წელი: 2019

Home 2019
ლუის ენრიკეს ჩრდილოეთიდან დაუკავშირდნენ
ჩანაწერი

ლუის ენრიკეს ჩრდილოეთიდან დაუკავშირდნენ

„არსენალი” უნაი ემერის შემცვლელს ეძებს. „მეთოფეების” საფეხბურთო საქმეთა დირექტორი რაულ სანლეჰი ესპანეთის ნაკრების ყოფილ თავკაცს ლუის ენრიკეს დაკავშირებია. ემერის ჩრდილო ლონდონში ცუდი პერიოდი დაუდგა — ყველა შეჯიბრებაში ერთად აგერ უკვე ხუთი თამაშია არ მოუგია. ბასკის ხელმძღვანელობით პრემიერლიგაში „არსენალმა” ბოლოს 6 ოქტომბერს გაიმარჯვა — „ბორნმუთთან” 1:0. სადღეისოდ, „მეთოფეები” ცხრილში მეექვსე ადგილზე არიან და ლიდერს ვინ ჩივის,...

ვესტ ჰემთან დერბი გადაწყვეტსო
ჩანაწერი

ვესტ ჰემთან დერბი გადაწყვეტსო

დღეს ინგლისური მას-მედიის მთავარ თემად მაურისიო პოჩეტინო და „ტოტენჰემ ჰოთსპურთან” მისი არეული მდგომარეობა იქცა. „დეილი მეილი” წერს, რომ არგენტინელ მწვრთნელს შესაძლოა მალე ჩრდილოლონდონური კლუბიდან წასვლა მოუხდეს, ვინაიდან „დეზების” დიდ შეფებს მისი აღარ სწამთ. პოჩეტინო მეექვსე სეზონია, რაც „სფურზში” მუშაობს, მაგრამ ამჯერად მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩემპიონატი ძალიან ცუდად დაიწყო: 12 ტურის შემდეგ მე-14 ადგილზეა. პოჩეტინო ის...

ჯორდანის უძველესი ვიდეო
ჩანაწერი

ჯორდანის უძველესი ვიდეო

მაიკლ ჯორდანი რომ ყველა დროის ყველაზე დიდი კალათბურთელია, მგონი, არავინ დაობს. ამ უძველეს ვიდეოში კი ჩანს, რომ ყმაწვილკაცობაშიც მაგარი ვინმე იყო. როგორც ქართველები ამბობენ, კოჭებში ეტყობოდა, ვინც დადგებოდა.        

მედეა ჩოხელი შესანიშნავ ფორმაშია
ჩანაწერი

მედეა ჩოხელი შესანიშნავ ფორმაშია

მაკედონიის ქალ ხელბურთელთა ჩემპიონატში გაიმართა ლიდერთა შეხვედრა — „კუმანოვომ” ქვეყნის ჩემპიონი სკოპიეს „მეტალურგი” დაამარცხა: 38:27. მატჩის საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრების წევრი, ხაზის მოთამაშე მედეა ჩოხელი, რომელმაც 10 გოლი გაიტანა. „კუმანოვო” შარშანდელი ვერცხლის პრიზიორია. შეხვედრის წინ მასაც და „მეტალურგსაც”  9 ქულა ჰქონდა. საინტერესოა, რომ „კუმანოვოს” პირველი ოთხი გოლი მედეამ გაიტანა, ხოლო როდესაც მეტოქემ ქართველი მჭიდროდ აიყვანა, კუმანოვოს ყველა...

მესი სუარესის წინააღმდეგ
ჩანაწერი

მესი სუარესის წინააღმდეგ

განუყრელი მეგობრები ლეო მესი და ლუის სუარესი დღეს საღამოს 90 წუთით ერთმანეთის დაუპირისპირდებიან — თელ ავივში ამხანაგური მატჩია, არგენტინა ურუგვაის ხვდება. ამ შეხვედრით სამხრეთ ამერიკის ეს ორი ნაკრები 2019 წელს დაასრულებს და საქმეს 2020 -ის მარტშიღა დაუბრუნდება. მომდევნო თამაშები ლიონელ სკალონისა და ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის გუნდებს უკვე ყატარის 2022 წლის შესარჩევის ფორმატით ელით. არგენტინელები დღევანდელი...

