შენი ცოლი პირსახოცია

Home აქეთურ-იქითური შენი ცოლი პირსახოცია
შენი ცოლი პირსახოცია
კონორ მაკგრეგორმა ამჯერად სოციალური ქსელებიდან შეუტია ჰაბიბ ნურმაგომედოვს:
„შენი ცოლი პირსახოცია, შენ თვითონ კი ვირთხა, რომელიც ყოველთვის იმას გააკეთებს, რასაც ეტყვიან“. მაკგრეგორმა ტექსტს ჰაბიბის ქორწილის ფოტოები დაურთო.
კონორის ეს პასუხი ჰაბიბის ნათქვამს მოჰყვა: „მაკგრეგორი იმ ცოლს ჰგავს, სულ რომ წასვლით იმუქრება და მაინც არ მიდისო“.
ახლა არ იკითხოთ, ჰაბიბის ეს განცხადება რას მოყვაო – ბუნებრივია, კინორის მიერ კიდევ უფრო ადრე ნათქვამს, რინგიდან მივდივარო...
ადრე უკვე იყო, მაკგრეგორმა წასვლა რომ დააანონსა და მაინც დარჩა UFC-ში. ახლაც ისეთი სუნი ტრიალებს, მხარეები ერთურთის ლანძღვით მხოლოდ ფსონს ზრდიან და ერთ მშვენიერ დღეს მაკგრეგორი რინგს ისევ მიუბრუნდება და იქვე ნურმაგომედოვი დახვდება…

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".