წელი: 2019

Home 2019
გააგდეთ კეპა „ჩელსიდან”!
ჩანაწერი

გააგდეთ კეპა „ჩელსიდან”!

გაუგონარი რამ მოხდა „კარაბაოს თასის” ფინალში „ჩელსისა” და „მანჩესტერ სიტის” შეხვედრის ბოლოს, პენალტების სერიის წინ — დასავლეთ ლონდონელთა ბასკმა მეკარემ კეპა არისაბალაგამ მწვრთნელის… უფრო სწორედ მწვრთნელების დიდი თხოვნისა და ჩხუბის მიუხედავად მოედანი არ დატოვა და კოლეგას, ვილი კაბალიეროს ძელებს შორის ადგილი არ დაუთმო. საბოლოოდ პენალტებში „მანჩესტერ სიტიმ” გაიმარჯვა და თასს დაეუფლა. კაბალიერო არგენტინელი გოლკიპერია, რომელმაც...

ზუროსის არაჩვეულებრივი გამოფენა
ჩანაწერი

ზუროსის არაჩვეულებრივი გამოფენა

– ცხვირი გავს? – მგონი, გავს… – ნიკაპი? – ნიკაპიც… – აბა, რას მერჩით, ბატონო?! …პაუზა – არაა, ეგ მაინც არაა ჩემი სიდედრი… მომკალით და არაა ჩემი საქართველოს ნაკრები ის გუნდი, ესტონეთთან რომ წააგო. განა მეტოქეს არ ვცემ პატივს, მაგრამ საქართველოს ნამდვილ ნაკრებს ესტონელებისთვის „ბურთი თავზე გადავახიეთ“ ფორმატში უნდა მოეგო. რომელია ნაღდი საქართველოს ნაკრები? აგერ,...

პეპ, ეს, პეპ, ის…
ჩანაწერი

პეპ, ეს, პეპ, ის…

20 თებერვალს ლეგენდარულ ვიმ ვან ჰანეგემს 75 წელი შეუსრულდა. ყოჩაღი მოხუცია. გოლფს თამაშობს, მანქანით მოგზაურობს და ნათელ, არაორდინალურ აზროვნებას ინარჩუნებს. მანქანაში რადიოს უსმენს. ეს რადიო BNR-ია, მხოლოდ ახალი ამბების არხი. „მე ახალ ამბებს ვუსმენ და არა ადამიანებს. ჩვენს დროში მავანნი ისე გაიწაფნენ რადიო-ტელევიზორებში საუბარში, რომ ტაქტი სულ დაკარგეს და სხვებს ფიქრს აღარ აცლიან. არ მინდა...

პრემიერლიგა ნიორწყალში
ჩანაწერი

პრემიერლიგა ნიორწყალში

ფიქრობთ ვშაყირობთ? პარასკევს „ოლდ ტრაფორდის“ ახლოს ჩამვლელნი ნივრის მძაფრმა სუნმა შეაწუხა. ცრუმორწმუნეებმა ისიც თქვეს, „ლივერპულთან“ პრინციპული მატჩის წინ მანკუნიანელები ავ სულებს დევნიან ან მეტოქეს ჯადოს უკეთებენო. ყველაფერი გაცილებით პროზაულადაა: უკვე 5 წელია, „მანჩესტერის“ მთავარი აგრონომი ყოველი მატჩის წინ და შემდეგ მოედანს ნიორწყალის ხსნარით რწყავს. 1 ლიტრი კონცენტრირებული ნიორწყალი 24 ლიტრ წყალში იხსნება და გრუნტი მუშავდება....

ქირიამ მსოფლიო გაასამა
ჩანაწერი

ქირიამ მსოფლიო გაასამა

მსოფლიოს ჩემპიონობა სპორტის რაგინდარა სახეობაში უდიდესი საქმეა. კიკბოქსინგი ზეგამძლე და ზეძლიერი კაცების სპორტია და აქ მწვერვალზე ასვლა გაცილებით ძნელია. ახლა თავად განსაჯეთ, რა ემოციები დაეუფლა დავით ქირიას, რომელმაც დღეს ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მასპინძლებს მათივე ჯილა ფენ შინგ ლი გაულახა და მსოფლიოში უპირველესის ტიტულს უკვე მესამედ დაეუფლა. დავით ქირია 70 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდის...

