მაკედონიის ქალ ხელბურთელთა ჩემპიონატში გაიმართა ლიდერთა შეხვედრა — „კუმანოვომ” ქვეყნის ჩემპიონი სკოპიეს „მეტალურგი” დაამარცხა: 38:27. მატჩის საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრების წევრი, ხაზის მოთამაშე მედეა ჩოხელი, რომელმაც 10 გოლი გაიტანა. „კუმანოვო” შარშანდელი ვერცხლის პრიზიორია. შეხვედრის წინ მასაც და „მეტალურგსაც” 9 ქულა ჰქონდა. საინტერესოა, რომ „კუმანოვოს” პირველი ოთხი გოლი მედეამ გაიტანა, ხოლო როდესაც მეტოქემ ქართველი მჭიდროდ აიყვანა, კუმანოვოს ყველა...
ჭდე: მედეა ჩოხელი
ჩვენი გოგოები ევროპაში
საქართველოს ნაკრების ხელბურთელი 20 წლის მედეა ჩოხელი მაკედონიურ კლუბ „კუმანოვოში” წარმატებით გამოდის. ის ხაზის მოთამაშე ანუ ეგრეთწოდებული პივოტია. მიმდინარე სეზონში მედეა კარგ ფორმაშია და როგორც ქვეყნის ჩემპიონატში, ასევე ბალკანეთის ქალთა ლიგაში გოლი გოლზე გააქვს. დღეისათვის, მაკედონიის ჩემპიონატში ორი გუნდია დაუმარცხებელი – შარშანდელი ჩემპიონი სკოპიეს „მეტალურგი” და ვერცხლის პრიზიორი, „კუმანოვო”. „მეტალურგს” შვიდიდან შვიდი მოგება აქვს, „კუმანოვოს”...
მედეა ფლეი ოფში გავიდა
დღევანდელი ქართული ქალთა ხელბურთის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავი, 20 წლის მედეა ჩოხელი მაკედონიის „პელისტერში” თამაშობს, რომელმაც ამ ქვეყნის სუპერლიგის ბოლო ტურში 35:33 დაამარცხა „გევგელია”. ამ გამარჯვების წყალობით ჩოხელი და მისი გუნდი მეოთხე ადგილზე გავიდნენ ანუ „ფინალურ ხუთეულში” („ფლეი-ოფს” ეძახიან) თამაშის უფლება მოიპოვეს და ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობენ. ჩოხელს, რომელიც ამპლუით ხაზის მოთამაშე (უხეში ანალოგიით ცენტრალური თავდამსხმელი) გახლავთ,...


