მაკედონიის ქალ ხელბურთელთა ჩემპიონატში გაიმართა ლიდერთა შეხვედრა — „კუმანოვომ” ქვეყნის ჩემპიონი სკოპიეს „მეტალურგი” დაამარცხა: 38:27. მატჩის საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრების წევრი, ხაზის მოთამაშე მედეა ჩოხელი, რომელმაც 10 გოლი გაიტანა.
„კუმანოვო” შარშანდელი ვერცხლის პრიზიორია. შეხვედრის წინ მასაც და „მეტალურგსაც” 9 ქულა ჰქონდა.
საინტერესოა, რომ „კუმანოვოს” პირველი ოთხი გოლი მედეამ გაიტანა, ხოლო როდესაც მეტოქემ ქართველი მჭიდროდ აიყვანა, კუმანოვოს ყველა მოთამაშეს ხელ-ფეხი გაეხსნა. ჩოხელს მეორე ტაიმის შუაში ცხრა დარტყმიდან 9 გოლი ჰქონდა გატანილი, შემდეგ ორჯერ ააცილა, მაგრამ ათ გოლამდე მაინც ავიდა.
მედეა ჩოხელის გოლები იხილეთ ხელბურთის ფედერაციის ფეისბუქზე: https://www.facebook.com/GEONHF/videos/736921656827028

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
