„ჩელსის” ფრანგმა ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ მოყვა, რა დავალება მისცა მაურიციო სარიმ თავის ფეხბურთელებს ევროლიგაზე „მალმიოსთან” შეხვედრის წინ. წუხელ დასავლეთ ლონდონელებმა შვედურ გუნდს 3:0 მოუგეს და ორი შეხვედრის ჯამური ანგარიშით (5:1) მერვედფინალში გავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ კვირას „ლურჯებს” „კარაბაოს თასის” ფინალი ელით „მანჩესტერ სიტისთან” და ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ სარისთვის „მალმიოსთან” მოგება მნიშვნელოვანი იყო.
„საკუთარი თავის რწმენის ასამაღლებლად დამაჯერებელი გამარჯვება გვჭირდებოდა, — თქვა ჟირუმ, — განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი დაცვაში კარგი თამაში იყო. გოლი არ უნდა გაგვეშვა. ჩვენ ხომ დაცვაში ძლიერი გუნდი გვყავს, რომელსაც შეტევაში კარგად თამაშის ამბიცია აქვს.
სასიხარულოა, რომ „მალმიოსთან” ყველაფერი კარგად დამთავრდა და ახლა მოუთმენლად ველით შემდეგ შეხვედრას.
ვიცოდით, რომ მეტოქე შეჯგუფული ნახევარდაცვით მაღალ პრესინგს გვეთამაშებოდა, ამის წინააღმდეგ ბრძოლა კი ძნელი საქმეა, მაგრამ გამოსავალი მოვძებნეთ და ჩვენი თამაში განვაგრძეთ.
მწვრთნელმა „მალმიოს” ტაქტიკის გასანეიტრალებლად სწრაფად თამაში დაგვავალა. ბურთს ხაზებს შორის ვათამაშებდით, მეორე ტაიმში კი ისინი ცოტა არ იყოს დაიღალნენ.
ვიმეორებ, საკუთარი თავის რწმენისთვის რაც მოხდა ძალიან კარგი იყო, მაგრამ ახლა მომენტი უნდა დავიჭიროთ. საჭიროა გავითვალისწინოთ ყველა ის შეცდომა, რომელიც „მანჩესტერ სიტისთან” პრემიერლიგის შეხვედრაში (0:6) დავუშვით. ეჭვი არ მეპარება, რომ „კარაბაოს თასზე” მათ წინააღმდეგ უკვე კარგად ვითამაშებთ”.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
კატეგორიის გარეშე11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
