23 წლის ბორჯღალოსანმა ოთარ გიორგაძემ მორიგი დუბლი მიითვალა. 3 კვირის წინ, მშობლიურ ქუთაისში ოთიამ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთი მეორეზე უკეთესი ორი ლელო დადო და გერმანელთა რბევაში ყველაზე სოლიდური წვლილი დაიდო. გასულ კვირას კი ქუთაისელმა მესამე ხაზელმა ასევე ორი ლელოთი თავი საფრანგეთში გამოიჩინა. ოთიას (და სხვა ქართველების) „ბრივმა“ პრო დ2-ის უპრინციპულეს მატჩში „მონ-დე-მარსანს“ უმასპინძლა და მეტად...
წელი: 2019
რონალდუს ჩემს გვერდით ვაყენებ
არგენტინულმა საიტმა mundoalbiceleste.com-მა გამოაქვეყნა ფრაგმენტები ინტერვიუდან, რომელიც ლეო მესიმ წინა კვირაში, ნაკრებში ყოფნის დროს 947 FM Radio-ს მისცა. „ბარსელონას” და „ალბისელესტეს” ლიდერის საუბარს ჩვენ ცოტა შემოკლებით გთავაზობთ. არგენტინის ნაკრების შესახებ „არგენტინელ ფეხბურთელთა ჩვენს თაობას უსამართლოდ მოექცნენ. ჩვენ არავის ვაბოლებთ. ჩვენ პროფესიონალები ვართ და გამარჯვება გვინდა. მე თავად მინდა არგენტინის ნაკრებთან ერთად რაიმე ტიტული მოვიგო. ვაპირებ ეროვნული გუნდის...
სულშერს აბურთავებდნენ და აქეთ-იქით ათრევდნენ
ოლე გუნარ სულშერი იმ სპორტს რომ გაჰყოლოდა, რომელზეც პირველად შევიდა, დღეს „მანჩესტერ იუნაიტედში” სულ სხვა ამბები იტრიალებდა. მანჩესტერელთა ნორვეგიელი თავკაცი ბავშვობაში კლასიკურ ანუ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვარჯიშობდა. რა უნდოდა სულშერს ჭიდაობაზე? პასუხი მარტივია: მამა ჰყავდა მოჭიდავე. თან, ოივინდ სულშერი დაბალი დონის მოჭიდავე სულაც არ გახლდათ. ის 1966-71 წლებში ზედიზედ ექვსჯერ გახდა ნორვეგიის ჩემპიონი. სპორტს კი ჯარში...
დიეგო სიმეონე საუკეთესოა
გასული წლის შემოსავლები კაპიკ-კაპიკ მხოლოდ ფეხბურთელებს კი არა, მწვრთნელებსაც დაუთვალეს. კოლეგებს შორის ფინანსურად ყველაზე წარმატებული მადრიდის „ატლეტიკოს“ დამრიგებელი დიეგო სიმეონე აღმოჩნდა. მისმა შემოსავალმა შარშან 41 მილიონი ევრო შეადგინა. ამ თანხაში ხელფასი, ბონუსები და ყველა სხვა შემოსავალი იგულისხმება. მეორე ადგილზე „მანჩესტერის“ ყოფილი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა – 31 მილიონი. მესამე „მონაკოდან“ გათავისუფლებული ტიერი ანრი 25,5 მილიონით. ეს...
პირდაპირ თვითმფრინავიდან
ახლა მანდ შაბათია და საქართველოს ნაკრების „უემბლიზე“ გასვლამდე ოთხი დღე დარჩა. ამ არცთუ დალაგებულ სვეტს რომ ვწერ, პარასკევის ადრიანი დილაა და მე მრავალ სხვა ადამიანთან ერთად ცაში ვიმყოფები. დაბლა მხოლოდ ღრუბლებია და, თქვენ წარმოიდგინეთ, არცერთი სტადიონი არ ჩანს. სტადიონი იმიტომ ვახსენე, რომ ეს ჩემი სვეტი სპორტულია, ძირითადად კი საფეხბურთო, თორემ დილის რვა საათზე ფეხბურთზე ფიქრი...
