ფიფამ მორიგი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველომ სამი ნაბიჯით უკან დაიხია და ამჯერად 94-ე ადგილზეა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო ორი შეხვედრა ჩვენთვის მარცხიანი აღმოჩნდა. რეიტინგში ჩვენზე წინ (უკაცრავად და) ტრინიდადი და ტობაგოა, კვალში კი ყირგიზეთი და ესტონეთი გვიდგანან. დიდი ვერაფერი სანუგეშო პოზიციაა და, თუ მაინც და მაინც პოზიტიურის ძებნას დავიწყებთ, ისიც...
წელი: 2019
100 წითელი ბარათი
„ვულვერჰემპტონი“-„მანჩესტერის“ 57-ე წუთზე არბიტრმა მაიკ დინმა ეშლი იანგს მეორე ყვითელი და, შესაბამისად, წითელი ბარათი უჩვენა. ეს დინის მიერ სამსაჯო კარიერაში ნაჩვენები მე-100 წითელი ბარათი იყო. ის 2000-01 წლების სეზონიდან მსაჯობს პრემიერლიგაში, პირველად კი ნიუკასლელი ნორბერტო სოლანო გააძევა. 100 წითელი ბარათის ასაფრიალებლად დინს 478 მატჩი დასჭირდა. პრემიერლიგის არბიტრებს შორის დინის უახლესი მდევარი მარტინ ატკინსონია, რომელსაც კარიერაში...
ანტიტური
ამ ფორმატით ეროვნული ლიგის გათამაშება 2017 წლიდან ტარდება და ასე ცოტა გოლი ერთ ტურში (6), არცერთ წინამორბედში გასულა. შარშანაც, სხვათა შორის, მე-6 ტურში, 7 გოლი გავიდა. შარშანწინ პირველ ტურშიც მხოლოდ შვიდჯერ დალაშქრეს მეტოქეებმა ერთმანეთის კარი. ამჯერად კი ანტირეკორდი დამყარდა. მთავარი შეხვედრა სამტრედიაში გაიმართა, სადაც „ტორპედომ“ ქართულ დერბიში „დინამოს“ უმასპინძლა. მართალია, გოლები არ გასულა, მაგრამ ტემპი...
ოთხეული გაირკვა
საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატში ფინალური ოთხეული გაირკვა. დღეს, რეგულარული პირველობის ბოლო წრის ბოლოსწინა ტურში ბათუმის BSB-მ დაამარცხა „სპორტის უნივერსიტეტი” 55:38; „ქუთაისმა” მოუგო „გორს” 67:24; თელავის „სტუ-იმედმა” „სამტრედიას” 33:28, ხოლო თბილისის „პეგასმა” წყალტუბოს „პრომეთეს” 40:24. ამრიგად, 22 მაისს ნახევარფინალში BSB „სტუ-იმედს” შეხვდება, ხოლო „პეგასი” „ქუთაისს”. ფინალი 23 მაისსაა დანიშნული.
დედა, რა იყო ეს?!
ცნობილი კინოფრაზის გარდა ვერაფერი ვერ შევუხამეთ სათაურად ოკეანის გადაღმიდან მოსულ ინფორმაციას… NBA-ში ულებრონოდ მოთამაშე „ლეიკერსის“ განკითხვის ღამე იყო. ვითომ დიდი არაფერი – ულიდეროდ დარჩენილი კი არა, ლებრონიანი „ლეიკერსიც“ ბევრს შემოეჩაგრა ამ სეზონში, მაგრამ „ოკლაჰომას“ ლიდერ რასელ ვესტბრუკს ნამეტანი მოუვიდა. 20 ქულა საშუალო დიდოსტატური შედეგია. 20 მოხსნა ოვაციის ღირსი მაჩვენებელი, მაგრამ ერთ შეხვედრაში 21 შედეგიანი პასი?!...
