ეს რა ჭირი გვჭირს? დილას გავრცელებული ინფორმაცია თურქეთში ქართველი ფეხბურთელების დაკავების შესახებ ჯერ არ მოგვენელებინა და ახლა ეპიცენტრი იაპონიაა. ჩვენი საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, მათთან ინფორმაცია ოსაკას პოლიციიდან შევიდა. დაკავებული საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე გახლდათ. ის ამჟამად თავისუფალია. საელჩო მუდმივ კონტაქტშია როგორც პოლიციის შესაბამის სამსახურებთან, ასევე თავად ცირეკიძესთან. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა...
წელი: 2019
ქურდობა ჩვენი სპორტია?
თურქულმა მედიამ ქართველი სპორტსმენების “წარმატებების” შესახებ გვამცნო – ქურდობის ბრალდებით თურქეთში შეკრებაზე მყოფი „ცხინვალის“ ხუთი ფეხბურთელია დაკავებული. ჯერჯერობით არ გავრცელებულა კლუბის ოფიციალური პოზიცია, რაც კიდევ უფრო გვაფიქრებს. სამაგიეროდ, უკვე გავრცელდა განცხადება სფფ-ის სახელით. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო გმობს სავარაუდო დანაშაულს და მოუწოდებს კლუბს სათანადო ზომების გატარებისკენ. დანაშაულის დადატურების შემთხვევში ფეხბურთელთა მიმართ სათანადო ღონისძიებას თურქული პოლიცია...
ზიდანაკლისი
OK Diario-ს თანახმად, „რეალში” კრიშტიანუ რონალდუზე მეტად ზინედინ ზიდანს მისტირიან. გეხსომებათ, რომ მადრიდელებმა ზიდანიცა და რონალდუც გასულ ზაფხულს დაკარგეს. მათთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ეს სრულიად მოულოდნელი გახლდათ — ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მესამე გამარჯვებიდან ორიოდ კვირის მერე; უდიდესი წარმატების ფონზე. თავდაპირველად ზიდანი წავადა. „სანტიაგო ბერნაბეუზე” გატარებული ორნახევარი საოცრად წარმატებული წლის შემდეგ ლეგენდარულმა ფრანგმა ერთწლიანი დასვენება...
ჩელსის იმედი
„ჩელსის” ფრანგმა ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ მოყვა, რა დავალება მისცა მაურიციო სარიმ თავის ფეხბურთელებს ევროლიგაზე „მალმიოსთან” შეხვედრის წინ. წუხელ დასავლეთ ლონდონელებმა შვედურ გუნდს 3:0 მოუგეს და ორი შეხვედრის ჯამური ანგარიშით (5:1) მერვედფინალში გავიდნენ. შეგახსენებთ, რომ კვირას „ლურჯებს” „კარაბაოს თასის” ფინალი ელით „მანჩესტერ სიტისთან” და ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ სარისთვის „მალმიოსთან” მოგება მნიშვნელოვანი იყო. „საკუთარი თავის რწმენის ასამაღლებლად...
სარი რომში
იტალიური პრესის ცნობით, რომამ ჩელსიში ათვალწუნებულ მაურიციო სარის სამსახური შესთავაზა. მწვრთნელი თუ ახალ წინადადებას დათანხმდა, რომაელები გუნდის საჭეს მომავალი სეზონიდან ჩააბარებენ. ითქვა, რომ ლონდონიდან ასაბარგებლად გამზადებულ მწვრთნელს უკვე ორჯერ დაუკავშირდა რომას პრეზიდენტის თანაშემწე ჯეიმს პალოტტი, რომელის ახლობელმაც ისიც დასძინა, სეზონის ბოლოს რომადან არა მხოლოდ მწვრთნელი ეუსებიო დე ფრანჩესკო დატოვებს, მას სპორტულ დირექტორ მონჩისაც მიაყოლებენო. ადრეც...
ნავრატილოვამ, აი, დარდიო!