ბათუმი წინ მიიწევს
თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატის ბოლო, ოთხდღიანი ტური დაიწყო. გაირკვევა ფინალური ოთხეული, რომელიც მაისში ჩემპიონის ტიტულს გაათამაშებს. პირველ მატჩში საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის BSB-მ „გორს” 61:36 მოუგო და თუ ხვალ „პეგასსაც” აჯობებს, რეგულარული ჩემპიონატში პირველ ადგილს ვეღარავინ შეეცილება. თელავის „სტუ-იმედისა” და წყალტუბოს „პრომეთეს” შეხვედრა დაძაბული გამოდგა. მატჩის მსვლელობისას ბევრჯერ გათანაბრდა ანგარიში, თუმცა საბოლოოდ თელაველებმა 25:24...
იღბალი, რომელიც ნებისყოფაა
იურგენ კლოპმა აღიარა, რომ მისმა „ლივერპულმა” „ტოტენჰემ ჰოთსპურს” იღბლის წყალობით მოუგო — ტობი ალდერვეირელდმა ბოლოწამს შემთხვევით თავის კარში შეაგდო. მეორე მხრივ, გერმანელი მწვრთნელი ამბობს, რომ თუკი საბოლოოდ ჩემპიონი მაინც მისი გუნდი გახდება, ეს ყისმათის კი არა, უტეხი სულისა და ბრძოლისუნარიანობის გამო მოხდება. კლოპმა აღნიშნა, რომ მის ფეხბურთელებს ბედთან შეგუება არ ჩვევიათ და ალბათ სწორედ ამან...
ზიდანი ზიდანით კმაყოფილია
ზინედინ ზიდანმა ხალხი გააკვირვა — კვირას, „სანტიაგო ბერნაბეუზე”, „რეალისა” და „უესკას” შეხვედრაში კარი თავის 20 წლის ვაჟს, ლუკას ანდო. უფრო გასაგები რომ იყოს, მან არც ტიბო კურტუა ათამაშა და არც კეილორ ნავასი. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე „თეთრების” ფრანგმა თავკაცმა თქვა, რომ მისი ვაჟი მადრიდელთა კარში დგომას იმსახურებდა. „უესკამ” ლუკა ზიდანის კარში ორი გოლი გაიტანა, თუმცა აუტსაიდერთათვის...
მსოფლიოს საუკეთესო ლიგა, რომელსაც უარესი მსაჯები ჰყავს
„კარდიფ სიტი” „ჩელსისთან” უსამართლოდ დამარცხდა (1:2), რის გამოც უელსური გუნდის თავკაცმა ნილ უორნოკმა მატჩის შემდეგ მსაჯებს გაბრაზებული კაცის სანახაობა მოუწყო. 70 წლის მწვრთნელმა ჯერ „ლურჯ კოლეგას” მაურიციო სარის შეუღრინა, შემდეგ კი დოინჯშემოყრილი თეატრალურ პოზაში დადგა არბიტრების წინ და თუ შეიძლება „სირცხვილის დერეფნის” ანალოგიით ითქვას, სირცხვილის გაცილება მოუწყო მათ. მართლაც, კვირას მსაჯები „კარდიფ სიტის” უსამართლოდ მოექცნენ....
მედლები უმარილოდ…
ძიუდო ქართველი ქომაგისთვის ცოტა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტის სახეობა. იქნებ იმიტომ, რომ ქართულ ჭიდაობასთან ყველაზე ახლოსაა და გვეჩვენებურება?! თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს – გვიყვარს და მორჩა. თბილისის გრან-პრიც არ არის რიგითი ღონისძიება ჩვენთვის. ზოგს მეტად გვესმის, ზოგს ნაკლებად, მაგრამ ყველა ჩვენს აზარტს და ეშხს ვეძებთ და კიდევ – ქართველების ბევრ მოგებას. აჰა, გასრულდა მორიგი...