ჭადრაკის და ადამიანის სიყვარულით
ვლადიმირ გრიგორის ძე ზაკი, საბჭოთა ეპოქის მწვრთნელი-ლეგენდა, აღმზრდელი ბორის სპასკისა, ვიქტორ კორჩნოისა და გატა კამსკისა, თავის საჭადრაკო ბესტსელერში, “სრულყოფის ხელოვნება” დიდი მორიდებით არ გამოირჩევა. გინდ კასპაროვი იყოს, პარტიების ანალიზისას თუ რამ ნაკლი უპოვა, კარგად მისცხებს ხოლმე. მისგან შესრულებული საჭადრაკო პარტიების ანალიზი გადამოწმებას არ საჭიროებს. მაგრამ არის წიგნში ეპიზოდი, სადაც ავტორს თვალაწყლიანებულს ვხედავთ: “ჩემს შეხედულებათა ჩამოყალიბებაში...
შენი ცოლი პირსახოცია
კონორ მაკგრეგორმა ამჯერად სოციალური ქსელებიდან შეუტია ჰაბიბ ნურმაგომედოვს: „შენი ცოლი პირსახოცია, შენ თვითონ კი ვირთხა, რომელიც ყოველთვის იმას გააკეთებს, რასაც ეტყვიან“. მაკგრეგორმა ტექსტს ჰაბიბის ქორწილის ფოტოები დაურთო. კონორის ეს პასუხი ჰაბიბის ნათქვამს მოჰყვა: „მაკგრეგორი იმ ცოლს ჰგავს, სულ რომ წასვლით იმუქრება და მაინც არ მიდისო“. ახლა არ იკითხოთ, ჰაბიბის ეს განცხადება რას მოყვაო – ბუნებრივია, კინორის...
პრეზიდენტი პრესამ და საათმა შეიწირა
გერმანიის საფეხბურთო კავშირი დროებით თავკაცის გარეშე დარჩა. გადადგომის შესახებ რეინჰარდ გრინდელმა თავად განაცხადა, ეს ყველაფერი კი „შპიგელის“ 29 მარტის ნომერში გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას მოჰყვა. რა გახდა გადადგომის მიზეზი? უმთავრესად იმას თვლიან, რომ 2017 წელს გრინდელმა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ექსთავკაცის და კიევის „დინამოს“ პრეზიდენტის გრიგორი სურკისისგან საჩუქრად 6-ათასევროიანი საათი მიიღო. ბევრი კი იძახა ჰერ გრინდელმა, სურკისი...
პეგასმა ფრთები გაშალა
ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებს” „პეგასისთვის” რომ მოეგო, ხელბურთელთა რეგულარულ ჩემპიონატში მეტოქეთათვის თეორიულადაც მიუწვდომელი გახდებოდა, მაგრამ ამჯერად თბილისელებმა იყოჩაღეს — 30:29. ამ დღეს მეტოქეებმა უძლიერესი შემადგენლობით ვერ ითამაშეს. 25-ე წუთზე ბათუმელები 15:9-ს იგებდნენ და ტაიმიც მათ სასარგებლოდ დასრულდა — 17:13. შესვენების შემდეგ კი თბილისელებმა უფრო გამოიჩინეს თავი: 47-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო შემდეგ წინაც გავიდნენ —...
რატომ ითამაშა შერიმ?
საქართველოს ნაკრების მიერ მარტში ჩატარებული ორი მატჩიდან, ყველაზე მძაფრი ემოცია, ალბათ შვეიცარიასთან შეხვედრაში განვიცადეთ, როცა ჯიმი ტაბიძე და შვეიცარიელი ფაბიან შერი შეეჯახნენ ერთმანეთს. „ნიუკასლის“ მცველმა გონება დაკარგა, იქვე მყოფმა ჯანო ანანიძემ კი ენა დაუჭირა და გადაარჩინა. ევროპულმა მედიამ, შემდეგ ქართველი გმირად შერაცხა. თუმცა, შეხვედრა მაინც ჩაამთავრა. ხოლო ტაბიძე მოგვიანებით შეცვალეს, მას თავი შეუხვიეს და ტრავმიდან...









