რომ რაჰიმ სტერლინგს გულშემატკივრისთვის საყვედურის თქმა და ჯო გომესის მათგან დაცვა მოუხდა. საქმე ის არის, რომ 70-ე წუთზე, როდესაც გომესი შეცვლაზე შევიდა, „უემბლიზე” შეკრებილმა მაყურებელმა მას ობსტრუქცია მოუწყო. გასაგებია, რომ ეს სტერლინგისა და გომესის კონფლიქტის გაგრძელებაა, კონფლიქტი კი...
ვინ არის მეოთხე?
უკვე 1 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მორიგ გათამაშებაში უმთავრეს კონკურენტთან, რუმინეთის ნაკრებთან საშინაო მატჩით ჩაებმება. ამით ახალი 4-წლიანი ციკლი იწყება და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ბორჯღალოსნები ამ საპასუხისმგებლო თამაშს თავკაცის გარეშე შეხვდებიან. მოგეხსენებათ, რაგბის კავშირის პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს საპრეზიდენტო ვადა ეწურება და ამ ორგანიზაციაში, წესდების თანახმად, მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 20 დეკემბრიდან...
… ოღონდ ხელები დაბლა
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს მეშვიდედ დახურავს. ეს 15 ნოემბერს, სენტ-გალენში, შვეიცარიასთან მოხდება და იმედია კარსაც გაიჯახუნებს. ამას რომ ვამბობთ, „ბურთი მრგვალიას“ პრინციპზე ვფიქრობთ, თორემ ვლადიმირ ვაისის გაწრთვნილი გუნდი რომ ძლიერ შვეიცარიასთან აშკარა აუტსაიდერია, მეორე ნომრად ითამაშებს, 90 წუთის მანძილზე უმთავრესად დაცვაში ყოფნა მოუწევს და აქა-იქ კონტრშეტევის იმედად იქნება, ამას წყალი არ გაუვა. მით...