გენდერული საკითხი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი და პოპულარულია სპორტთან ირიბად დაკავშირებულ თემებს შორის… ელჯებეტე სპორტსმენთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ Athlete All მარტინა ნავრატილოვა საკუთარი საკონსულტაციო კომიტეტიდან გააძევა და ორგანიზაციის ელჩის სტატუსიც გაუუქმა. 62 წლის ნავრატილოვა ჩოგბურთის ლეგენდაა, რომელსაც 18-ჯერ აქვს მოგებული დიდი სლემის ტიტული. ის პირველთაგანი იყო, ვინც ღიად აღიარა ლესბოსელობა. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ნავრატილოვამ...
რონალდუ – ატლეტიკო 5:0
კრიშტიანო რონალდუს მადრიდში დაბრუნება წარმატებული ვერ გამოდგა. მართალია, პორტუგალიელი „სანტიაგო ბერნაბეუზე” არ ჩასულა, მაგრამ „ვანდა მეტროპოლიტანოზე” არაკეთილმოსურნე გარემო დახვდა და რაც მთავარია, მისმა „იუვენტუსმა” „ატლეტიკოსთან” 0:2 წააგო. ტურინელთა კარში გოლები „მატრასების” ურუგვაელმა ფეხბურთელებმა ხოსე ხიმენესმა და დიეგო გოდინმა გაიტანეს. ბუნებრივია, ასეთი შედეგის შემდეგ მეოთხედფინალში გასვლის შანსი მადრიდელებს უფრო მეტი აქვთ ვიდრე ტურინელებს. რაც შეეხება მსოფლიოს ხუთგზის...
დაშნა-არდაშნისა
ჯერჯერობით სწორი რეაქციის შერჩევაც ძნელია, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება: საფრანგეთის ფარიკაობის ფედერაციამ ჯედაების მანათობელი ხმლით ბრძოლა სპორტის დამოუკიდებელ სახეობად აღიარა და დაშნით, ხმლით და რაპირით ფარიკაობასთან გაათანაბრა. ბავშვობაში ჯორჯ ლუკასის „ვარსკვლავური ომები“ ვის არ გვინახავს და ლუკ სკაიუოკერობა ან დარტ ვეიდერობა ვის არ უნატრია?! ახლა ეს ოფიციალურად აღიარებული და ახდენილი ოცნებაა. წესებიც არსებობს: მებრძოლები შემოფარგლულ...
ხულიგანი პოლიციელები
ესპანური პოლიციისა და ბრიტანელ ფანთა ბრძოლები გრძელდება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ესპანეთში ბრიტანელებს პოლიცია სცემს. ეს ამბავი ამჯერად ვალენსიაში მოხდა, სადაც „სელტიკის” გულშემატკივრები არიან ჩასულები. როგორც ინგლისური მედია წერს, მათ ხელკეტებითაც გაუმასპინძლდნენ და არც რეზინის ტყვიები დააკლეს. „ვალენსია” და „სელტიკი” დღეს, საქართველოს დროით საღამოს 9 საათზე ევროლიგის მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრაში ხვდებიან ერთმანეთს. სმარტფონების ეპოქაში შეტაკებების ამსახველი ფოტოები...
კომუნისტური პარტია თუ საქართველოს ნაკრები?
არსებობს ასეთი საფეხბურთო კლუბი – ФК КПРФ. მერე რა, რომ მინიფეხბურთისაა. საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს, რუსეთის პრემიერლიგაშიც ბურთაობს და განადიდებს რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის სახელს. ბოლო დრომდე კლუბის პრეზიდენტი პირადად გენადი ზიუგანოვი გახლდათ, ვინც სულ ახლახანს ივან მელნიკოვმა ჩაანაცვლა. ქვისა და სამართებლის ოპტიმალურად გამოყენებაზე რომ გამოთქმაა, ბევრს გაგახსენდებოდათ, მაგრამ… ФК КПРФ-ის მწვრთნელი ჩვენებური ბესიკ ზოიძეა....