გიჟმაჟი პოგბა და დიდი ჯახი
ჩანაწერი

გიჟმაჟი პოგბა და დიდი ჯახი

„მანჩესტერ იუნაიტედის” დროებითი მწვრთნელის ოლე გუნარ სულშერის აზრით პოლ პოგბამ თავი კრიტიკოსების სამიზნედ თავისი ცხოვრების წესის გამო აქცია. ჟოზე მოურინიუს დროს, როდესაც ფრანგი მოედანზეც ვეღარ ბრწყინავდა, მისი ექსტრავაგანტური ცხოვრება ფანების, მიმომხილველების და თავად პორტუგალიელი მწვრთნელის დაუსრულებელი განხილვის საკითხი გახლდათ. ის წარამარა იცვლიდა ვარცხნილობას, ხმამაღალი განცხადებებით აქტიურობდა სოციალურ ქსელებში და ამ ყველაფერთან ერთად, როგორც უკვე ვთქვით, ვერც...

ნუ იპარავთ ბავშვებს
ჩანაწერი

ნუ იპარავთ ბავშვებს

18 წლის ჯეიდონ სანჩო ბუნდესლიგის ახალწვეულია. გერმანელები ამბობენ, რომ მიმდინარე სეზონში არც ერთ მოთამაშეს არ მოუხიბლავს გულშემატკივარი ისე, როგორც ეს ახალგაზრდა ინგლისელმა მოახერხა. ჯეიდონი 2018 წლის ზაფხულში „მანჩესტერ სიტიდან” „დორტმუნდში” 8 მილიონ ევროდ გადავიდა. „მირორმა” კი დაწერა, რომ თავის დროზე ინგლისის ჩემპიონმა ამომავალი ვარსკვლავი არალეგალური ხერხით შეიძინა. გაზეთმა ეს ამბავი „ფუტბოლ ლიკსზე” დაყრდნობით გაასაჯაროვა. 2015...

კლასიკა: ნიკა VS კარენ
ჩანაწერი

კლასიკა: ნიკა VS კარენ

ორშაბათს დუბაიში ATP-500 კატეგორიის ტურნირი დაიწყება. მასში საქართველოს პირველი და მსოფლიოს მე-20 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილიშვილიც მიიღებს მობაწილეობს. დღეს გაიმართა კენჭისყრა და პირდაპირ უნდა ვთქვათ, ჩვენებურს არ გაუმართლა. პირველსავე წრეში მეტოქედ კარენ ხაჩანოვი ერგო. ეთნიკურად სომეხი ხაჩანოვი რუსეთის საუკეთესო ჩოგბურთელია, მსოფლიო რეიტინგში კი მე-11 საფეხური უკავია. აქამდე ეს ჩოგბურთელები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივეჯერ 22 წლის...

ჩემი უტოპიური ჩემპიონი
ჩანაწერი

ჩემი უტოპიური ჩემპიონი

ბოლო ათი დღეა, „იესპიენის“ ტელეარხებზე სამხრეთამერიკულ ფეხბურთს გადმოსცემენ. ბრაზილიასა და არგენტინაში ახლა ორ ჩემპიონატს შორის შესვენებაა და კლუბების სხვადასხვა ტურნირებში ჩაბმულან: ბრაზილიაში ლიგა პაულისტა და რიოს პირველობა ტარდება, არგენტინაში „ტორნეო სიუდად დე მენდოსა“ და სხვა. ამ თამაშების ცქერისას ის ლაპარაკი გამახსენდა, ჩვენი ჩემპიონატის კალენდრის გამო რომაა ატეხილი. თავად წამიკითხავს და მომისმენია, ჩვენი ჟურნალისტები და ქომაგები...

ჩელსის ტრანსფერები აეკრძალა, ზიდანს – არა
ჩანაწერი

ჩელსის ტრანსფერები აეკრძალა, ზიდანს – არა

ზინედინ ზიდანს „ჩელსის” სატრანსფერო აკრძალვა არ შეეხება და მას დასახარჯად 200 მილიონ გირვანქას მისცემენ — გუშინ ფიფამ „ლურჯებს” 29 ყმაწვილი ფეხბურთელის უკანონოდ დაბევებისთვის ორი სატრანსფერო ფანჯრით აუკრძალა ბაზარში გასვლა. დასავლეთ ლონდონელების ბედად აკრძალვა ამ ზაფხულიდანვე არ ამოქმედდება, ის ძალაში 2021 წლის იანვრიდან შედის. ამ ინფორმაციის ფონზე „ჩელსის” მავანმა თანამშრომელმა ინგლისელ ჟურნალისტებს გამოუტანა ამბავი, რომ მაურიციო სარის...