რობერტ მორენომ დუმილი დაარღვია. მოგეხსენებათ, ის ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან გაუშვეს, ვინაიდან „ლა როხას” თავკაცად ლუის ენრიკე დაბრუნდა. დღეს, მორენომ საფეხბურთო სამყაროს განცხადებით მიმართა, რომლის შესავალშიც დაწერა, რომ სამშაბათის შემდეგ თავისი გრძნობებისა და აზრების საჯაროდ გამოხატვის აუცილებლობა იგრძნო. მას სურდა მადლობა ეთქვა მხარდამჭერებისთვის და ასე დამშვიდობებოდა ნაკრების მწვრთნელის თანამდებობას. „გუნდი ექსტრემალურ ვითარებაში ჩავიბარე, — თქვა...
წელი: 2019
თოკომ არმია გაწია
ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ესპანეთის პატარა ქალაქ ვიტორიაში დაეცა. მოსკოვის ცეესკა ბასკონიასთან 70:80 დამარცხდა და ამ საქმეში ლომის წვლილი თორნიკე შენგელიამ დაიდო. საქართველოს ნაკრების 28 წლის კალათბურთელმა თავი ყველაზე კრიტიულ და საჭირო დროს გამოიჩინა, როდესაც მატჩის დასრულებამდე წუთით ადრე დაცვაში ნაყოფიერად გაისარჯა, საკუთარ ფარზე ბურთი მოხსნა და რუსთა კალათს შედეგიანად შეუტია....
მოურინიუს დაპირდნენ!
გაირკვა, რომ ჟოზე მოურინიუს დენიელ ლევისთვის მწვრთნელობაზე თანხმობა მხოლოდ მას მერე უთქვამს, რაც „ტოტენჰემის” თავმჯდომარე დაჰპირებია, რომ ჰარი კეინს სულ მცირე 2021 წლის იანვრამდე არ გაყიდის. ის ამბავი, რომ მოურინიუს მის წინამორბედ მაურისიო პოჩეტინოზე ორჯერ მეტი ხელფასი დაუნიშნეს, გუშინ მოგახსენეთ, ხოლო ის, რომ არგენტინელის სამსახურიდან გაშვება სატრანსფერო ფულთან დაკავშირებით მისმა უკმაყოფილებამ დააჩქარა, იმთავითვე ცნობილი ფაქტია. პოჩეტინოს...
ძველების ფსონი ახლებზე
დროა, ახალგაზრდა თაობა დიდ სამეულთან მოგებებს არა მხოლოდ სამ სეტიან, 5 პარტიისგან შემდგარ მატჩებშიც დაეჩვიოს. აგერ, თითქმის ორი ათეული წელიწადია ვინც არის სამეფო სპორტში ამინდის შემქმნელი და მონსტრების დიდებული სამეული, შეხსენება, უადგილოდ გვეჩვენება. ცხადია, ფედერერი, ნადალი და ჯოკოვიჩიც ჩვეულებრივი მოკვდავნი არიან და მეიჯორებზეც არაერთხელ დამარცხებულან, ხშირად ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ან მსოფლიოს სხვა მოწინავე ჩოგბურთელებთან პაექრობისას,...
მოურინიუ და ბევრი ფული
ინგლისი „ტოტენჰემის” ამბებზე გადაირია. ჩრდილო ლონდონელების თავმჯდომარემ დენიელ ლევიმ მრავალი დამსახურების მქონე მაურისიო პოჩეტინო გაუშვა და მის ადგილას ჟოზე მოურინიუ მიიყვანა. ბრიტანული მას-მედია ამ ამბავს ათასი კუთხით აშუქებს. ასე მაგალითად, წერენ, რომ მოურინიუ პოჩეტინოზე ორჯერ მეტ ხელფასს მიიღებს — წელიწადში 15 მილიონ გირვანქას. 56 წლის პორტუგალიელმა „სფურზთან” სამწელიწადნახევრიანი ხელშეკრულება გააფორმა. „დეილი მეილი” ამბობს, რომ ეს...
