ფიქრობთ ვშაყირობთ? პარასკევს „ოლდ ტრაფორდის“ ახლოს ჩამვლელნი ნივრის მძაფრმა სუნმა შეაწუხა.
ცრუმორწმუნეებმა ისიც თქვეს, „ლივერპულთან“ პრინციპული მატჩის წინ მანკუნიანელები ავ სულებს დევნიან ან მეტოქეს ჯადოს უკეთებენო. ყველაფერი გაცილებით პროზაულადაა:
უკვე 5 წელია, „მანჩესტერის“ მთავარი აგრონომი ყოველი მატჩის წინ და შემდეგ მოედანს ნიორწყალის ხსნარით რწყავს. 1 ლიტრი კონცენტრირებული ნიორწყალი 24 ლიტრ წყალში იხსნება და გრუნტი მუშავდება. ნიორი სპობს ნემატოდებს – ჭიაყელისებრ მიკროსკოპულ მავნებლებს, რომელნიც ბალახის ფესვთა სისტემას აზიანებენ.
რეგულარული დანიორწყლების პირობებში ბალახი გაცილებით ჯანმრთელი და ხასხასაა. „მანჩესტერი“ უკვე 5 წელია ამ პრაქტიკას მისდევს, თუმცა, მარტო სულაც არაა – იგივე ხდება „სიტის“ და „კრისტალ პალასის“ საშინაო არენებზე.
2016 წელს „სიტი“-„გლადბახის“ მატჩის მერე ტრიბუნები ჯერ არ დაცლილიყო, რომ მოედნის დამუშავება დაიწყო – სამ დღეში „ბორნმუთთან“ მატჩი ელოდათ.
„კრისტალ პალასის“ აგრონომი საშინლად ვერ იტანს ნივრის სუნს და აირწინაღით მუშაობს – საყვარელი გუნდი მსხვერპლს მოითხოვს. ერთ მშვენიერ დღეს, ალბათ, ჩვენამდეც მოაღწევს ამგვარი მოწინავე ტექნოლოგიები და სტადიონების ირგვლივ ჩაწიკწიკებული სახაშეები მერე ნახეთ…
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