ბერძენი
ჩანაწერი

ბერძენი

ჩავიდა, ნახა, გაიმარჯვა – ეს სიტყვები ერთი-ერთში ესადაგება ლონდონში განვითარებულ საჩოგბურთო ბატალიებს, სადაც ვაჟთა შორის დასრულებული წლის შემაჯამებელი ტურნირი სტეფანოს ციციპასის ტრიუმფით დასრულდა. ინგლისის დედაქლაქში, ამ უპრესტიჟულეს და მნიშვნელოვან შეჯიბრზე, უნიჭიერესთან ერთად  ქარიზმატულმა ბერძენმა ჩოგბურთელმა კორტზე ცეცხლი დაანთო. ენა არავის მოუბრუნდება თქვას, საჩემპიონო თასი დაუმსახურებლად აღმართაო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯერ შემაჯამებელ ტურნირზე კვალიფიკაციასაც ხომ...

ევროპის ჩემპიონატი მსოფლიოსაზე არანაკლებია
ჩანაწერი

ევროპის ჩემპიონატი მსოფლიოსაზე არანაკლებია

გარეთ საუთგეიტის ხელში ინგლისმა ევრო 2020-ის შესარჩევი შეჯიბრება კოსოვოში 4:0 გამარჯვებით დააგვირგვინა და ფინალური ეტაპის კენჭისყრის წინ, განთესილთა შორის უმაღლესი პოზიცია დაიკავა. ამავე შეხვედრის 79-ე წუთზე ტოტენჰემელი ჰარი კეინი გახდა ინგლისის ნაკრების ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც შესარჩევი შეჯიბრების ყველა შეხვედრაში გოლი შეაგდო. ზოგან ერთი და ზოგან მეტი — სულ 12. კინის გარდა კოსოვოელების კარში გაიტანეს ჰარი...

ბითაძის შვიდი
ჩანაწერი

ბითაძის შვიდი

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში, „ინდიანა პეისერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერს „მილუოკი ბაქსს“ გაეჯიბრა და საკუთარი გულშემატკივრების მხარდაჭერის მიუხედავად, მაინც 83:102 დამარცხდა. ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს, რომ სტუმრებმა მატჩი შესანიშნავად ჩაატარეს და გოგა ბითაძის გუნდს გამარჯვების იოტისოდენა შანსიც არ დაუტოვეს. რაც შეეხება ჩვენებურს, მან პარკეტზე 12 წუთი დაჰყო და აქტივში 7 ქულა მიითვალა, რასაც ერთი მოხსნაც...

NEVER-SAY-DIE და GIANT-KILLER
ჩანაწერი

NEVER-SAY-DIE და GIANT-KILLER

რას ნიშნავს ეს ერთ აზრად შეკრული სამი სიტყვა, რომელიც მალიმალ იელვებს ხოლმე საერთაშორისო სააგენტოთა ფურცლებზე? NEVER-SAY-DIE – სიტყვასიტყვით რომ გადმოვთარგმნოთ, ასე გამოდის: არასოდეს თქვა სიკვდილი. საზოგადოდ კი, ეს სიტყვათა შეთანხმება გულისხმობს უდრეკ, ასე ვთქვათბ აგუტეხელ კაცს, იმას, ვისი ხასიათიც აშკარად გამოჩნდება ძნელბედობის ჟამს. საფეხბურთო კონტექსტში ეს NEVER-SAY-DIE მოიხმარება იმ მოთამაშეთა შესაქებად და დასაფასებლად, თავიანთი ჯიგრით...

უელსი, გოლფი, რეალი
ჩანაწერი

უელსი, გოლფი, რეალი

არ არის გამორიცხული, რომ იანვარში გარეთ ბეილი „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი გახდეს. თუ ეს ტრანსფერი საახალწლოდ არ განხორციელდება, ზაფხულს ნამდვილად აღარ გადასცილდებაო, ამბობენ „რეალის” ბანაკში. გასული ზაფხულის ამბავი კი კარგად გეხსომებათ: უელსელი ჩინურ „ჯუანგსუ სუნინგში” გადასვლასთან ერთ ნაბიჯში იდგა, ხელფასის ამბავიც გარკვეული ჰქონდა — კვირაში(!) მილიონი გირვანქა უნდა აეღო — მაგრამ კონტრაქტზე ხელის მოწერამდე წუთებით ადრე...