ჟოზე დაბრუნდა!
„ტოტენჰემ ჰოთსპურმა” დაადასტურა, რომ ახალი მწვრთნელი ჰყავს — არგენტინელი მაურისიო პოჩეტინოს ადგილი პორტუგალიელმა ჟოზე მოურინიუმ დაიკავა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ „განსაკუთრებული” ახალი სამსახურით ძალიან კმაყოფილია. „დეზებს” მიმდინარე სეზონში არა და არ აეწყოთ საქმე, რამაც პოჩეტინოს თანამდებობა შეიწირა. მისი მოხსნიდან რამდენიმე საათში კი თანამდებობაზე „პორტუს”, „ჩელსის”, „ინტერის”, „რეალის” და „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი თავკაცი დაინიშნა. სადღეისოდ, „ტოტენჰემი”...
ლუის ენრიკე ნაკრებში დაბრუნდა
კაცმა ნაკრებს 5:0 მოაგებინა და მეორე დღეს მოხსნეს. ეს ამბავი ესპანეთში მოხდა. რობერტ მორენო ესპანეთის ნაკრების მწვრთნელობიდან გაათავისუფლეს და მის ნაცვლად მისივე წინამორბედი ლუის ენრიკე დააბრუნეს, რომლის დროსაც მორენო ასისტენტად მუშაობდა. ამ ჩახლართულ ამბავს სამწუხარო დასაწყისი ჰქონდა. ლუის ენრიკემ ზაფხულში პოსტი ქალიშვილის ავადმყოფობის გამო დატოვა. სურდა, შვილის გვერდით ყოფილიყო. სამწუხაროდ, ლუის ენრიკეს 9 წლის ქალიშვილის...
კბილაშვილი და ჭანტურია EHF-ს თასზე
ხელბურთში EHF-ს თასი ჩემპიონთა ლიგის შემდეგ რანგით მეორე საკლუბო შეჯიბრებაა და მასში საქართველოს ნაკრების წევრების რევაზ ჭანტურიასა და ირაკლი კბილაშვილის გუნდი სკოპიეს „მეტალურგი” მონაწილეობს. „მეტალურგი” თასის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა, სადაც სლოვენიურ „ველენიეს” ხვდება. პირველი მატჩი, სტუმრად, მაკედონიელებმა 19:24 წააგეს და ახლა მეტოქეს 24 ნოემბერს შინ ელოდებიან. ორივე ქართველი „მეტალურგის” სასტარტო შემადგენლობაში იყო. კბილაშვილმა ერთი გოლი გაიტანა,...
რაის სპორტსმენები ხართ თქვენ…
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმმა გიორგი ჭინჭარაულმა საკუთარ facebook – ის გვერდზე ფრიად სახალისო ამბავი გვიამბო. ის, მსოფლიო რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე და ევროპის ჩემპიონი შოთა მიშველიძე ორიოდ დღის წინ თურქეთიდან საქართველოში სარფის გავლით ბრუნდებოდნენ, როცა… დანარეჩენი, აგერ, თავად წაიკითხეთ…
მესის პირადი მტერი
ესპანეთის მსაჯთა გამანაწილებელმა ორგანომ, რომელსაც RFEF ეწოდება, მოახლოებულ უქმეებზე ყველა არბიტრს თავისი მატჩი მიუჩინა. ლაპარაკია ლა ლიგის მე-14 ტურზე, რომელიც სანაკრებო წყვეტას მოსდევს. „ბარსელონა” შაბათს, საქართველოს დროით 16 საათზე სტუმრად თამაშობს „ლეგანესთან”. ამ შეხვედრას მოემსახურება სანტიაგო ხაიმე ლატრე. ლატრეს კარიერაში „ბლაუგრანას” თამაში ათჯერ განუსჯია. მათგან „კატალონიის სიამაყემ” 8 მოიგო, ხოლო 2 ფრედ დაასრულა. ბარსელონელთათვის ასეთი სასიამოვნო...









